Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

687

რატომა არის ბენზინი აშშში უფრო იაფი, ვიდრე რუსეთში?

სანამ დავიწყებთ საუბარს იმ მიზეზებზე, თუ რა პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება კრიზისი მის ორგანიზატორებს, უპრიანი იქნება, ვუპასუხოთ ერთ შეკითხვას. ამ შეკითხვას აქტიურად ატრიალებენ გაზეთები და ჟურნალები. იგია ალფა და ომეგა პროპაგანდისა, რომლის მიზანია წარმოაჩინოს რუსეთის ეკონომიკის წარუმატებლობა, რუსეთის ხელისუფლების უჭკუობა და კორუფციულობა.

ეს შეკითხვა მკითხველებსაც აღელვებს და ეძებენ პასუხს _ რატომ არის ბენზინი აშშ-ში უფრო იაფი, ვიდრე რუსეთში?

ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში პროდუქტი, რომელსაც ბენზინისგან ამზადებენ, უფრო ძვირია მომხმარებელ ქვეყანასთან შედარებით.

რეალობა ასეთია: პრაქტიკა ადასტურებს, რომ, ჩვეულებრივ, ეკონომიკაში ასე არ ხდება, პირიქით _ კი, ბატონო.

რაშია საქმე?

პასუხს მარტივად ლიბერალები გასცემენ _ კონკურენციის შედეგიაო ესალოგიკური რეალობა”, რომელიც მართლაც შორს დგას სინამდვილისგან, თუმცაგანსწავლულლიბერალებს არ ეუხერხულებათ თავიანთი სრული უვიცობის საჯაროდ გამოტანა, არ ადარდებთ თანამედროვე ეკონომიკური სამყაროს საბაზო ელემენტების არცოდნის დემონსტრაცია. უბედურება ის არის, რომ, რბილად რომ ვთქვათ, საბაზრო პრინციპების, კონკურენიისა და ეფექტიანობის პროპაგანდისტულ მიზნებს მორგებული მსჯელობით ისინი ცდილობენ, გონება აურიონ ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

ჯერ შემხვედრი შეკითხვა დავსვათ _ თუ ყველაფრის თავიდათავი მხოლოდ ეკონომიკის ეფექტიანობა და საბაზრო პრინციპებია, მაშ, რატომ არის ასე ძვირი იგივე ბენზინი ევროპაში? რატომაა, რომ, მაგალითად, ყოველთვის აშშ ასახელებენ, სადაც საწვავი მართლაც იაფია, და არასოდეს ახსენებენ გერმანიაში, ბელგიაში ან ფინეთში ბენზინის ღირებულებას? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ წამოყენებული ბრალდება ხუხულასავით ინგრევა _ ბენზინი ევროპაში უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთში, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა არანაკლებ საბაზროა, ვიდრე აშშის ეკონომიკა.

განსხვავება რა არის?

გადასახადები, _ იტყვის ლიბერალი, ევროპაში სახელმწიფოები საწვავის გამყიდველებს ბაჟის მაღალ ტარიფებსა და დიდ გადასახადებს უწესებს.

მართალს ამბობენ.

რბილად შევაპაროთ შემდეგი შეკითხვა: რატომაა, რომ აშშში ხელისუფლება საწვავის იმავე გამყიდველებს იმავე გადასახადებს არ უწესებს? ამერიკას ფული არ სჭირდება?

სჭირდება და მერე როგორ!

2008 წლისთვის აშშის ერთობლივი სახელმწიფო ვალი ასტრონომიული იყო _ 10,5 ტრილიონი დოლარი, 2016 წელს კი 19 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა; ვარაუდობენ, რომ უახლოესი 10 წლის თავზე 30 ტრილიონს მიაღწევს. ასეთია ტენდენცია, ექსპერტების მიერ გათვლილი.

(ერთი საინტერესო შტრიხი აშშ-ის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული: იმავე 2008 წელს ამერიკას რუსეთის 74,4 მილიარდი დოლარი ემართა, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში შვიდჯერ გაიზარდა. 2008 წლის ნოემბერში ჟურნალ “პერეიდის” ფურცლებზე ეს განაცხადა ვაშინგტონის “ეროვნული უსაფრთხოების პროექტის” აღმასრულებელმა დირექტორმა).

ეს კი ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 8 წლის წინათ ყველა ამერიკელს უცხო ქვეყნების, კერძო ინვესტორებისა და კომპანიების ვალი ჰქონდა ისეთი ოდენობით, რომელიც უდრიდა ამ ქვეყნის (აშშ-ის) წლიურ შემოსავალს!

საინტერესო სურათი იხატება _ რუსეთი და ევროპა, რომლებსაც აშშ-თან შედარებით სახელმწიფო ვალი არ აქვს, ცდილობენ, “იშოვონ” ფული ყველასთვის ესოდენ საჭირო ბენზინზე დიდი გადასახადების დაწესებით; აშშ კი, რომელსაც ვალები ახრჩობს _ არა.

რატომ არ სჭირდება აშშ-ის მთავრობას ფული? სოციალიზმს ხომ არ აშენებენ “ადამიანური სახისას” ალასკისა და კალიფორნიის სივრცეებში? ან კომუნას, ან მახნოს ვალდებულებისგან გათავისუფლებულ ქვეყანას, რომელშიც ფული საერთოდ არ იარსებებს? ან, ეგებ, აშშ საერთოდ არ აპირებს თავისი საარაკო ვალების გასტუმრებას?

დიახაც, არ აპირებს! პირიქით _ უფრო მეტ ვალს იღებს და იმაზე ორჯერ უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს. ან რისთვის სჭირდება ფული იმ ქვეყანას, რომელიც ფლობს “ფულის საბეჭდ დაზგას”?! არც მაღალი გადასახადების დადგენა სჭირდება, არც არნახული ბაჟის დაწესება. ჩართავენ “დაზგას” და იმდენს დაბეჭდავენ, რამდენიც მოესურვებათ. თანაც, ეს ფული იქნება ნაღდი _ მსოფლიოში ყველაზე უფრო პოპულარული დოლარი. ამაოდ ხომ არ წამოიწყო ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელმაც აშშ-ში სახელმწიფო ჩაანაცვლა, ორი მსოფლიო ომი, დაუღალავად და მიზანმიმართულად ამაოდ ხომ არ ებრძოდა საბჭოთა კავშირს 46 წლის განმავლობაში 1945 წლიდან 1991 წლამდე? საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს იყო უკანასკნელი ძალა, რომელსაც შეეძლო ეჭვი შეეტანა არაფრით უზრუნველყოფილი მწვანე ბანკნოტების ბეჭდვის მიზანშეწონილობაში. სხვათა შორის, ბენზინი საბჭოთა ქვეყანაში კაპიკები ღირდა.

მართლა კაპიკები…

საბჭოთა კავშირი არ არსებობს და ყველა უმნიშვნელოვანესი რესურსით ვაჭრობა დღეს მხოლოდ დოლარებით მიმდინარეობს. ბაზარზე ოქროს, ნავთობის, გაზის, სურსათის, ლითონისა და ა.შ. შესყიდვის ოპერაციის განსახორციელებლად საჭიროა ჯერ დოლარის ყიდვა, შემდეგ ამ დოლარით საქონლის ღირებულების გადახდა. ეს კი ნიშნავს, რომ ქაღალდის (ფულის) დაბეჭდვით, უფრო ზუსტად, კომპიუტერში ნულების მიწერით, აშშ აძვირებს დოლარს მსოფლიო ბაზარზე. დოლარი თავად გახდა საქონელი, ამასთანავე, უფრო საჭირო, ვიდრე ნავთობი ან გაზი.

როგორია ასდოლარიანი კუპიურის თვითღირებულება? _ ათი ცენტი. რა ოდენობის ნავთობი შეგიძლია იყიდოთ ამ ფულით, თუ ერთი ბარელი 50 დოლარი ეღირება? _ ორი ბარელი. სინამდვილეში აშშმა ნავთობში 10 ცენტი გადაიხადა. ზუსტად ამდენი დაუჯდა ამერიკას ეს 100 დოლარი. როგორიაშავი ოქროსმოპოვების თვითღირებულება? _ ადგილს გააჩნია. საუდის არაბეთსა და ქუვეითში საკმარისია, მიწას ბარი დაარტყა და ამოქაფე ვედროებით, რამდენიც გსურს! რუსეთში ასე არ გამოვა. ნავთობი ღრმადაა მიწის გულში, თანაც მარადგაყინულ მიწაში, ტაიგაში. იქ, სადაც ადამიანები უწინ არ ცხოვრობდნენ. მიწის გულიდან მოპოვებული ამ ნავთობის შორეულ მანძილებზე ტრანსპორტირებაა საჭირო. საუდის არაბეთში კი მილსადენები მოკლეა _ საბადოდან ერთი ხელის გაწვდენაზეა პორტების ნავთობტერმინალები. რუსეთში ამისთვის ათასკილომეტრიანი მილსადენებია საჭირო.

შედეგი მარტივია: რუსეთის ნავთობი ძვირია, ფასები _ განსხვავებული. მაგრამ ეს “მცირე” უბედურებაა. მთავარი ისაა, რომ საბჭოთა კავშირმა (რუსეთმა) “ცივი ომი” წააგო და ნაწილებად დაიშალა. ამ ტრაგედიას ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაინგრა მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა. ანალიტიკოსები არ ჩქარობენ, დაასახელონ ციფრი ეკონომიკური ნგრევის _ რა ზარალი მიაყენა ქვეყანას თუნდაც გორბაჩოვის “პერესტროიკამ”. ეგებ, არც დაუთვლიათ?.. ამ ზარალის მეტ-ნაკლებად კომპენსირების ერთადერთი გზა იმ ყველაფრის გადასახადებით დაბეგვრაა, რაც ნახშირწყალბადთანაა დაკავშირებული.

ზუსტად ასე იქცევა ევროპაც. იქ ავტომანქანა ჰყავს ყველას. ყველას სჭირდება საწვავი. გადასახადები მიდის ბიუჯეტში. რა არის აქ მცდარი და არასწორი? სადაა კორუფცია, არაეფექტიანობა ან უჭკუობა?

ძვირია ბენზინი ნორვეგიაშიც, რომელიც ნავთობის ერთერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. ნორვეგიაში მხოლოდ ნავთობი კი არ ღირს ძვირი, არამედ ცხოვრებაა უძვირესი, გერმანიასთან და, ვთქვათ, საბერძნეთთან შედარებით. ნუთუ ნორვეგიის მთავრობა ევროპაში ყველაზე უფრო უეფექტოა და უგონო? მით უფრო, რომ ეს ქვეყანა ცხოვრების უმაღლესი დონით არის გამორჩეული.

კონკურენცია აქ არაფერ შუაშია, “საბაზრო პრინციპები” ან ეფექტიანობა არავითარ როლს არ თამაშობს.

ბენზინი აშშ-ში იაფია იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თითქმის უფასოდ იღებს ნავთობს, რომლისგანაც ეს პროდუქტი მზადდება.

რუსეთსა და ნორვეგიაში ეს ნავთობი ძვირია ბუნებრივი პირობების გამო და ქვეყნების ბიუჯეტები ყალიბდება, ძირითადად, ნავთობის გადასახადების ხარჯზე. ამერიკელებს ეს გადასახადები არ სჭირდებათ _ მათი ბიუჯეტი დოლარის ემისიის წყალობით ივსება.

წარმოიდგინეთ ვაშლის წვენის მწარმოებელი ორი ქარხანა. ერთი მათგანი ვაშლის ბაღში დგას, მეორე კი იქ, სადაც ვაშლის ხის ხსენებაც არ არის. პირველმა საწარმომ უნდა დაიქირაოს მუშები, მოაკრეფინოს, გაარეცხინოს ნაყოფი და სპეციალურ საამქროში განახორციელოს ტექნოლოგიით გათვალისწინებული სამუშაო _ მიიღოს წვენი. შემდეგ უნდა გადაიხადოს გადასახადი, არცთუ მცირე. საბოლოოდ, საწარმოს ერთი ქილა წვენი ერთი დოლარი უჯდება, რომელსაც ორ დოლარად გაყიდის.

მეორე ქარხანას მთელი ეს ციკლი თითქოს გაცილებით ძვირი უნდა დაუჯდეს, რადგან ქარხანა ვაშლის ბაღში არ დგას _ გადასამუშავებელი პროდუქცია შორიდან აქვს მოსატანი, მაგრამ აქ თავს იჩენს ერთი ნიუანსი, რომელიც ძირფესვიანად ცვლის ვითარებას: მას, ამ მეორე ქარხანას, ჰყავს ძლიერი მფარველები _ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტი და სამხედრო საჰაერო ძალები, ანუ აშშ არმია, რომელიც უდიდესია მსოფლიოში. ამერიკა შეიარაღებაზე ხარჯავს იმდენს, რამდენსაც დანარჩენი ქვეყნები ერთად აღებული. და მთელი ეს სიძლიერე მან უნდა შეინახოს და გამოკვებოს. ასევე, გულის გასაგრილებლად მიაწოდოს ვაშლის ის წვენი, რომელიც ამ ქარხნების მიერაა დამზადებული. ამიტომ ბეჭდავს აშშ ფულს უდიდესი რაოდენობით, რომელიც, ფაქტობრივად, არაფრით არის უზრუნველყოფილი, ამერიკის არმიის გარდა, არაფრით. მათ, ვინც ამ ფულის აღებაზე უარს იტყვიან, ბომბავენ, მონათლავენ კომუნისტებად, ტერორისტებად და ფაშისტებად. თითქმის საუკუნეა, ასე ხდება. შედეგად, მთელი მსოფლიო, ნებით თუ ძალდატანებით, იყენებს ამერიკულ ფულს. ძალადობაც აღარაა საჭირო და აუცილებელი. რადგან ყველგან მიიღებენ ამ მწვანე ქაღალდებს, მაშასადამე, მომგებიანია დოლარებით ვაჭრობა. ამიტომ წვენების პირველი ქარხანა თავისი ნებითა და სურვილით აწვდის მეორე ქარხანას ვაშლის წვენის კონცენტრატს 1,2 დოლარად. აშშ-ის მთავრობა კი თავის ამ ქარხანას გადასახადებს თითქმის არ ართმევს. შედეგად, ერთი ქილა, რომელსაც მეორე ქარხანა სავაჭრო ქსელში გზავნის, პირველი ქარხნის დამზადებულზე იაფი ღირს.

არც რუსეთს, არც ნორვეგიასფულის საბეჭდი დაზგაარ აქვს. არც საფრანგეთს აქვს, არც გერმანიას. მათი ევრო დოლარის ჩრდილშია მოქცეული. ამიტომ ხდება აუცილებელი, რომ ნავთობკომპანიებსა და ბენზინის რიგით მომხმარებელს დიდი გადასახადებიშეაწერონ”.

რუსეთში ბენზინის საბოლოო ღირებულებაში შედის:

_ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გადასახადი, რომლის პროცენტი ყოველთვიურად კორექტირდება;

_ დამატებითი ღირებულების გადასახადი;

_ ნავთობპროდუქტებზე დაწესებული აქციზი.

მათი ჯამი ბენზინის ღირებულების 53 პროცენტს შეადგენს. აშშში გადასახადები ნაკლებია ან, საერთოდ, არ არის. გადასახადების განსხვავება აისახება რუსეთსა და ამერიკაში ბენზინზე დაწესებული ფასების სხვაობაში.

ნუ გაიკვირვებთ, თქვენ იცქირებით თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მრუდე სარკეში, რომლისთვისაც მსგავსი “სასწაულები” ჩვეულებრივი ამბავია. მაგალითად, ჩინთის მოქალაქენი სიამოვნებით ყიდულობენ აშშ-ის ინტერნეტმაღაზიებში მაღალხარისხიან ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. სადაა ნაწარმოები ეს პროდუქცია? ჩინეთში. რატომ ყიდულობენ მაინცდამაინც აშშ-ის ინტერნეტმაღაზიებში? იმიტომ, რომ აშშ-ში უფრო იაფი ღირს.

მსოფლიო ეკონომიკა ისეა დაგეგმილი, რომ შეერთებულმა შტატებმა მოიხმაროს იმაზე გაცილებით მეტი, რასაც აწარმოებს. შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს. ამისთვის საჭიროა, რომ ნახშირწყალბადი დოლარებზე არ გაიყიდოს. თქვენ შეიძლება არც კი იცით, რომ მსოფლიო ბაზარზე პრაქტიკულად ყველაფერი დოლარზე იყიდება _ ნავთობი, ოქრო, ლითონი, საკვები პროდუქტები _ ყველაფერი. ძირითადი მსოფლიო რესურსების ყიდვა მხოლოდ დოლარებით შეგიძლიათ. ოღონდ ჯერ თქვენი ვალუტა დოლარზე უნდა გადაცვალოთ, შემდეგ გადაიხადოთ. ნავთობის გამყიდველი თქვენს დოლარებს შემდეგ თავის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლის. ასე იქმნება დოლარზე ხელოვნური მოთხოვნა.

კრიზისი და დოლარი ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: პრაქტიკულად განუყოფელია. თუ არ გადაწყდება პრობლემა, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა მსოფლიოს უქმნის ფულის გაუკონტროლებელი ბეჭდვით, ვერ გადაწყდება გლობალური ფინანსური ამოცანები.

მსოფლიოში თავისი ვალუტის დომინირების უზრუნველსაყოფად აშშ ჰყავს მთელ პლანეტაზე უდიდესი არმია. ნებისმიერ მცდელობასსაბეჭდ დაზგაზეზიანის მისაყენებლად ამერიკა ძირშივე მოჰკვეთს. აშშ კვლავაც შეეცდება, შეინარჩუნოს დღევანდელი ვითარება, მაგრამ მსოფლიო იცვლება, ყოველ შემთხვევაში, იგი ცდილობს, გადააგდოს დოლარის უღელი. თავიანთი ფულით ვაჭრობის შესახებ განაცხადეს ჩინელებმა, არაბებმა.

ეკონომიკების შენარჩუნების მიზნით, შეიქმნა საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თანდათან ძალას კარგავს მსოფლიო სავაჭრო კავშირი. გადამწყვეტი ბრძოლა აშკარაა. თანამედროვე ომის “რაინდები” ჯაჭვ-თორანით შემოსილები კი არ გამოდიან ასპარეზზე, არამედ მოდური კოსტიუმებითა და ძვირად ღირებული ჰალსტუხებით ნაპატივებ ყელ-კისერზე. სწორედ ამ უკანასკნელთა შერკინების მოგება ან დამარცხება მყისიერად აისახება მსოფლიო ურთიერთობის მდინარებაზე და დედამიწის მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება. პარადოქსია, რომ ბრძოლის მონაწილეებმა არასოდეს იციან, რომელ “სახელოვან” ბრძოლაში მოუწიათ მონაწილეობა. ჯარისკაცები, რომლებიც ვატერლოოსა და ბოროდინოსთან იბრძოდნენ, ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ცოცხალი გადარჩნენ. მათი გამარჯვების სიდიადე მხოლოდ მომდევნო თაობებმა შეიგნეს და დააფასეს. დღეს ვატერლოო და ბოროდინო თითქმის “ბრენდებია”. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ბედისმიერი ბრძოლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. როგორც უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა, შედეგი მყისიერად არ გაცხადდება: 1380 წელს მამაიზე გამარჯვების შემდეგ რუსეთი ურდოს თითქმის 100 წლის განმავლობაში ხარკს უხდიდა. რამდენი წელიწადი უნდა ვუხადოთ ხარკი ამჟამინდელ ურდოს და მივართვათ ჩვენი ბუნებრივი მარაგები მისი ქაღალდის დოლარების სანაცვლოდ, რომლებიც შემდეგ “ურდოს” სახელმწიფო ობლიგაციებში დავანდება? ამ შეკითხვაზე დღეს ვერავინ გვიპასუხებს. ისინიც კი, ვინც ყოველდღიურად იბრძვის დიპლომატური მაგიდების ირგვლივ გამართულ პაექრობაში სამიტებისა თუ სხვადასხვა შეხვედრის დროს. მართალია, დრო დღეს სწრაფად მიქრის, მაგრამ მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. იმის განსაზღვრა, თუ ვინ გაიმარჯვა დიპლომატურ ბრძოლებში, ძალიან ძნელია. თითოეული მხარე თავის გამარჯვებაზე ლაპარაკობს…

ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ საკუთარი ვალუტის წონის გაზრდის გარეშე, მისი გავრცელების არეალის გაზრდის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა, მათ შორის, რუსეთიც, წარმატებით ვერ შეებრძოლება დღევანდელი მსოფლიოს მკაცრ რეალობას. თუ რუსეთი მოიპოვებს იმის უფლებას, რომ რუბლი ერთ-ერთ რეგიონულ ვალუტად იქცეს, ეს უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქნება აღქმული. რეგიონული ვალუტა კი ნიშნავს მოცემულ რეგიონში ანგარიშსწორებას მხოლოდ ამ ვალუტის მეშვეობით. ვინ ადგენს ამ რეგიონის საზღვრებს? სად გადის ეს საზღვარი? რეგიონული ვალუტა პირველი ნაბიჯია, მსოფლიო ვალუტისკენ გადადგმული. მეორე ნაბიჯი შეიძლება ვერ გადაიდგას, მაგრამ საამისო პოტენციალი ნამდვილად შემზადდება. დოლარის, როგორც მსოფლიო ვალუტის, შენარჩუნების შემთხვევაშიც კი რამდენიმე რეგიონული ვალუტის ამოქმედება უეჭველად გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წონის დაკნინებას. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდება ახალი ცენტრები, რომლებიც თავიანთი ფულის ემისიის მეშვეობით ნაბიჯ-ნაბიჯ შეკვეცს ამერიკის გავლენას, მაშასადამე, ეკონომიკურ სიძლიერეს და ცხოვრების დონესაც…

ახლა, ვგონებ, გასაგები უნდა იყოს, რატომ ღირს ბენზინი უფრო ძვირი, ვიდრე აშშში. კონკურენცია და მონოპოლია კი არაფერ შუაშია.

როდის დამთავრდება კრიზისი?

მთავარი შეკითხვა, რომელიც ყველას გვაწუხებს ასეთია: როდის დამთავრდება კრიზისი?

მართლაც _ როდის?

ამის გასაგებად მრავალშრიანი მსოფლიო მოვლენები თითოეული მოქალაქისთვის გასაგები ენით უნდა ავხსნათ. სიტუაციის გამარტივება მათ არსებით მხარეს არ შეცვლის, პირიქით _ გაცილებით ადვილად ასახსნელსა გახდის.

მაშ, ასე: ერთ ბაზაზე არცთუ სუფთა სინდისის ადამიანები საქმიანობდნენ. სურდათ, კარგად ეცხოვრათ, მაგრამ საამისოდ კარგად შრომას თაკილობდნენ. ამ ბიჭებმა ბევრი იფიქრეს, რა უნდა ეღონათ და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ცოტა შრომით ნებიერი ცხოვრება რომ მოეწყოთ, ცხადია, სათავისოდ. ამის მისაღწევად ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველა ერთმანეთს ჰგავს და მარტივია, როგორც ორჯერ ორი: გამომუშავებულზე მეტი რომ მიიღო, უნდა იქურდო. სხვა საშუალება კაცობრიობას არ მოუგონებია და, ალბათ, ვერც გამოიგონებს. ამიტომ ბაზის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ჩუმად და უხმაუროდ მიეთვისებინათ ყველაფერი, რაც მათ საწყობებში იდო. ასეც მოიქცნენ. მაგრამ მათი ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, როგორც მადა ჭამაში, იზრდებოდა მოთხოვნა უკეთესობის, უფრო მეტის მითვისებისა და გაფლანგვის. გარკვეული დროის შემდეგ დანაკლისი ბაზაზე ფრიად საგრძნობი გახდა. პირველივე რევიზია ამ დარღვევას გამოავლენს. რა უნდა ქნან ტკბილი ცხოვრების მოყვარულებმა? ნელ-ნელა უნდა ჩამოწერონ უკანონოდ მითვისებული, მაგრამ, თუ ერთი ვაგონი არაყია მიტაცებული, ასეთ რაოდენობას ერთ დღეში ვერ ჩამოწერ. ამის გაკეთება მხოლოდ დროს შეუძლია, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაფერს ასწორებს. ცოტ-ცოტა და ნელ-ნელა დანაკლისსაც გაასწორებ და ფინანსურ ხვრელებსაც ამოავსებ.

აი, სწორედ ამით არიან დაკავებულნი ამერიკელები. ამ ქვეყნის მცხოვრებთა მიერ გამოუმუშავებელი სიკეთე აღიწერება არაფრით უზრუნველყოფილი ფულის ოდენობით, რომელსაც ბეჭდავდა ფედერალური სარეზერვო სისტემა. და ახლა ფსს-ს პატრონები ბანკების “სიძნელეთა” გამო, საფონდო ბაზრის დაცემის, ბუნებრივ სიმდიდრეთა ღირებულების, უძრავი ქონებისა და საკვების გაიაფების მომიზეზებით, ყოველდღიურად “ჩამოწერენ” კოლოსალურ თანხას. “რევიზია” დოლარის მსოფლიო სისტემის კრახია. მის დადგომამდე ყველაფრის ჩამოწერა უნდა მოასწრონ. მაშინ რევიზიამ შეიძლება ვერც ვერაფერი შეამჩნიოს და მშვიდობიანად გაეცალოს. ხოლო საწყობის ბიჭებმა კვლავ განაგრძონ სხვისი ქონების მითვისება ფულის ბეჭდვით და მატერიალური რესურსების უფასოდ მიღების მათ მიერვე დადგენილი წესის თანახმად. მთავარია, მოასწრონ და დრო უქმად არ დახარჯონ. ხომ გახსოვთ: “დრო ფულია!”.

ამიტომ კრიზისი ერთ კვირაში ვერ დამთავრდება. იგი უნდა გაგრძელდეს ბანკების არაერთი კვარტლის ანგარიშში, რომლებითაც მილიარდობით დოლარს ჩამოწერენ.

მაშ, შეიძლება თუ არა კრიზისის სწრაფად დამთავრება? შეკითხვა არაკორექტულადაა დასმული, ანუ საჭიროა კი მისი სწრაფად დამთავრება? ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, პასუხი ერთმნიშვნელოვანი იქნება: დაწყებული საქმის დამთავრება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა დასახული მიზნები მიღწეული იქნება. მაგრამ საქმე ის არის, რომ “საბეჭდი დაზგის” მფლობელებსაც კი არ ძალუძთ, მიაღწიონ ყველაფერს, რისი სურვილიც აქვთ. ბევრი ოფლი უნდა დაღვარონ, მათ მიერ ორგანიზებულმა კრიზისმა მაქსიმალური შედეგი რომ მოუტანოს.

ისინიც ცდას არ აკლებენ. შეიმუშავებენ და ამტკიცებენ ამერიკული ეკონომიკის გადარჩენის გეგმებს, რომლებსაც მისი გადარჩენის ძალა არ შესწევს. არ შეუძლია. პრინციპულადაა შეუძლებელი. ამ გეგმების აზრი და იდეა მარტივია გასაგებადაც და განსახორციელებლადაც _ ჩადონ ფული ეკონომიკაში, დაბეჭდონ და ჩადონ ეკონომიკაში.

გავიმეოროთ “მონეტარისტის” კლასიკური შეკითხვა: რამდენი? რა სიდიდისაა დაგეგმილი ფინანსური დახმარება? თანხა, ჩვეულებრივ, ერთი და იგივე, 780 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. მაგრამ მიახლოებითი გაანგარიშებითაც კი ჩანს, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის. გავიხსენოთ, რომ საფინანსო დაზღვევის ბაზარმა 2008 წელს აშშ-ში წლიურად 16,4 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო აშშ-ის საფონდო ბაზრის ღირებულება 10 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იყო, საერთო ჯამში _ 26 ტრილიონი დოლარი. და ეს უზარმაზარი ფინანსური ბუშტი უცებ ჩაფუშეს საგანგებოდ მომზადებული ნემსით.

იმავე წლის მხოლოდ ერთ თვეში საფინანსო ბაზრის ზარალმა ამერიკის ხელისუფლების მიერ პრობლემის დასაძლევად გამოყოფილი თანხის ოდენობას რვაჯერ გადააჭარბა…

 ვინც მეტ-ნაკლებად არის გათვითცნობიერებული ელემენტარულ მათემატიკაში, ადვილად დაასკვნის, ტრილიონობით ზარალს მილიარდობით დოლარი ვერ დაფარავს.

ასეთია დიდი რიცხვების მაგია. მილიარდები ჩვეულებრივ ადამიანზე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ იგი (ეს ადამიანი) ვერ იეჭვებს _ ეს ფული ვერავითარ პრობლემას ვერ გადაჭრის. განა შეიძლება სპილოს მორჩენა წამლების უმცირესი დოზით? 780 მილიარდი ობამასეული დოლარი ამ წესით სპილოს მორჩენის მცდელობას ჰგავს.

ე.ი. აშშ-ის ხელისუფლება არ ებრძვის კრიზისს?

რა თქმა უნდა, არ ებრძვის. იმიტომ არ წამოუწყიათ კრიზისი, რომ უცებვე, ყველა შესაძლო შედეგის მიღებამდე დაემთავრებინათ. ფსს და მთავრობა მხოლოდ მოჩვენებითი ღონისძიებების განხორციელებით ცდილობენ, მსოფლიოს თვალში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ გულუბრყვილო ამერიკელი ამომრჩევლები, რომ ეს ყველაფერი მათ სასიკეთოდ კეთდება. “ხანძრისგაჩენის ინიციატორები მეხანძრეებთან ერთად არ შეეცდებიან ცეცხლის ჩაქრობას, კაცისმკვლელი პოლიციელებთან ერთად არ დაიწყებს საკუთარი თავის ძებნასა და გამოაშკარავებას. მსოფლიო კრიზისის ორგანიზატორებისგან არ უნდა ველოდოთ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას მის დასაძლევად. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილონი. ისინი იმას აკეთებენ, რაც სურთ: შეისყიდეს ყველაფერი, რისი შესყიდვაც შეძლეს, აშშშიწვავენდოლარებს, ჩამოწერენ მათ ყველა თავიანთი ბანკის ანგარიშებიდან. და ემზადებიან პოლიტიკური რეჟიმების შესაცვლელად იმ ქვეყნებში, რომლებიც ბედავენ, დაეჭვდნენ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე ფედერალური სარეზერვოსაბეჭდი დაზგისუძლეველობაში.

ნუთუ ბარაკ ობამა არაფერს გააკეთებს მსოფლიო კრიზისის დასაძლევად?

არა, არ გააკეთებს, სანამ ნებას არ დართავენ კრიზისის ორგანიზატორები. და თუ მაინც დაიწყებს აქტიურ მოქმედებას, გამორიცხული არ არის, რომ სნაიპერის ტყვიას შეეწიროს, რადგან ფსს-ის პატრონების ინტერესს დაუპირისპირდება.

გამოსავალი ყოველთვის არის იქ, სადაც შესასვლელია. კრიზისის ორგანიზატორები პრობლემებს არ წყვეტენ, მხოლოდ აძლიერებენ და აღრმავებენ.

მაგრამ კრიზისის მოგვარება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამის შესახებ გაზეთის მომდევნო ნომერში ვილაპარაკებთ.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here