Home რუბრიკები ბლოგი იაპონიაში ამერიკელმა სამხედრომ 20 წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა

იაპონიაში ამერიკელმა სამხედრომ 20 წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა

609

იაპონიის კუნძულ ოკინავას მაცხოვრებლები, ახალგაზრდა გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით, ამერიკულ სამხედრო ბაზა კადენასთან საპროტესტო აქციებს ატარებენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მომსახურე ამერიკელი სამხედროა.

„სანამ ჩვენთან ამერიკული ბაზები იქნება განლაგებული, ასეთი რამ არაერთხელ განმეორდება“,- განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, NHK -ზე დაყდნობით  გადმოგვცემს «РИА Новости»  იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინდზო აბეს განცხადებით:  „ჩვენ განზრახული გვაქვს მოვთხოვოთ ამერიკულ მხარეს  მოახდინონ მკაცრი რეაგირება და მიიღონ კონკრეტული ზომები იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს. იაპონიის მთავრობამ აშშ-ს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ოკინავას პრეფექტურის პოლიციამ, ხუთშაბათს, ამერიკის მოქალაქე, რომელიც ოკინავას ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მუშაობს, დააპატიმრა იმ დროს, როდესაც ის გოგონას გვამის თავიდან მოცილებას ცდილობდა.

ცნობილი ხდება, რომ ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული, ხოლო მის მანქანაში სისხლის კვალი აღმოაჩნიეს.

გოგონა, 28 აპილიდან მოყოლებული დაკარგულად ითვლებოდა, როდესაც ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. გასვლამდე, მან სოციალურ ქსელში მიწერა საქმროს, რომ გასეირნებას აპირებდა და როდესაც მეორე დილას აღარ დაბრუნდა სახლში, ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციას მიმართა.

სამართალდამცავებმა დაადგინეს ის ადგილი, სადაც მისი ტელეფონიდან  GPS სიგნალი შეწყდა, აგრეთვე ამერიკელი სამხედროს მანქანაც გამოთვალეს, რომელიც იმ დღეს იგივე დროს იმ რაიონში დაფიქსირდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვა და მომხდარს „საშინელი ტრაგედია“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი ამერიკელი სამხედროების მხრიდან, მსგავსი დანაშაულის ჩადენის პირველი შემთხვევა არ არის, კერძოდ, მარტის შუა რიცხვებში ოკინავას კუნძულზე დააკავეს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ფუკუოკას პრეფექტურიდან ჩამოსული ტურისტი ქალის  გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი და საკუთარ ბრალს უარყოფს.

2012 წლის ბოლოს, ოკინავაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის  გაუპატიურებისა და ძარცვისთვის ორი ამერიკელი მეზღვაური დააკავეს. თუმცა, ყველაზე ხმაურიანი საქმე მაინც 1995 წელს მოხდა, როდესაც ოკინავაზე 12 წლის იაპონელი მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს.
   

                             მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here