Home რუბრიკები პოლიტიკა პანამის სკანდალი და დავოსი-2016-ის საიდუმლო გეგმა

პანამის სკანდალი და დავოსი-2016-ის საიდუმლო გეგმა

725

თვეზე მეტი გავიდა, რაც საზოგადოებრივი აზრი შეძრა სკანდალმა, რომელიც პანამის იურიდიული ფირმის დოკუმენტების გასაჯაროებამ გამოიწვია. საერთო ჯამში, ამ ფირმიდან გაიტაცეს 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომლებიც შეიცავდა ოფშორული კომპანიების მესაკუთრეთა და საბოლოო ბენეფიციარების დეტალურ მონაცემებს. 

ამ ოპერაციის დამკვეთები და ორგანიზატორები იყვნენ აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემის (ფსს) მთავარი აქციონერები. წამყვანი შემსრულებლები _ ამერიკის სპეცსამსახურები, ნაკლებად მნიშვნელოვანი _ ჟურნალისტურ გამოძიებათა საერთაშორისო კონსორციუმი, რომელსაც აფინანსებდა აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სოროსის ფონდი და .. სკანდალის ძირითადი მიზანი იყო: 1. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსების დისკრედიტაცია; 2. ოფშორების რამდენიმე წლის წინათ დაწყებული წმენდა იმისთვის, რომ ოფშორული ანგარიშების მფლობელები შეეყარათ ერთ გიგანტურ ოფშორში სახელწოდებითამერიკის შეერთებულ შტატები”.

დასავლეთი იწყებს ბრძოლას ნაღდი ფულის წინააღმდეგ

პანამის სკანდალით გამოწვეული დაძაბულობა ცოტა რომ დაცხრა, ერთი გლობალური მიზანი გამოიკვეთა _ “ჭუჭყიან” და “რუხ ფულთან” ბრძოლის კამპანიის გააქტიურება, რომელშიც იგულისხმება ფინანსური ტერორიზმის, გადასახადებისგან თავის არიდების, კორუფციის, ნარკობიზნესის, იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ კამპანიას სტარტი 2001 წლის 11 სექტემბერს მისცეს, ანუ მაშინ, როცა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ აჩაღებს ბრძოლას მსოფლიოში საერთაშორისო ტერორიზმისა და “ჭუჭყიანი” ფულის გათეთრების წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ დაწყებული კამპანია თანდათან მინელდა. პანამის სკანდალი მოწოდებულია, მეორე სუნთქვა შესძინოს ოპერაციას “11 სექტემბერი”.

პანამის სკანდალის ერთ-ერთ ფიგურანტად წარმოდგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, მაგრამ ამან არათუ ხელი შეუშალა, არამედ პირიქით _ ხელი შეუწყო, გაეგრძელებინა კორუფციასთან ბრძოლის გლობალური სამიტის მომზადება, რომელსაც ლონდონი უმასპინძლებს. ამგვარი ღონისძიებების მოწყობა დაგეგმეს ვაშინგტონმა, ლონდონმა და ბრიუსელმა უამრავ სხვა ქვეყანაშიც.

ლონდონის სამიტზე განიხილავენ ორ უმთავრეს საკითხს: ოფშორების წინააღმდეგ ბრძოლას და ნაღდი ფულის მიმოქცევის შემცირების ღონისძიებებს. სამიტის ერთგვარი რეპეტიცია იყო, იმავე ლონდონში შარშან გამართული შეხვედრა, რომლიდანაც გაჟონილი ინფორმაციით გაირკვა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის, ფედერალური სარეზერვო სისტემის, შვეიცარიისა და დანიის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. განიხილეს ნაღდი ფულის გაუქმების საკითხი.

“კორუფციასთან მებრძოლთა” ლოგიკა დაახლოებით ასეთია: ხშირ შემთხვევაში ბანკების ოფშორული ანგარიშები არის შედეგი იმისა, რომ კორუფციის მთავარი იარაღი და საშუალება უმეტესად ნაღდი ფულის ნიშნების არსებობაა. სწორედ ამ ფულით ისქელებენ ჯიბეს ხარბი და ნამუსგარეცხილი მოხელეები. ამიტომო, _ ხაზი გაუსვეს, _ უნდა მოისპოს კორუფციის ეს საშუალება, რომელიც, თავის მხრივ, მრავალ პრობლემას გაანეიტრალებს, რადგან გაქრება ოფშორული ანგარიშების მატერიალური საფუძველი.

უარყოფითი პროცენტები

ნაღდი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის ანალიზმა დაგვანახვა, რომ იგი კარგადაა ორგანიზებული. 2007-2009 წლების საფინანსო კრიზისის შემდეგ მსოფლიო საბანკო სისტემა აჩქარებით დაიძრა უარყოფითი ზონისკენ: რამდენიმე ცენტრალურმა ბანკმა შემოიღო თავისი დეპოზიტების უარყოფითი განაკვეთები. ამჟამად რამდენიმე ცენტრალურ ბანკში საბაზო განაკვეთების უარყოფითი პროცენტებიც კი გაჩნდა. უარყოფითი განაკვეთების ეპიდემია კომერციულ ბანკებსაც გადაედო: მრავალი მათგანის სადეპოზიტო ოპერაციების პროცენტები ნულს მიუახლოვდა, ზოგიერთისა კი უარყოფით ზონაში გადავიდა.

ბანკირებს დაბნეულობა და პანიკა დაეუფლათ, რადგან ყველა ნიშანია იმის, რომ კლიენტები მასობრივად წავლენ ბანკებიდან ნაღდი ვალუტის მიმოქცევის სივრცეში. ამ სიტუაციამ ბანკირები ნაღდი ფულის შემცირებისა და სრულად აკრძალვის აქტიური ლობისტები გახადა, იმ ნაღდი ფულისა, რომელიც კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა. ნაღდი ფულის აკრძალვა ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქე (ფიზიკური პირი) თავისი ნების საწინააღმდეგოდ ელექტრონულსაბანკო საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდება.

ფულის პატრონები აქტიურად განიხილავენ არსებული ვითარების შედეგად მოსალოდნელი რეაქციის ვარიანტებს. ერთ-ერთი ასეთი რეაქცია ძვირფასი ლითონის, როგორც საგადასახადო ურთიერთობის საშუალების, ფინანსურ ასპარეზზე გამოსვლაა. ისტორია გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებულ პირობებში ოქრო ოფიციალური ფულის ალტერნატივად შეიძლება მოგვევლინოს, მაგრამ უეჭველია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ელექტრონულ-საბანკო საკონცენტრაციო ბანაკიდან თავის დაღწევის ეს გზაც გადაიკეტება. დასავლეთში ამის გამოცდილება აქვთ. 1933 წელს აშშ ახალმა პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ფულის პატრონების კარნახით გამოსცა ბრძანებულება აშშ-ის მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ოქროს სრულად კონფისკაციის შესახებ. ეს ნორმა (ოქროს აკრძალვა) მხოლოდ ოთხი ათეული წლის შემდეგ გაუქმდა.

დავოსი-2016 დაპირად ბოროტებასთან ბრძოლისგეგმები

წინა წლებისგან განსხვავებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბევრი სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. მხოლოდ ამჟამად, ინფორმაციის გაჟონვის წყალობით, შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვეგო, რას განიხილავდნენ დახურულ კარს მიღმა. გაირკვა, რომ ამუშავებდნენ ნაღდი ფულის მიმოქცევის შეკვეცის ღონისძიებებს. ფორუმის ერთმა მონაწილემ ვან სთინისმა, რომელიც “მორგან სთენლი ბანკს” წარმოადგენდა, გამოაქვეყნა ამ ღონისძიების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები სათაურით “ხუთი რამ, რომლებიც დავოსი-2016-დან გამოვიტანე”. მან აღნიშნა, რომ ფორუმზე ბევრს ლაპარაკობდნენ “ნაღდი ფულისგან გათავისუფლებულ საზოგადოებაზე სწრაფად გადასვლის შესახებ. ეს საშუალებას მისცემს ევროპას, შემოიღოს დეპოზიტების უფრო დაბალი უარყოფითი პროცენტები მოსალოდნელი ხანგრძლივი სტაგნაციის კომპენსაციის მიზნით”.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეთანხმდნენ საპროცენტო განაკვეთების მომავალში უარყოფით ზონაში გადასვლის აღიარების საკითხშიც. ამის გაკეთება კი შეუძლებელია პირად მიმოქცევაში არსებული ფულის შენარჩუნების პირობებში. ამ შემთხვევაში, “ჯ.პ. მორგანის” ბანკირების აზრით, ევროპის ბანკი შეძლებს პროცენტული განაკვეთების შემცირებას მინუს 4,5 პროცენტამდე.

2016 წელი დაიწყო უნაღდო ფულის საკითხზე ბანკების სამყაროს წარმომადგენელთა და მათზე დამოკიდებული მედიის ხმამაღალი განცხადებებით. როგორც ჩანს, დავოსის დახურულ სხდომებზე მათ საინფორმაციო კამპანიის დაწყების ნიშანი მისცეს. ამას იუწყება საინფორმაციო რესურსის _ ძეპორედგეის მიერ გამოქვეყნებული მასალები საერთო სათაურითდავოსი 2016-ის საიდუმლო გეგმის გახსნა”.

20 იანვარს “დოიჩე ბანკის” ტოპმენეჯერმა ჯონ კრიანმა განაცხადა, რომ ნაღდ ფულს არსებობის 10 წელიღა დარჩა. 22 იანვარს ნორვეგიის უმსხვილესმა ბანკმა DNB-მ ხელისუფლებას ნაღდი ფულის გამოყენების აკრძალვის წინადადებით მიმართა. 29 იანვარს ბლუმბერგის სააგენტომ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით “დავაახლოვოთ უნაღდო მომავალი”. 4 თებერვალს ბრიტანულმა “ფაინენშნლ თაიმსმა” დაბეჭდა სარედაქციო წერილი “ნაღდი ფულის შეკვეცის უპირატესობანი”. 8 თებერვალს ჰარვარდის საპატიო პრეზიდენტმა პიტერ სენზდმა გამოაქვეყნა წერილი “გავურთულოთ ცხოვრება ცუდ ბიჭებს: წინადადება მიმოქცევიდან დიდი ნომინალების მქონე კუპიურების ამოღების შესახებ”. 15 თებერვალს რეზონანსული განცხადება გააკეთა ევროპის ცენტრალური ბანკის (ეცბ) პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ. მან გაასაჯაროა ეცბ-ს გადაწყვეტილება მიმოქცევიდან 500 ევროს ნომინალის მქონე (ნაღდი ევროს უმაღლესი ნომინალის) კუპიურების ამოღების შესახებ. ეცბ-ს მონაცემებით, ასეთი კუპიურები მიმოქცევაში მყოფი ევროს 30 პროცენტს შეადგენს. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა მრავალრიცხოვანი კომენტარი, რომელთა უმრავლესობაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ ასეთი ღონისძიებით ეცბ ცდილობდა, გაეგრძელებინა თავისი საპროცენტო განაკვეთების ისედაც უარყოფითი მაჩვენებლის შემცირების გენერალური ხაზი. 16 თებერვალს ეცბ-ს პრეზიდენტისგან ესტაფეტა მიიღო ჰარვარდის პროფესორმა, აშშ-ის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ლარი სამერსმა. მან “ვაშინგტონ პოსტში” გამოაქვეყნა წერილი “დრო დადგა 100-დოლარიანი კუპიურების მოკვლის”.

ნიშანდობლივია, რომ სამერსის გამოსვლა დაემთხვა აშშ-ის მედიაში ბანკირებისა და ექსპერტების გამოსვლებს, რომლებმაც სათავე დაუდეს დისკუსიას აშშ-ის ფედერალური რეზერვის სისტემის უარყოფით საპროცენტო განაკვეთებზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ. 22 თებერვალს ამერიკული ბანკების მეორე საინფორმაციო საყვირმა, გაზეთმა “ნიუ იორკ ტაიმსმა” გამოაცხო სტატია “მსხვილი ნომინალების მქონე კუპიურებისგან გათავისუფლება დანაშაულთან ბრძოლაში დაგვეხმარება”. ამ ქრონიკის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ, რაც ითქვა, სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ დავოსის გადაწყვეტილებას ნაღდი ფულის წინააღმდეგ საინფორმაციო მასობრივი კამპანიის დაწყების შესახებ ხორცი შეესხა.

ელექტრონულსაბანკო საკონცენტრაციო ბანაკი

პარალელურად ხორციელდება ნაღდი ფულის გაუქმების პრაქტიკული ნაბიჯები. ამ მიმართულებით ყველას გაუსწრო შვედეთმა და დანიამ. ამ ქვეყნებში ცენტრალური ბანკები ყველაზე ადრე მივიდნენ უარყოფით პროცენტამდე. შვედეთი აპირებს, ხუთ წელიწადში დაამთავროს “ნაღდი ფულის გარეშე სამოთხის” აშენება. ამჟამად შვედეთში ოპერაციები ნაღდი ფულით მთელი მოცულობის 2 პროცენტს არ აღემატება. “ვიზას” მონაცემებით, დებეტის ბარათებს შვედები სხვა ევროპელებზე სამჯერ უფრო მეტად გამოიყენებენ. საბანკო ბარათების გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეცვალა საქმიანი შვედეთის ცხოვრება: ხილისა და ბოსტნეულის გამყიდველები, მოხეტიალე მსახიობები და გაზეთების გამყიდველებიც კი სიამოვნებით სარგებლობენ “პლასტიკის” მომსახურებით, იტყობინება ადგილობრივი გაზეთი “ლოკალი”.

მაგრამ შვედეთშიც კი საკმაოდ ბევრია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ეჭვობენ, რომ “უნაღდო სამოთხე” შეიძლება ჯოჯოხეთი, ელექტრონულ-საბანკო საკონტრაციო ბანაკი აღმოჩნდეს, რომელშიც ბანკები გააკონტროლებენ ყოველ მოქალაქეს, ახალშობილებიდან ღრმად მოხუცებულებზე შედგენილი ე.წ. საფინანსო ისტორიების მეშვეობით. მოქალაქეთა მიერ განხორციელებულ გადახრას ფულის პატრონების “გენერალური ხაზიდან” შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი, როგორიც პირადი საბანკო ანგარიშის დაბლოკვას მოჰყვება ხოლმე.

უნაღდო სამოთხისპროექტის ყველაზე უფრო შორსმჭვრეტელ ოპონენტებს ესმით, რომ ასეთი მომავალი არა მხოლოდ ნაღდი ფულის უქონლობას ნიშნავს, არამედ ფულის გაქრობას საერთოდ. ნაღდი ფულის გაუქმება ბანკებს დაეხმარება ღრმა მინუსში გადასასვლელად. დაიწყება ისეთი ტრადიციული ინსტიტუციური ინვესტორების კვდომა, როგორიც არის საპენსიო და სხვა სოციალური ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და .. არსებული პროგნოზებით უახლოეს 10-20 წელიწადში საპენსიო ფონდების უმეტესობა მარტის თოვლივით გადნება. მთავარი კი არის ის, რომ უნაღდო ფულისგადნობაცგარდაუვალი იქნება. 20-30 წელიწადში ჩამოყალიბდება სულ სხვა სოციალური წესრიგი. პირობითად მას შეიძლება მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკი ეწოდოს.

პარადოქსი ის არის, რომ, ფულის სიკვდილის მიუხედავად, იმ ახალ მსოფლიო წესრიგში ბანკები შენარჩუნებული იქნება. პროცენტებისა და მოგების მომტანი დანადგარებიდან ისინი “კონტროლისა და აღრიცხვის” შემსრულებელ ორგანიზაციებად გარდაიქმნება. ამ ფუნქციების გარეშე საკონცენტრაციო ბანაკები საერთოდ არ არსებობს.

ვალენტინ კოტასონოვი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here