Home რუბრიკები საზოგადოება პოროშენკოს შვილებმა უკრაინელები საშინლად გააბრაზეს

პოროშენკოს შვილებმა უკრაინელები საშინლად გააბრაზეს

504

უკრაინის პრეზიდენტის უმცროსი შვილების ფოტოსესიამ აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია სოციალურ ქსელებსა და მედიაში. უკრაინელები, შეიძლება ითქვას, მზად არიან, შუაზე გაგლიჯონ შოკოლადის ოლიგარქი იმის გამო, რომ ის ოჯახსფულსა და ოქროშიაბანავებს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარებიდან. რიგით უკრაინელებს შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც თავლაფს ასხამენ თავიანთ უშუალო ბოსსა და მის ოჯახს.

საქმე ის არის, რომ ინტერნეტში გამოქვეყნდა ინგლისის ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლო დაწესებულების მოსწავლეთა ყოველწლიური ფოტოსესია. ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან პოროშენკოს უმცროსი შვილებიც, რომლებიც ამ კოლეჯში ეუფლებიან მეცნიერების საფუძვლებს. უკრაინის პრეზიდენტის 16 წლის ქალიშვილები _ ევგენია და ალექსანდრა, აგრეთვე, 15 წლის ვაჟი მიხეილი თვალწარმტაცი ბრიტანული ქალაქის _ შრუსბერის ელიტურ “კონკორდ კოლეჯში” სწავლობენ წელიწადში 1,3 მლნ გრივნის (დაახლოებით 52 ათასი დოლარი) საფასურად.

სწორედ ამ ფაქტმა და საჩვენებელმა ფოტოსესიამ გაამწარა შოკოლად “როშენის” მოყვარულები. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკო, უკვე დიდი ხანია, არ მალავს თავის სწრაფად მზარდ შემოსავლებს და ზოგჯერ ტრაბახობს კიდეც თავისი ქონებით, უკრაინელებს არაფრის დიდებით არ სურთ, აღიარონ, რომ ნებაყოფლობით მიეყიდნენ ამ ხარბ ოლიგარქს, თანაც იაფად. ეს ჩანს იმ სიძულვილში, რომელიც სხვისმა კეთილდღეობამ გამოიწვია. უკრაინელებს კიდევ ერთხელ ჩასჩარეს ცხვირში უსიამოვნო სიმართლე და გამძვინვარების ტალღაც კანონზომიერი შედეგია.

ბევრი უკრაინელი დეპუტატის აზრით, პრეზიდენტს არ აქვს თავისი შვილების უცხოეთში სწავლების უფლება, მით უმეტეს, ამის აფიშირება.

ამ აურზაურში “ოქროს ბავშვების” განათლების პროცესის ამსახველი პიკანტური დეტალებიც გამოვლინდა. გაირკვა, რომ პრეზიდენტის შთამომავლები ირიცხებიან კლოვის (კიევის ისტორიული რაიონი) ლიცეუმში და იქ გამოცდებსაც აბარებენ ატესტატის მისაღებად, რათა შემდეგ კანონიერად დაიკავონ ადგილები ხელისუფლებაში.

პოლიტიკუს.რუ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here