Home რუბრიკები საზოგადოება პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ინსტიტუტები უქმდება

პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის ინსტიტუტები უქმდება

497

ქართულმა და არა მხოლოდ ქართულმა მედიამ უმალ მიაქცია ყურადღება საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას დიდ ბრიტანეტში .. ჩეთემ ჰაუსის ექსპერტებთან საუბრისას. მოგეხსენებათ, იქ კვირიკაშვილმა საქართველო ინგლისური ფეხბურთის ახალგამოჩეკილ სენსაციას, კლუბლესტერ სიტის”, შეადარა.

“ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ვერ მიაღწევს საგარეო ასპარეზზე დასახულ მიზნებს, ან ვინც, ზოგადად, ფიქრობს, რომ არსებობს რაიმე მიუღწეველი ოცნება და მიზანი ცხოვრებაში, გაიხსენოს “ლესტერ სიტი”, _ თქვა ჩვენმა პრემიერმინისტრმა და ამით, შეიძლება ითქვას, აღაფრთოვანა მთელი “ჩეთემ ჰაუსი”.

ფაქტია, ყველასთვის იმწამს ნათელი შეიქნა, რომ კვირიკაშვილი ამ ფრაზაში ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას გულისხმობდა, მაგრამ ჩვენი ახირებული კორესპონდენტი, როგორც იცის ხოლმე, უფრო ღრმად ჩაუკვირდა საკითხს და გააკეთა კიდეც სენსაციური დასკვნები.

კერძოდ, იგი არ მოასვენა კითხვამ: რაღა მაინცდამაინცლესტერ სიტისმწვრთნელს _ კლაუდიო რანიერის შეადარა საკუთარი თავი გიორგი კვირიკაშვილმა? განა ცოტაა დასახული, თუნდაც წარმოუდგენელი, მიზნის მიღწევის სხვა მაგალითები? რატომ მაინცდამაინც ფეხბურთის მაგალითი?

ასეთი კითხვების პარალელურად, ჩვენი ახირებული კორესპონდენტის ტვინში ამოტივტივდა ქართული რეალობა და ის, თუ როგორ ბჭობენ და კამათობენ ხოლმე დიადი ქართველი ექსპერტები, _ რომელი უნდა იყოს ქვეყნის პირველი პირი _ პრეზიდენტი თუ პრემიერმინისტრი? _ აკი, არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს და საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა იყოს.

ამის საპირისპიროდ, არსებობს აზრი, რომ პრემიერმინისტრის პოსტი უნდა გაუქმდეს და მინისტრები ერთპიროვნულად მართოს ძლიერმა პრეზიდენტმა.

ჰოდა, ამ ყველაფრის კარგად გააზრების შემდეგ, ჩვენი დაჟინებული კორესპონდენტი ჩააცივდა მის რამდენიმე წყაროს მთავრობის გავლენიან წრეებში და მიიღო კიდეც სენსაციური ინფორმაცია:

კერძოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაპირისპირებულმა ექსპერტებმა რომ აღარ იჩხუბონ, გაუქმდება ორივე ინსტიტუტი _ პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის, ხოლო გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნება საქართველოს მწვრთნელად.

ასეთ რეფორმას რამდენიმე კუთხით ექნება დადებითი შედეგი:

პირველი _ საბოლოოდ დასრულდება კინკლაობა პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის, თუ ვინ უნდა წავიდეს უცხოეთში ამა თუ იმ ფორუმზე, სამიტზე და ასე შემდეგ.

მეორე _ მოგეხსენებათ, “ტერნერი ისაა, რომ იგინება!” და, როგორც 25-წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, ზოგიერთთან გინების გარეშე არაფერი გამოდის.

გიორგი კვირიკაშვილს კი ლანძღვა-გინების განუსაზღვრელი “ტრენერული” უფლებები მიენიჭება. რაც მთავარია, საფეხბურთო კლუბებს, მოგეხსენებათ, ოფიციალურად ჰყავს მეპატრონე. ასე მარტივად გადაიჭრება ბიძინა ივანიშვილის საკითხიც. საბოლოოდ დაესმება წერტილი კითხვებს _ რა ფუნქციას ასრულებს და რა ეგიდით ერევა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ცხოვრებაში? ის პოლიტიკიდან წასულია და ჩვეულებრივი მოქალაქეა? რა ხდება _ ქვეყანაში ჩრდილოვანი, ოლიგარქიული მმართველობაა?

ასეთ კითხვებზე იქნება მარტივი პასუხი: _ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მეპატრონე!

მორჩა, პრობლემაც გადაჭრილია!

_ სხვათა შორის, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მეპატრონეს, ისევე, როგორც ამას საფეხბურთო კლუბების მეპატრონეები აკეთებენ ხოლმე, ნებისმიერ დროს შეეძლება, გაუშვას ერთი მწვრთნელი და მოიყვანოს მეორე, და საზოგადოდ, რაც უნდა, ის გააკეთოს. მართალია, ბიძინა ივანიშვილი ახლაც ასე ექცევა საქართველოს, მაგრამ ხსენებული რეფორმების განხორციელების შემდეგ მას უკვე ოფიციალურად მიეცემა ამის უფლებაო, _ განუცხადა ჩვენს გაოგნებულ კორესპონდენტს სამთავრობო წრეებთან დაახლოებულმა წყარომ.

გაიტანე გოლია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here