Home რუბრიკები საზოგადოება სკანდალი: ევროპელები “ევროვიზიის” შედეგების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

სკანდალი: ევროპელები “ევროვიზიის” შედეგების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

556

ერევნელმა ანრურ ოგანესიანმა ვებგვერდ Change.orgზე გამოაქვეყნა პეტიციაევროვიზიისშედეგების გადახედვის მოთხოვნით.

პეტიციას მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის, ავსტრალიის, სერბეთის, შვედეთის, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა, რომელთა რაოდენობამ 17 მაისს 300 ათასს გადააჭარბა.

“გვესმის, რომ ჟიურისა და ტელეაუდიტორიისთვის ხმის მიცემა მძიმე და ემოციური პროცესია, მაგრამ ამ პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვი აჩვენებს: ბევრი დარწმუნებულია, რომ წელს კონკურსში გამარჯვებული არის ის, ვისაც არ უნდა გაემარჯვა”, _ განაცხადა მიმართვის ავტორმა.

Change.org -ზე მადრიდელმა კრისტიან გარიდომაც გამოაქვეყნა თავისი პეტიცია, რომელშიც ესპანეთს მოუწოდა, უარი თქვას “ევროვიზია 2017”-ში მონაწილეობაზე. მისი აზრით, სტოკჰოლმში გამართული კონკურსის ფინალი იყო “დაცინვა” და ნახევარი ევროპისთვის ცხადი შეიქნა, რომ შედეგები “პოლიტიკური ინტერესების” მიხედვით განისაზღვრება.

გერმანელებმაც მოუწოდეს გერმანიას (პორტალი OpenPetition), რომ უარი თქვან “ევროვიზიის” კონკურსში მონაწილეობაზე. საფრანგეთში კი დაიწყო ხელმოწერების შეგროვება “ევროვიზიის” ფინალის ფრანგი კომენტატორის _ მარიან ჯეიმსის დათხოვნის მოთხოვნით, რომელმაც თავს უფლება მისცა, პირდაპირ ეთერში გამოეთქვა შეურაცხმყოფელი ფრაზები რუსეთის მიმართ და ამით საფრანგეთის იმიჯი შელახა.

“ევროვიზია-2016”-ის კონკურსში გაიმარჯვა უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ სიმღერით “1944”. კონკურსის წესების მიხედვით, მომავალ წელს “ევროვიზიას” უკრაინა უმასპინძლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here