Home რუბრიკები პოლიტიკა ლონდონის ყოფილმა მერმა ევროკავშირის ხელმძღვანელები ნაპოლეონსა და ჰიტლერს შეადარა

ლონდონის ყოფილმა მერმა ევროკავშირის ხელმძღვანელები ნაპოლეონსა და ჰიტლერს შეადარა

590

ლონდონის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირში ქვეყნების გაერთიანება საფრანგეთის იმპერატორის _ ნაპოლეონ ბონაპარტისა და ნაცისტური გერმანიის ფიურერის _ ადოლფ ჰიტლერის პრაქტიკას შეადარა. ჯონსონმა თავის ამ თვალსაზრისზე ბრიტანული გამოცემატელეგრაფისთვისმიცემულ  ინტერვიუში ილაპარაკა.

ბორის ჯონსონი, რომელიც ფილოსოფიის სპეციალისტია, მიიჩნევს, რომ ბოლო 2 ათასი წლის განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, ერთი ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინათ ევროპის ქვეყნები, რათა აღედგინათ რომის იმპერიის “ოქროს ხანა”.

“ამას ნაპოლეონ ბონაპარტე, ადოლფ ჰიტლერი და სხვა პირები ცდილობდნენ, მაგრამ ეს მცდელობა ყოველთვის ტრაგიკულად სრულდებოდა”, _ განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ ევროკავშირიც ანალოგიური მცდელობაა, ოღონდ სხვა მეთოდებით: “ერთი ხელისუფლებისთვის ევროპის დასაქვემდებარებლად ბრიუსელელი მაღალჩინოსნები ჰიტლერისგან “ნასესხებ” სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მაგრამ ამისთვის არსებობს მარადიული პრობლემა, რომლის არსიც არის ლოიალურობა ევროპის იდეისადმი, არ არსებობს. არ არსებობს ძალაუფლების მქონე ინსტიტუტი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი პატივს სცემს. ეს იწვევს დემოკრატიის ვაკუუმს”, _ აღნიშნა ჯონსონმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here