Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის გენერალურ პროკურორად ორჯერ ნასამართლევი და იურიდიული განათლების არმქონე ადამიანი დანიშნეს

უკრაინის გენერალურ პროკურორად ორჯერ ნასამართლევი და იურიდიული განათლების არმქონე ადამიანი დანიშნეს

506

12 მაისს უკრაინის უზენაესმა რადამ (პარლამენტმა) მხარი დაუჭირა (450 დეპუტატიდან _ 264 მომხრე) უკრაინის შს ყოფილი მინისტრის, საპარლამენტო ფრაქციაპეტრე პოროშენკოს ბლოკისლიდერის _ იური ლუცენკოს დანიშვნას გენერალური პროკურორის პოსტზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეს კოალიციის ძალებით ვერ მოხერხდა. ლუცენკოს ხმა უფრაქციო დეპუტატებმა, აგრეთვე, ჯგუფ “ვიროჟდენიას”, “ვოლია ნაროდასა” და თვით “ოპოზიციური ბლოკის” წარმომადგენლებმა მისცეს. გენერალურ პროკურორად ლუცენკოს დანიშვნის ეპოპეა ტრიბუნის ბლოკირებითა და ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დიდ ბრიტანეთში ვიზიტიც კი გადადო და კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა.

მანამდე კი რადამ კანონში შეიტანა შესწორება, რომლის მიხედვითაც გენერალური პროკურორის პოსტზე შეიძლება დაინიშნოს იურიდიული განათლების არმქონე პირი, პრეზიდენტმა პოროშენკომ კი ამ ცვლილების შეტანას მყისვე მოაწერა ხელი.

ამას გარდა, კანონპროექტი საშუალებას იძლევა, რეგიონული პროკურატურებისა და გენპროკურატურის პროკურორებად დაინიშნონ არა მხოლოდ სტაჟიანი პროკურორები, არამედ ისინიც, ვინც სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობდა, ოღონდ არა _ პროკურორად.

იური ლუცენკო უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგინა ფრაქცია “პეტრე პოროშენკოს ბლოკმა”.

იური ლუცენკო 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის დეკემბრამდე უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელობდა; 2007-2010 წლებში, აგრეთვე, იყო შს მინისტრი იულია ტიმოშენკოს მეორე მთავრობაში.

2010 წლის 26 დეკემბერს იური ლუცენკო დააპატიმრეს სახელმწიფო თანხების დიდი ოდენობით დატაცების ბრალდებით. 2012 წლის 27 თებერვალს ის დამნაშავედ ცნეს და 4 წლით აღუკვეთეს თავისუფლება ქონების კონფისკაციით.

2012 წლის 17 აგვისტოს კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ იური ლუცენკო ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლის საქმის გამოძიებისას სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და კიდევ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2013 წელს კი უკრაინის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპყრობილიდან გაათავისუფლეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here