Home რუბრიკები საზოგადოება ვინ არიან ამერიკელები _ ჩვენი პარტნიორები თუ დირექტორები

ვინ არიან ამერიკელები _ ჩვენი პარტნიორები თუ დირექტორები

598

ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, როგორც ყოველთვის, გასაოცარი განცხადებები გააკეთა: ეკონომიკა შავ დღეშიაო, კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენააო, კორცხელის ინციდენტზე პასუხი მთავრობამ უნდა აგოსო. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბატონმა ბიძინამ დავით აღმაშენებელი საქართველოს ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტად მოიხსენია. 

ქართველ საზოგადოებას ახსოვს ივანიშვილის დაპირება, რომ ოთხ წელიწადში ააყვავებდა ეკონომიკას. მახსოვს ისიც, რომ მის მიერ წარმატებულ პოლიტიკოსებად დასახელებულმა გიორგი მარგველაშვილმა, ირაკლი ალასანიამ, რესპუბლიკელებმა და სხვებმა იმედი გაუცრუეს. საინტერესოა, რა ემართება ყოფილ პრემიერს _ რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, თუ ვერ გადმოსცემს თავის სათქმელს? ამ კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშის ელჩის გამოხდომა (სხვას ვერაფერს ვუწოდებთ). აშშის ელჩი იან კელი, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, უცერემონიოდ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და მითითებებსაც გვაძლევს _ ეს ნათლად გამოჩნდარუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესზე საუბრისას. აშშის ელჩების საქმიანობის გაანალიზებისას, უნებლიეთ გიჩნდება კითხვა: არის კი საქართველო დამოუკიდებელი თუ აშშის 51- შტატი ან უარესი _ ამერიკის უუფლებო კოლონიაა? ამ თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს _ გულბაათ რცხილაძეს, უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარეს _ ნიკოლოზ მჟავანაძესა და ანალიტიკოსს _ ვალერი კვარაცხელიას.

რა მოვიპოვეთ ამ 25 წლის განმავლობაში, მათხოვრების, ქართველი გამეძავებული ქალებისა და გაცისფრებული კაცების გარდა

გულბაათ რცხილაძე:

_ რადგან ბიძინა ივანიშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ესე იგი, სჯერა იმის, რასაც ამბობს. მას სჯერა, რომ აყვავებულია ყველაფერი და კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებლობაც მთავრობამ უნდა დაიკისროს. კი, ბატონო, დაიკისროს. მართალი გითხრათ, ეს, საერთოდ, არ მაღელვებს. პრობლემა არის ის, რომ ჟურნალისტები ასეთ შეკითხვებს სვამენ, ნაცვლად იმისა, რომ საქმეზე ილაპარაკონ. რაც შეეხება დავით აღმაშენებელს, სიტყვაზე ნუ გამოვეკიდებით, პრეზიდენტი იყო დავით აღმაშენებელიო, _ წამოცდა ადამიანს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ დავით აღმაშენებელი მეფე იყო და არა პრეზიდენტი. აშშ-ის ელჩის ასეთ საქციელს კი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მოითმენდნენ, მაგალითად, აზერბაიჯანში. ამერიკელებმა როცა განაცხადეს, აზერბაიჯანს ნატოში ველოდებითო, ამას აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ელჩიც თავის ადგილზე დასვეს. საქართველოში წარმოუდგენელია ასეთი რამ. აქ ამერიკის ელჩია მბრძანებელი, მას ელაქუცებიან, ყველა მის განცხადებას არბილებენ, ფუთავენ, თარგმანია არასწორიო. განა რამდენჯერ შეიძლება თარგმანი იყოს არასწორი?! ასე რომ, ეს არ გვიკვირს. არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ბატონი კელი ასეთ განცხადებას აკეთებს და არც ბოლო იქნება. ჩვენი სუვერენიტეტის ხარისხი ძალიან დაბალ ნიშნულზეა. დამოუკიდებლობა რომ ვიზეიმეთ, რა გვეზეიმებოდა? რა მოვიპოვეთ ამ 25 წლის განმავლობაში, მათხოვრების, ქართველი გამეძავებული ქალებისა და გაცისფრებული კაცების გარდა?

ხშირად ჩვენი პოლიტიკოსები, სასამართლოს ნაცვლად, ამერიკის ელჩს მიმართავენ. მალე აღარც პარლამენტი იქნება საჭირო და აღარც _ კანონი. ყველაფერს ერთი კაცი მოაგვარებს _ აშშ-ის ელჩი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/valeri.jpg

ამერიკელები, ჩვენი პარტნიორები კი არა, ჩვენი დირექტორები არიან

ვალერი კვარაცხელია:

_ დავით აღმაშენებელი კარგი პრეზიდენტი იყოო _ ეს, უბრალოდ, აერია ივანიშვილს, ამიტომ ნუ დავძრახავთ. რაც შეეხება, კარგი სამთავრობო გუნდი ჰყავდა თუ არა, ეს უნდა დატყობოდა საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბეს, მაცივარს, საცხოვრებელ პირობებს, სამუშაო ადგილებს. სამწუხაროდ, არაფერი გვაქვს ჩამოთვლილთაგან, ამიტომ სატრაბახოც არაფერია. მე ვერ ვხედავ მის მიერ აღმოჩენილ რომელიმე გენიალურ პიროვნებას ვერც მინისტრად, ვერც პრემიერმინისტრად და ვერც პრეზიდენტად. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ აშანტაჟებდა ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილის კანდიდატურით ხალხს _ თუ არ აირჩევთ, წავალ საქართველოდანო. ხალხმა იფიქრა, ისევ სააკაშვილი არ მობრუნდეს ამის წასვლითო და ხმა მისცა მარგველაშვილს. ივანიშვილს უჭირს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, მაგრამ, რასაც ლაპარაკობს ტელევიზიებზე, სიმართლეა. განა ტყუილია ის, რომ “რუსთავი 2” პარტიული დაჯგუფების ტელევიზიაა? სრულიად დამოკიდებულია იმ ძალაზე, რომელმაც საქართველოს თავი დაამახსოვრა, როგორც ყველაზე სასტიკმა, ფაშისტურმა და ვერაგმა ძალამ. სააკაშვილისა და ნაციონალების დამცველი ტელევიზია რატომ უნდა მივიღოთ, როგორც დამოუკიდებელი მედია?! ჩვენი ტელევიზიები ამერიკის ინტერესებს ემსახურებიან. რაც შეეხება იან კელის, ის იმიტომ არ ლაპარაკობს ასეთ რაღაცებს, რომ საქართველო აინტერესებს, ამერიკელები, ჩვენი პარტნიორები კი არა, ჩვენი დირექტორები არიან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1397120213_mjavanadze.jpg

სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ომი გაქვს, პამპერსებით კი არა, იარაღით უნდა დაგეხმაროს

ნიკოლოზ მჟავანაძე:

_ ორი აზრი არ არსებობს, რომ, რაც კორცხელში მოხდა, იყონაციონალური მოძრაობისდაგეგმილი. სჩვევიათ ასეთი რამ, 2008-ში არჩევნების დროს ავტობუსი ააფეთქეს, რუსებს რომ დაბრალებოდა, არჩევნების დღეს იტაცებდნენ ადამიანებს. ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და გვყავს ასეთი პროვოკატორები. ამ განცხადებაში ის კი არ უთქვამს ივანიშვილს, რომ ნაციონალები არიან მართლები და დაზარალებულებიო, ამით თქვა, რომ წინ არჩევნებია და პოლიციამ ყველაფერი უნდა იღონოს ძალადობის აღსაკვეთად. რაც შეეხება იმას, რომ, რასაც ადრე მარგველაშვილზე ლაპარაკობდა, კვირიკაშვილზეც იმავეს ამბობსო, ეს ასე არ არის, რადგან მარგველაშვილი, სანამ პრეზინდენტად აირჩევდნენ, სხვანაირი ადამიანი იყო, როგორც კი აირჩიეს, შეიცვალა მისი მსოფლმხედველობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთულია, საკადრო გადაწყვეტილებების მიღება. ივანიშვილის ბრალი არ იყო ის, რომ პიროვნებამ არ გაამართლა. აშშ-ის ელჩის _ იან კელის განცხადება კი ნამდვილად საშინაო საქმეებში ჩარევაა. იან კელიმ ამერიკის ისტორიიდან დამისახელოს ერთი ეპიზოდი, როდესაც რომელიმე ქვეყანა ერეოდა მის საქმეში და ეუბნებოდა, ეს გააკეთე და ის გააკეთეო. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატარა, მაგრამ ჩვენ ყველა ატრიბუტი გვაქვს დამოუკიდებლობისა და დაუშვებელია, ასე აშკარად ერეოდეს რომელიმე სახელმწიფო ჩვენს საქმიანობაში. ამერიკის ელჩს არ აქვს უფლება, ქართველი ხალხის სახელით გამოვიდეს და თქვას, ქართველი ხალხი ვერ მოითმენს, თუ ასე წარიმართება პროცესებიო. ფორმალურად მაინც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და არა კოლონია. ჩვენს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ისეთი პოზიცია, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა ვერავინ გაბედოს. ისრაელი ამერიკის მოკავშირეა და, რომ არა ამერიკა, საკითხავია, იარსებებდა თუ არა, მაგრამ ისრაელი ბევრ საკითხში უწევს წინააღმდეგობას ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული მოკავშირეა. ასეთი განცხადებები რუსეთის რომელიმე წარმომადგენელს რომ გაეკეთებინა, რუსული დროშები დაიწვებოდა საქართველოში. ნუ გააბითურებენ სტრატეგიული პარტნიორის ცნებას. სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც ომი გაქვს, პამპერსებით კი არა, იარაღით უნდა დაგეხმაროს.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. დავით აღმაშენებლის პრეზიდენტობა და ,,მამალი ძროხები\\\” ერთ რანგში გადის

  2. ахла гаигет 200адамианс ро америка мартавс да 25цлис мандзилзе дакцевис мети арапери ар гаукетебиат халхс сулс хдиан атаснаир сдзаглоюебс игонебен аба арапери ар пункциониребс лдесхац ламаз квеканаши садац квелапери мушаобда ар минда чамотвла давицко рас елодеит америкисаган ромелмац зогади унареби дагиуесат да киде картвелеби квелазе дабал сапехурзе дапсахела моклед цховелеши ара моазровнеебши ери ромелсац пирвели академиа конда ваи чвенс тавс аи ес арис чвени мегобари чвени арапери ро ар ицис чамен чвенс мицазе да гвчамен чвен шадашенднен акедан ар гвчирдеба америка гарквнилебис буде арц нато ориве ерти да игиве мат ар ундат пехзе мдгоми сакартвело имитом ром асе адвилад мартвадеби варт рац мети увици икнеба мтавробаши мит укетеси маттвис ара америкас

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here