Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

826

ნიკოლაი სტარიკოვის წიგნის ადაპტირებული თარგმანის დღევანდელ მონაკვეთში კრიზისის მოგვარების შესაძლო გზებსა და საშუალებებზე ვილაპარაკებთ. კრიზისის პრობლემის გადაჭრა, _ წერს ავტორი, _ არც ისე რთულია, როგორიც შეიძლება მოგეჩვენოთ. თავად განსაჯეთ.

უწინარეს ყოვლისა, რას მიიჩნევენ ამჟამინდელი კრიზისის არსად?

მსოფლიო ეკონომიკაში ფულის არქონას.

როგორ დაიწყო ეს ნეგატივიზმი?

ფსს-ისა და მისი თანაშემწეების შეგნებული მოქმედების შედეგად ბევრ კომპანიას, რომლებიც საფონდო და საფინანსო ბაზარზე ოპერირებდა, პრობლემები შეექმნა. მათი კაპიტალიზაცია, ანუ მათი აქციების ერთობლივი ღირებულება მკვეთრად დაეცა. ასეთ ვითარებაში კომპანიებმა დაიწყეს საზღვარგარეთ არსებული ყველა აქტივის გაყიდვა საკუთარი საგადამხდელო ბალანსების გასაუმჯობესებლად. ბრაზილიაში, უკრაინაში ან რუსეთში აქციების გაყიდვისას ყველა ინვესტორი დოლარზე დამოკიდებული ხდებოდა, რადგან ამერიკული ანგარიშგება მაინცდამაინც დოლარებით წარმოებს. დაიწყო დოლარის კურსის გაძვირება, რაც მასზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. პირველ ტალღას, რომელმაც ფული “წალეკა”, მეორე და მესამე მოჰყვა. ადამიანები _ გინდ ბროკერები, გინდ კლერკები, ძალზე დამოკიდებული არსებები არიან. მაგალითად, 2008 წლის ზაფხულში დოლარს 24 რუბლად არავინ ყიდულობდა. ეძვირებოდათ. დადგა შემოდგომა, შემდეგ _ ზამთარი და ყველამ დაიწყო “ბაქსების” 30-ად, შემდეგ 32-ად, ბოლოს 35 დოლარად შესყიდვა.

ცნობისთვის: დოლარის კურსი რუბლის მიმართ, წლევანდელი 27 მაისის მონაცემებით, იყო ერთი დოლარი _ 65,2062 რუბლი.

რატომ არ ყიდულობდნენ დოლარს, როცა იაფი იყო და გაძვირების შემდეგ დაიწყეს მისი შეძენა მასობრივად? სადაა ლოგიკა?

ლოგიკა მარტივია _ ადამიანი ყოველთვის ყიდულობს იმას, რასაც გაძვირების პირი უჩანს, და არ ყიდულობს იმას, რაც პერსპექტივაში გაიაფდება. აჩვენეთ მას მოძრაობის მიმართულება, დაარწმუნეთ მაგალითით და ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც თქვენ გაძლევთ ხელს _ დაელოდება დოლარის 30 პროცენტით გაზრდას და გაიქცევა შესაძენად ისე, რომ არც დაფიქრდება ამგვარი ქმედების აბსურდულობაზე. ფინანსისტები ზუსტად ასე მოქმედებენ. როცა მსოფლიო ბაზარზე დოლარის გაძვირების ტენდენცია თვალშისაცემი გახდა, ყველამ დაიწყო მისი შესყიდვა. მანამდე მშვიდი ინვესტორების მასამ გასაყიდად გაიტანა ის, რაც იაფდებოდა (ნავთობი, აქციები, ლითონი) და გაძვირებული დოლარის შესყიდვას შეუდგა. შედეგად ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდა, დოლარმა კი განაგრძო გაძვირება.

თავისი ყველა აქტივი რომ გაყიდა და ამონაგები თანხა დოლარებში გადაიყვანა, ინვესტორი დაფიქრდა თავის სამომავლო გეგმაზე, რა უნდა გაეკეთებინა ხვალ და ზეგ? დოლარი ხომ საბოლოო მიზანი არ არის, მხოლოდ საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მუთაქაში ჩადებულ “მწვანეებს” საკმეველიც რომ უკმიო, ფულის ოდენობა არ გაიზრდება. ფული დაბანდებასა და გამრავლებას მოითხოვს.

ასეთია მისი ბუნება.

მაგრამ სად უნდა დააბანდო, როცა მსოფლიოში იაფდება ნედლეული, უძრავი ქონება და არასტაბილურობაა ყველგან?

ფული უნდა ჩაიდოს რაღაც ზესანდო და ზემოგების მომტან საქმეში. ოქრო? კი, ბატონო, რადგან არასტაბილურობის პერიოდში მოთხოვნა მასზე მატულობს. მაგრამ არის მსოფლიოში რაღაც უფრო უკეთესი _ ჩვენთვის უკვე ნაცნობი აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები _ ტრეჟერისები. ყველა ინვესტორი მათ შესყიდვას იწყებს. რატომ ტრეჟერისების და არა ოქროს? ფედერალური სარეზერვო სისტემა ამაოდ ხომ არ განაცალკევებდა დოლარს ოქროსგან! შედეგად დღევანდელ ეკონომიკაში ფულის ჩადება ოქროში მაინცდამაინც სანდო არ არის ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სულაც არ არის სანდო. მისი ფასი ისე ხტუნავს, როგორც ძაღლებისგან დამფრთხალი კურდღელი ტრიალ მინდორში. გადაიხდი და არავითარი გარანტია არ გაქვს, რომ მოგებული დარჩები.

პირიქითაც შეიძლება მოხდეს.

ბაზარზე ვინ ვაჭრობს ტრეჟერისებით?

ფედერალური სარეზერვო სისტემა. იგი შექმნილია აშშ-ის ფინანსური მონსტრის მოსაწესრიგებლად. ფსს-ს საამისოდ ორი მექანიზმი აქვს: “დისკონტის ფანჯრიდან” ფულის ეკონომიკაში შეგდება, ანუ კრედიტების გაცემა და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვა.

როცა ფსს ობლიგაციებს ყიდის, ფულის ოდენობა ეკონომიკაში იზრდება თუ მცირდება?

ობლიგაციები დოლარზე იყიდება, მაშასადამე, ფული ეკონომიკიდან ამოიღება და მის (ფულის) ნაცვლად დოლარების მქონეს ეძლევა ამერიკის შეერთებული შტატების ხელწერილი, რომ გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნულ თანხას პროცენტებით დაუბრუნებენ. შედეგად ეკონომიკაში ნაკლები ფული რჩება. რაც მეტი ტრეჟერისი გაიყიდება, მით ცოტა დარჩება თავისუფალი ფული ეკონომიკას. ბანკებს ფული აღარ აქვთ, კრედიტებს არავინ იძლევა, აქციებს არავინ ყიდულობს _ ყველა ინვესტორმა აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები შეიძინა.

მაშასადამე, აქციების გაყიდვა, ანუ ფსს-ს საქმიანობა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. მისი შემცირების ნაცვლად, ფედრეზერვი ყველაფერს აკეთებს კრიზისის გასაძლიერებლად. საკამათო არ არის, რომ ფინანსურ სფეროში პრობლემების გადასაჭრელად პირიქით ქმედებაა აუცილებელი. ობლიგაციების, გაყიდვა კი არა, ყიდვაა აუცილებელი და ამ გზით ეკონომიკის ფულით უზრუნველყოფა.

რატომ არ ირჯება ფედრეზერვი სწორედ ასე და რატომ არ შეისყიდის აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებს?

ტრეჟერისების შესყიდვის შემთხვევაში მიმოქცევაში დოლარების დიდი რაოდენობა დატრიალდებოდა, რაც, უხეშად რომ ვთქვათ, გააუფასურებდა მათ. ამიტომ დოლარების დანაკლისი ჰაერივით აუცილებელია მონეტარული სისტემისთვის, რათა მწვანე ქაღალდების ფასმა არ დაიწიოს. ისინი ეკონომიკიდან ამოღებული უნდა იყოს და დაიწვას თვით სისტემის შიგნით, თავიანთ ბანკებში, უცხო თვალისგან ფარულად და ზედმეტი ფაციფუცის გარეშე.

თავისუფალი მედიის კრიზისთან ბრძოლის ხმამაღალი აკომპანემენტის თანხლებით, ფსს ყოველდღიურად განაგრძობს ობლიგაციების გაყიდვას. აშშ-ის ვალი იზრდება. კრიზისი ძლიერდება. დაუძლურებული ეკონომიკა ყოველდღიურად უფრო და უფრო სუსტდება. მტვერსასრუტი, რომელიც კრიზისის ორგანიზატორებმა ჩართეს, მსოფლიო ეკონომიკიდან ყოველდღიურად ისრუტავს სულ უფრო მეტ სახსარს. ასე შეიწოვა ფედრეზერვმა დოლარები რუსეთიდან, მექსიკიდან, ბოლივიიდან, ისლანდიიდან, უკრაინიდან. მტვერსასრუტით შეწოვილი ფულის არც ეროვნება, არც წარმომავლობა არავის აინტერესებს.

როგორ შეიძლება კრიზისის დაძლევა?

აშკარაა, რომ კრიზისიდან გამოსვლას დრო დასჭირდება. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ფედრეზერვის დახურვაა ორიოდე კვირით. უნდა გამოცხადდეს არდადეგები ბანკებისთვის, მსგავსად იმისა, თავის დროზე ფრანკლინ რუზველტმა რომ განახორციელა.

უნდა შეწყდეს აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა, რათა ფული ეკონომიკაში დარჩეს. ამ იდეებს ფედრეზერვის ყოფილი ხელმძღვანელის _ ალან გრინსპენის წიგნში ამოიკითხავს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი.

როცა სახელმწიფო ძალიან ბევრს ხარჯავს, იგი იძულებულია, ისესხოს ფული. ამ მიზნით იგი იწყებს ხაზინის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას, რითაც ეკონომიკიდან ამოქაჩავს სახსრებს, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, კერძო სექტორში იქნებოდა ჩადებული”.

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: შეშინებულმა ინვესტორმა ქონება დოლარებში გადაიტანა და მივიდა ობლიგაციების შესაძენად. ფსს კი არ მუშაობს. როგორ უნდა მოიქცეს საწყალი გადამყიდველი, ანუ ინვესტორი? ობლიგაციების საყიდლად მიაკითხავს სხვებს, ვისაც ეს ფასიანი ქაღალდები ადრე აქვს ნაყიდი; შესთავაზებს იმაზე მეტს, რაც ობლიგაციის მფლობელმა ყიდვისას გადაიხადა, და ამით ობლიგაციის მომგებიანობას შეამცირებს. დავუშვათ, რომ ობლიგაცია ღირს 100 დოლარი, მისი მომგებიანობა კი 4 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის თავზე ობლიგაციის მფლობელი მიიღებს 104 დოლარს, ხოლო ობლიგაციის გაყიდვა შეიძლება 101, 102, 103 დოლარად. 104 დოლარად მის ყიდვას აზრი არ აქვს, 105 დოლარად ყიდვა კი წამგებიანი იქნება.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ტრეჟერისების ერთმანეთისთვის მიყიდვას ინვესტორები დიდხანს ვერ შეძლებენ. იძულებულნი იქნებიან, დაელოდონ. და მაშინ მათ წინაშე კვლავ წამოიჭრება საკითხი _ როგორ უნდა გამოიყენონ დოლარებით დატენილი ტომარა, რომელზეც თვითონ სხედან ფედერალური სარეზერვო სისტემის კარის წინ?

ვარიანტი ბევრია:

1. არ უნდა გააკეთონ არაფერი. ცუდი ვარიანტია _ დრო მიდის, ინფლაცია არავის გაუუქმებია, ფული დნება;

2. უნდა შეისყიდონ აქციები;

3. იყიდონ ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ლითონი, ოქრო;

4. შეიძინონ უძრავი ქონება;

5. შეიტანონ ფული ბანკში გარკვეული პროცენტებით.

ნებისმიერი ვარიანტის გამოყენებით ინვესტორი კრიზისის დაძლევას შეუწყობს ხელს, რადგან სახსრებს ეკონომიკაში ჩადებს და არა პირიქით, მაგრამ “რატომღაც” არავინ წარმართავს მოვლენებს საჭირო მიმართულებით.

რატომ?

ხომ შეიძლება, ზოგიერთმა ინვესტორმა კრამოლური გადაწყვეტილება განახორციელოს და პატარა ქარხანა აამუშაოს სადღაც ოკლაჰომაში, დაიწყოს რაღაც კონკრეტულის წარმოება, შექმნას სამუშაო ადგილები… და საშიშროება დაემუქრება ფსს-ს პოლიტიკას.

კრიზისის სასწრაფოდ დასაძლევად ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უნდა შეწყვიტოს მუშაობა.

მხოლოდ ამ ერთი პირობის შესრულებაც კი საკმარისი იქნება.

მაგრამ ფსს განაგრძობს მუშაობას. მისი ხელმძღვანელები წარმოგვიდგენენ ახალ და ახალ გეგმებს კრიზისის დასაძლევად. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი, რომელიც აშკარაა, მალე არ დამთავრდება. დადგება ახალი კრიზისების დრო. ჯერ ყველა ამოცანა გადაჭრილი არ არის…

ამჟამინდელი ეკონომიკურისასწაულისყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია იმის გარკვევა, რომელი ჯადოსნური ჯოხის საშუალებით შეიქნა შესაძლებელი ივლისდეკემბერში ნავთობის ოთხჯერ და უფრო მეტად გაიაფება. 2008 წლის ზაფხულში ინვესტორები ერთ ბარელ ნავთობს 147 დოლარად ყიდულობდნენ, “ანალისტებიკი წინასწარმეტყველებდნენ, რომ წლის ბოლოსთვის 200 დოლარი გახდებოდა ბარელი ნავთობის ფასი. მოხდა კი სულ სხვა რამ, ანუ სწრაფი გაიაფება ნავთობის.

შესაძლებელია კი ასეთი რადიკალური ცვლილება?

საბაზრო ეკონომიკის თეორეტიკოსებს თუ ვერწმუნებით, ნავთობის ფასის ასეთ ვარდნას წინ უნდა უსწრებდეს მისი მოხმარების ადეკვატური შემცირება.

შეგიძლიათ კი, დაიჯეროთ, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2008 წლის დეკემბერში მოიხმარდა ერთ ბარელ ნავთობს იქ, სადაც ჯერ კიდევ ივლისის თვეში 4 ბარელს ხარჯავდა?!

არა, ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ მიზეზი არ შეიძლება შედეგზე ადრე დადგეს. რა არის შედეგი ჩვენს შემთხვევაში? შედეგი ნავთობის გაიაფებაა. მიზეზი რაღაა? _ კრიზისი. მაგრამ, ხომ ვიცით, რომ იპოთეკური კრიზისი აშშ-ში უფრო ადრე დაიწყო? ამერიკული ბანკების იპოთეკარები ბენზინს აღებული სესხით ყიდულობდნენ? _ არა, რა თქმა უნდა. ბანკს ვალი რომ ვერ გადაუხადეს და ამის გამო იპოთეკით დატვირთული სახლი ჩააბარეს, ისინი ნაქირავებ ბინებში იწყებენ ცხოვრებას ან, უარეს შემთხვევაში, საცხოვრებლად გადადიან… ავტომანქანაში. მანქანა ხომ ყოველ ამერიკელს ჰყავს.

მიაქციეთ ყურადღება: კრიზი იწყება იმ მომენტში, როცა ამერიკელს არ აღმოაჩნდება ფული საცხოვრებლისთვის და არა ბენზინის საყიდლად! ისიც იმიტომ, რომ მოულოდნელად იძულებულია, ვალის გასასტუმრებლად ყოველთვიურად დაგეგმილზე გაცილებით მეტი თანხა გადაეხადა, რაც ფსს-ის საპროცენტო გადასახადის ზრდამ გამოიწვია. მაშ, რა შუაშია ნავთობპროდუქტების მოხმარების შემცირება? _ არც არაფერ შუაშია. საწვავის გაიაფების მიზეზად ამერიკელის მიერ ნაკლები ბენზინის მოხმარების წამოყენება სისულელეა.

ჯერ კიდევ დახურული არ იყო საწარმოები, ჯერ კიდევ არ იყო დაქცეული საფინანსო ბაზარი, არც მასობრივი უმუშევრობა შეიმჩნეოდა, როცა კრიზისი ხანძარივით ბრიალებდა.

2009 წლის დასაწყისში აშშში 11 მილიონი უმუშევარი აღირიცხებოდა. ჩვენ ყოველთვის ჩაგვჩიჩინებენ, რომ არსებული კრიზისი არაჩვეულებრივად ღრმა და ძლიერია და აშშსა და მსოფლიოში მსგავსი არაფერი ყოფილა 1929 წლის დიდი დეპრესიიდან მოყოლებული. და პრობლემის სიღრმისეულ კრიტერიუმად წარმოგვიდგენენ უმუშევრობის ზემოთ დასახელებულ უზარმაზარ ოდენობას.

ნუთუ არაფერი მსგავსი ამისა არ ახსოვს აშშ-ის ისტორიას?

“1980 წლის აპრილში ძირითადმა საპროცენტო განაკვეთებმა აშშში 20 პროცენტს გადააჭარბა. აღარ ყიდულობდნენ ავტომანქანებს, სახლები დაუმთავრებელი დარჩა, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო _ 1980 წლის პირველ ნახევარში 9 პროცენტამდე გაიზარდა უმუშევრობა, იზრდებოდა 1982 წლის ბოლომდე და თითქმის 11 პროცენტს მიაღწია”. ასე წერია ალან გრინსპენის წიგნში. ფსსის ყოფილ ხელმძღვანელს თავისი სამშობლოს უარყოფითი კუთხით წარმოდგენის სურვილს ვერ დასწამებ. მაშასადამე, ყველაფერი მართლაც ასე იყო. 1982 წელს უმუშევრობის დონე იყო ისეთივე, როგორც 2009 წლის დასაწყისში.

რამე გსმენიათ 1982 წლის საშინელი კრიზისის შესახებ? _ არა, არ გსმენიათ ორი ურთიერთგამომრიცხავი მიზეზის გამო:

1. კრიზისი იყო, მაგრამ მის შესახებ ლაპარაკი წაშლიდა აშშის ეკონომიკის საბჭოთა კავშირის ეკონომიკაზე უპირატესობის პრიალა სურათს. უაზრო იქნებოდა 1985 წელს საბჭოთა კავშირშიპერესტროიკისდაწყება იმ მიზნით, რათა აგვეშენებინა ისეთი მოდელი, რომელიც სამი წლით ადრე სრულად იყო გაკოტრებული აშშში. ალოგიკურობა აშკარად გამოიკვეთებოდა და ამიტომ 1982 წლის კრიზისზე არავინ არაფერს გვეუბნებოდა;

2. მეორე მიზეზი უფრო ბანალურია _ არავითარი საშინელი კრიზისი 1982 წელს აშშში არ ყოფილა.

დასკვნა, ნებისმიერ შემთხვევაში, ლიბერალური მეზღაპრეებისთვის სანუგეშო არ არის. კრიზისი თუ იყო, მაშინ უცნაურია, რომ იგი დაივიწყა ყველა დამოუკიდებელმა გაზეთმა, თავისუფალმა ჟურნალისტებმა, ჭკვიანმა ანალიტიკოსებმა და პატიოსანმა პოლიტიკოსებმა. თუ არ იყო, მაშინ უმუშევართა ოდენობა არ არის ამერიკის ეკონომიკის კრიზისის მაჩვენებელი. ფსს-ს პატრონებისთვის გაცილებით იოლია უმუშევარი ზანგისთვის შეწევნის მიცემა დამატებით რამდენიმე დოლარის ჩამობეჭდვით, ვიდრე თავის შეწუხება მის დასასაქმებლად. ამასთანავე, ღარიბებისთვის ფულის დარიგება სტიმულს აძლევს მოთხოვნას და ეკონომიკის ზრდას იწვევს.

არასოდეს დაფიქრებულხართ ამაზე?

გაიხსენეთ: ვინმე აუცილებლად მოგიყვებოდათკეთილამერიკულ სახელმწიფოზე, რომელიც, შემწეობის გარდა, უპოვართ ურიგებს ფულს და უზრუნველყოფს ტანსაცმლით. ძველ რომში პურის დარიგებისა და სანახაობის მოწყობის მსგავსად, აშშში თავიანთ უმუშევარ ობივატელებს პურსაც აძლევენ და უამრავ სანახაობასაც სთავაზობენ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისა, რომ ამერიკელს, ყოფილ სახლის მფლობელს, ბენზინის ფული არ დარჩეს.

როგორღა შეიძლება შემცირდეს ბენზინის მოხმარება მსოფლიო ეკონომიკაში, თუ აშშ-შიც არ შემცირდება მისი მოხმარება? ჩვენ ხომ გვასწავლეს, რომ პრობლემები ჯერ ამერიკაში გაჩნდა, შემდეგ _ ყველგან. ირღვევა ლოგიკა ან საერთოდ არ არის. გაგვარკვიეთ, ბატონო ეკონომისტებო, ერთმანეთთან რა კავშირშია იპოთეკა და ბენზინი? ხომ ცნობილია, რომ ბენზინის საყიდელი ფულის უქონლობა არ შეიძლება იყოს კრიზისის მიზეზი. პირიქით: ეს არის მისი აშკარა და საშინელი შედეგი! მაგრამ შედეგი მიზეზზე ადრე არ დგება, რაც ნიშნავს, რომ რეალურად მიზეზ-შედეგობრივი კავშირი განსხვავდება იმისგან, რასაც გვეუბნებიან.

ბენზინის ფასი დაეცა არა იმიტომ, რომ იპოთეკარებმა ვალი არ გაისტუმრეს, და არც იმიტომ, რომ გაკოტრდა ორი-სამი იპოთეკური აგენტი, მიზეზი სულ სხვაა:

ნავთობის ფასი შეგნებულად და უხეშად შეამცირეს.

კრიზისის ორგანიზატორებს, ეკონომიკურის გარდა, რამდენიმე პოლიტიკური ამოცანაც ამოძრავებთ და მათგან ყველა ნახშირწყალბადთან არის დაკავშირებული. ამ ამოცანების განსახორციელებლად კი საჭიროა ნავთობის რაც შეიძლება სწრაფად და მკვეთრად გაიაფება, მაშინ ეფექტი უფრო შესამჩნევი იქნება. სახელმწიფოთა ბიუჯეტები, მსხვილი კომპანიების საინვესტიციო პოლიტიკა ეფუძნება მაღალ მოლოდინებს და ფასების პროგნოზის მიხედვით ზრდის შესაფერისად ამიტომაც იღებენ კრედიტებს. და უცებ, რაღაც ნახევარი წლის შემდეგ, ეს ყველაფერი იცვლება დაცემით, რომელიც ისეთივე სარეკორდოა, როგორიც აღმასვლა იყო.

როგორ ახერხებენ ნავთობის ფასით მანიპულირებას?

ამისთვისსაბეჭდი დაზგისარსენალში არის საკმაოდ საინტერესო მექანიზმი. მისი სახელიაფიუჩერსი”. ეს არის შეთანხმება აქტივების ყიდვისა და გაყიდვის შესახებ გარკვეული ოდენობით, ფიქსირებული ვადითა და იმ ფასად, რომელიც სამომავლოდაა გათვალისწინებული და წინასწარ არის დათქმული, ანუ კომპანიაკისრულობს ვალდებულებას, მიჰყიდოს კომპანია”- ნავთობიფასადდღეს. თუ ასეთი კონტრაქტი აღირიცხება ბირჟაზე, მას დაერქმევაფიუჩერსი”, თუ არ დარეგისტრირდა, მაშინ ამაყი სახელი მიენიჭება _ “ფორვარდი”.

ხრიკი რაღაა?

როგორც არის მიღებული თანამედროვე მსოფლიოს ფინანსური აბსტრაქციების სამყაროში, ფიუჩერსებისა და ფორვარდების სამყარო ასეთივე ვირტუალური რამაა. საქმე ის არის, რომ არავინ არავის არაფერს მიჰყიდის.

ამოვხსნათ ეს საინტერესო რებუსი.

თქვენს მეგობარს მანქანის ყიდვა სურს. თქვენ იცით, როგორიც სურს და 2009 წლის 1 სექტემბერს შესთავაზებთ ავტომანქანას 100 დოლარად. აფორმებთ ფიუჩერსს და ბეს მიიღებთ, მაგრამ თქვენ არ გაქვთ ის მანქანა, რომლის ყიდვა მეგობარს სურს, ამიტომ მიდიხართ სხვა მეგობართან და სთავაზობთ, რომ მოგყიდოთ ავტომანქანა 99 დოლარად. აფორმებთ მასთან ფიუჩერსს მანქანის ყიდვაზე და გირაოდ აძლევთ ერთ დოლარს, მაგრამ ამ ამხანაგსაც არ აქვს საჭირო ავტომობილი, სამაგიეროდ, აქვს მისი გაყიდვის ვალდებულება ზუსტად დათქმულ დროში დაფიქსირებული ფასით. შემდეგ ისიც ეძებს მსურველს, რომელიც იყიდის ავტომანქანას 2009 წლის 1 სექტემბერს, მაგრამ უკვე 98 დოლარად. ეს ჯაჭვი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. მისი არსი ყოველთვის ერთი და იგივეა _ ფიუჩერსების მიღმა შემთხვევათა 99 პროცენტში საქონელი არ არის, რაც არის წმინდა წყლის სპეკულაცია და სხვა არაფერი. ერთმანეთს მიჰყიდიან არა ნავთობს, არამედ ქაღალდს, რომელიც მისი მიწოდების გარანტიას იძლევა. ნავთობი სადღაა? ნავთობის ყიდვას არავინ აპირებდა…

დავუბრუნდეთ მანქანის ყიდვის მაგალითს: ფიუჩერსების გადაყიდვის ამ ჯაჭვში უკანასკნელი ვინც აღმოჩნდება, იმან დათქმული დროისთვის უნდა იპოვოს სასურველი ავტომანქანა ან მონახოს სხვა გადამყიდველი, რომელიც დათანხმდება ჩაერთოს ამ თამაშში და დადოს ხელშეკრულება მანქანის მიწოდებაზე.

დგება 2009 წლის 1 სექტემბერი. ფიუჩერსები აუცილებლად უნდა შესრულდეს! ბოლო, ვინც ვერ იპოვა მანქანა დათქმულ ფასად, ან იზარალებს, ან მოგებას მიიღებს. რადგან ივალდებულა ავტომანქანის 97 დოლარად მიწოდება და ვერ იპოვა ფიუჩერსის მყიდველი ამ ფასად, მან უნდა იყიდოს ავტომანქანა იმ ფასად, რომელიც რეალურად ფიუჩერსები კი მხოლოდ რიტუალია თავიდან ბოლომდე. თუ ავტომობილის ფასი 97 დოლარზე მეტია, იზარალებს; თუ უფრო იაფია, მოგებული დარჩება. ღირს მოცემული მომენტისთვის, ანუ 2009 წლის 1 სექტემბრისთვის.

მაგრამ ადამიანები ხომ რეალურ მანქანებს მიჰყიდიან ერთმანეთს?

ასეა.

ფიუჩერსები კი ვირტუალურია. დავუშვათ, რომ მანქანის ყიდვა 1 სექტემბრისთვის 101 დოლარად არის შესაძლებელი, მაშინ ბროკერის ზარალი, კონტრაქტიდან გამომდინარე, იქნება ფარდი იმ სხვაობისა, რომელიც ფიუჩერსის ფასსა და საქონლის რეალურ ღირებულებას შორის წარმოიქმნება, ანუ: 101-97=4 დოლარს.

ახლა კი _ ყურადღება! ბროკერი ავტომანქანას არ ყიდულობს, იგი 4 დოლარს უხდის იმას, ვისაც მანქანის მიყიდვას დაჰპირდა, რაც (4 დოლარი) ფასთა სხვაობით არის წარმოქმნილი, მაგრამ იმასაც, თავის მხრივ, აქვს ფიუჩერსით დადასტურებული ვალდებულება, გაყიდოს მანქანა 98 დოლარად. ამიტომ იგი კონტრაგენტს გადაუხდის 3 დოლარს, ერთ დოლარს კი დაიტოვებს. და ასე მიჰყვება ფიუჩერსების ჯაჭვს. ყველამ იშოვა ფული, ერთის გარდა, რომელმაც იზარალა. მანქანა ადგილიდან არ დაძრულა და, როგორც ჩანს, არც არავის შეუკვეთია. თუ ავტომობილის ღირებულება არ გაძვირებულა, არამედ, პირიქით, გაიაფდა, მოვლენები აქ აღწერილის საწინააღმდეგოდ განვითარდება. მანქანის მყიდველი კი არ იყიდდა მანქანას, არამედ სხვაობის გადახდას დაიწყებდა. და წაგებულნი დარჩებიან სხვა შუამავლები.

ფიუჩერსები თავისებური სამორინეა. სიცარიელეა, რომელშიც ფული გაედინება და გადაგორდება ისე, რომ არავითარ მატერიალურ ღირებულებას არ ქმნის, მხოლოდ იცვლის პატრონებს (ფულისას). აზარტისა და იოლი მოგების გარდა, იგი უძლიერესი იარაღია, რომელსაც ხელეწიფება ფასის სასურველი მიმართულებით წარმართვა. უნდა გავერკვეთ და ვირწმუნოთ რეალობიდან გამომდინარე, რომ ფიუჩერსები კი არ არის ბაზარზე ორიენტირებული, არამედ ბაზარია ფიუჩერსებზე დამოკიდებული. ნავთობით რეალური ვაჭრობა კი არ განსაზღვრავს მის ფასს ვირტუალური ვაჭრობის დროს, არამედ პირიქით. ფიუჩერსები ყოველდღიურად გაცილებით მეტი იყიდება, ვიდრე ნამდვილი, “ცოცხალი” ნავთობი.

გსურთ ნავთობის ღირებულების გაძვირება? ამისთვის ბირჟის მოთამაშეთა გარკვეულმა რაოდენობამ ერთსა და იმავე დროს ერთმანეთთან ან ბაზრისპატიოსანმონაწილეებთან უნდა გააფორმონ ფიუჩერსები შავი ოქროს გაზრდილ ფასად მიწოდების თაობაზე.

სხვა ბროკერებიც რომ ჩაერთონ გაძვირების თამაშში, ორი რამაა აუცილებელი: უნდა შეიქმნას საინფორმაციო ფონი და უნდა მოიძებნოს ფული. 2008 წლის დასაწყისში საინფორმაციო სააგენტოების მასალები აჭრელდა ცნობებით, რომელთა მიხედვითაც ნავთობზე მოთხოვნა იზრდებოდა, აშშ-ში ნავთობის მარაგი ილეოდა, და მოსალოდნელი იყო სამხედრო კონფლიქტები და ბუნების კატაკლიზმები. ერთი სიტყვით, გაჯერებული იყო ქვეტექსტებითა და დაუფარავადაც იყო ნათქვამი, რომ ეს ყოველივე გამოიწვევს ნახშირწყალბადის იმ ნაკადის დაშრეტას, რომელიც ყოველდღიურად “შემოედინება” ბაზარზე.

როგორ მოიქცევით ინფორმაციის ასეთი შემოტევის დროს? შეიძლება, გაუძლოთ კიდეც და არ იჩქაროთ ბარელი ნავთობის 110 დოლარად ყიდვა. ამ დროს კი თქვენი კოლეგა ბროკერები გაბედულად აფორმებენ ფიუჩერსებს 2008 წლის დეკემბრისთვის ნავთობის ერთი ბარელის 200 დოლარად შეძენის შესახებ. ისინი ბევრი არიან. არ აჰყვებით მათ?! ყურადღებას არ მიაქცევთ დაჟინებულ მტკიცებას, რომ:

“2008 წელს მსოფლიო მოთხოვნილება ნავთობზე 2,5 პროცენტით გაიზრდება. ამასთანავე, ნავთობის მოპოვების მარაგი შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ფასების საკმარისად მაღალ დონეზე შენარჩუნების ალბათობა რეალურია”.

ნედლეული გაძვირდება”.

უახლოესი 25 წლის განმავლობაში ნავთობი განაგრძობს გაძვირებას, ირწმუნებიან ამერიკის ნავთობის მრეწველობის წარმომადგენლები”.

და ასე ყოველდღიურად, ყველა გაზეთში, რადიოსა და ყველა ტელეარხზე. ასე და არა სხვანაირად, რადგან მასობრივი ინფორმაციის ყველა ძირითადი საშუალება, ფაქტობრივად, ფედერალური სარეზერვო სისტემის პატრონების ხელშია. მაშასადამე, გავრცელდება საჭირო ინფორმაცია. ყველა ანალიტიკოსი ოპტიმიზმით იქნება აღსავსე და მონდომებით აუწყობს ხმას გაძვირების მაუწყებელ ყოვლისშემძლე ტალღას. ნეგატიურ მომენტებს გამოტოვებენ ან ვერ შეამჩნევენ. აჟიოტაჟის შესაქმნელად ზედმეტი არ იქნება ლოკალური სამხედრო კონფლიქტების ორგანიზებაც.

და ბროკერები დაიწყებენ ნავთობის შესყიდვას მზარდ ფასად.

ცნობისთვის: დღეს მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 49 დოლარზე ოდნავ მეტია(!).

პირველ შემადგენელში _ ინფორმაციულ უზრუნველყოფაში გავერკვიეთ. რა ემართება ამ დროს ფიუჩერსის მეორე შემადგენელს _ ფულს?

ამაზე _ მომდევნო ნომერში.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here