Home რუბრიკები ისტორია სტალინის სტრატეგიისა და ტაქტიკის დიადი გამარჯვება მოსკოვის მისადგომებთან

სტალინის სტრატეგიისა და ტაქტიკის დიადი გამარჯვება მოსკოვის მისადგომებთან

1114

ყველა გზას მოსკოვში მივყავართ” _ ასე შეიცვალა ცნობილი გამოთქმაყველა გზას რომში მივყავართ”, როდესაც კრემლში სტალინი ნახევარღმერთად იჯდა კაცობრიობის მხსნელად

1812 წელს პარიზში ერთ-ერთ წვეულებაზე ნაპოლეონ ბონაპარტემ რუსეთის სამხედრო ატაშეს ჰკითხა: “რომელია უმოკლესი გზა მოსკოვამდე?”

ატაშემ მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა: “მოსკოვში ბევრი გზა მიდის. მაგალითად, კარლ მეთორმეტე პოლტავის მხრიდან მიადგა მოსკოვს”.

ჰიტლერმა კი ზუსტად იცოდა მოსკოვში მისასვლელი ყველა გზა და შეკითხვის დასმა არ სჭირდებოდა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, არც ის იკითხა, როგორ ბრუნდებოდნენ მოსკოვში “ჩასულები” უკან.

1941 წელს ჰიტლერმა თავის დირექტივაში ჩაწერა: “გრანდიოზული ნაგებობების შემწეობით იქ, სადაც დღეს ქალაქი მოსკოვია, ჩვენ უნდა შევქმნათ ზღვა, რომლითაც სამუდამოდ მოვწყვეტთ ცივილიზაციას რუსი ხალხის დედაქალაქს” (ამონარიდი ნიურნბერგის პროცესის მასალებიდან. ტ.1. გვ. 495)

1941 წლის 3 ოქტომბერს სვასტიკიანმა ტანკებმა შეანგრიეს ქალაქ ორიოლის ზღუდეები, 6 ოქტომბერს დაეცა ბრიანსკი, 12 ოქტომბერს _ კალუგა. ვიაზმასთან ოთხი არმია ე.წ. ტომარაში მოექცა. მოსკოვი დაუცველი დარჩა.

დაიწყო კატასტროფული დღეები არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ბერლინი ზეიმობდა აღმოსავლეთში მიღწეულ უდიდეს გამარჯვებას.

 მოსკოვში გაჩერდა ტრანსპორტი, არ მუშაობდა მაღაზიები _ პროდუქტები უფასოდ დაურიგეს მოსკოვის მოსახლეობას. საბჭოეთის დედაქალაქის მისადგომებს მოადგა გერმანელთა რჩეული 80 დივიზია, მათ შორის, 14 სატანკო და 9 მოტორიზებული.

1941 წლის 15 ოქტომბერი. თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა გამოსცა ბრძანება #1, რომელშიც აღნიშნული იყო:

მოჟაისკის თავდაცვის ხაზზე შექმნილი არახელსაყრელი მდგომარეობის გამო, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ადგენს:

1. დაევალოს ვ. მოლოტოვს, გამოუცხადოს უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს მათი ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ ქალაქ კუიბიშევში. ამხ. ლ. კაგანოვიჩმა უზრუნველყოს მისიებისთვის სარკინიგზო შემადგენლობების დროული მიწოდება. ამხ. ლ. ბერიამ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება;

2. დღესვე ევაკუირებული იქნას უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აგრეთვე, მთელი მთავრობის შემადგენლობა სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მოლოტოვის მეთაურობით (ამხანაგი სტალინი ევაკუირებული იქნება ხვალ ან ცოტა მოგვიანებით, მდგომარეობიდან გამომდინარე);

3. დაუყოვნებლივ ევაკუირებული იქნას თავდაცვის სახალხო კომისარიატი და საზღვაო სამინისტრო ქალაქ კუიბიშევში. გენერალური შტაბის ჯგუფი გადაყვანილი იქნეს არზამასში;

4. იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგემ შემოაღწია ქალაქის კარიბჭეში, დაევალოს ამხანაგ ლ. ბერიასა და ამხანაგ ა. შჩერბაკოვს, განახორციელონ საწყობებისა და დაწესებულებების აფეთქება, რომელთა ევაკუაციაც მტრის ხელში ჩავარდნამდე ვერ მოესწრება. აგრეთვე, გაანადგურონ მთელი ელექტრომოწყობილობა მეტროპოლიტენში და საკანალიზაციო სისტემები.

თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე

ი. სტალინი”.

1941 წლის 16 ოქტომბერს სტალინმა განაცხადა: “არავითარი ჩემი ევაკუაცია. ვრჩები მოსკოვში, გამარჯვებამდე” (. რიბინი, “სტალინთან ერთად”, 1992., გვ. 25).

სტალინი უშუალოდ ჩაერთო მოსკოვის დაცვაში. 16 ოქტომბერს, საღამოს, ის გაემართა წინა ხაზზე მებრძოლ ა. ბელობოროდოვის დივიზიაში, რათა ჯარისკაცებთან ერთად გასცნობოდა საბრძოლო პოზიციებს, გასაუბრებოდა და გაემხნევებინა მეომრები. მივიდა სოფელ ლენინოში, მოინახულა დაჭრილები და მათგან მოისმინა, რომ ისინი მოსკოვისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებდნენ.

გამთენიისას უკან დაბრუნებული სტალინი კიდევ დიდხანს დაჰყურებდა მოსკოვის სტრატეგიულ რუკას და აღნიშვნებს აკეთებდა მასზე.

ათას ვარიანტში საუკეთესოს არჩევდა:

“მოსკოვის დაცემა, არა იმიტომ, რომ უკან დასახევი არ გვაქვს, საერთოდ, მიუღებელია, _ ჯიუტად ამტკიცებდა სტალინი, _ მოსკოვის დაცემა ნიშნავს, ფრთები შეისხას იაპონიის მილიტარიზმმა და მეორე ფრონტი გაგვიხსნას აღმოსავლეთიდან. ეს კი მეტისმეტად სახიფათო და დამღუპველია. ჩვენ ვერ ვიბრძოლებთ ორ ფრონტზე, რესურსი არ გვეყოფა. გაცილებით ადვილია, დავიცვათ მოსკოვი, ვიდრე ვიბრძოლოთ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე”.

სტალინმა ჯადოსნური სვლები გააკეთა. სხვადასხვა არხითა და საშუალებით დაადგინა, რომ იაპონია ვერ რისკავდა მეორე ფრონტის გახსნას აღმოსავლეთში. სტალინმა ბრძანება გასცა, მოსკოვის ომის თეატრის ავანსცენაზე გამოეყვანათ გამობრძმედილი და გაკაჟებული ციმბირელები და ყაზახები. ვერავინ აღწერს იმ თავგანწირვასა და ბრძოლის ჟინს, რომელიც ცეცხლმოკიდებულ მოსკოვში სტალინის ყოფნამ გამოიწვია მის მიერ მოხმობილ დამხმარე ძალებში.

20 ოქტომბერს მოსკოვი გადაიქცა სამხედრო ქალაქად. გზები გადაკეტილი იყო ტანკსაწინააღმდეგო ღობურებით. ქუჩაში გამოჩნდნენ პანიკიორები, დივერსანტები და პროვოკატორები, რომლებიც ხალხში ხმას ავრცელებდნენ, რომ მოსკოვი დაეცა, რომ სტალინი ქალაქიდან გაიქცა. გაიცა ყველა რჯულის მოღალატის ადგილზე ლიკვიდაციის განკარგულება. რამდენიმე საათში ქალაქში წესრიგი აღდგა. მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი ტენორი სერგეი ლემეშევი, როდესაც სხვა მსახიობებთან ერთად კუიბიშევში გასამგზავრებლად ვაგონში ადიოდა, უცებ თავის ამხანაგებს მოსწყდა და ქუჩაში ყვირილით გამოვარდა: “რატომ უნდა წავიდე მე კუიბიშევში, როდესაც სტალინი მოსკოვშია და მასთან ერთად რატომ არ უნდა დავიცვა ჩემი მოსკოვი?!”

ლემეშევს უამრავი თანამზრახველი გამოუჩნდა და ცოტა ხანში პუშკინის ქუჩაზე მდებარე დიდი თეატრის ფილიალში გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, ხოლო 22 ნოემბერს _ პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა “ევგენი ონეგინი”.

 როდესაც ამის შესახებ რადიოთი თუ თავიანთი მეთაურებისაგან სანგრებში ჩაწოლილმა თუ ტყეში გასულმა პარტიზანებმა შეიტყვეს, ყველას გამარჯვების იმედი ჩაესახა.

 1941 წლის 5 ნოემბერს მოსკოვთან ახლოს მისულმა გერმანელმა ოფიცერმა ალბერტ ნეიმგენმა, რომელმაც შორიდან თვალი მოჰკრა კრემლის კურანტებს, დედას წერილი მისწერა:

“ძვირფასო დედა, ახლა მოვდივარ ჩვენი დივიზიის შტაბიდან, სადაც მოიტანეს ბრძანება მოსკოვზე უკანასკნელი შეტევის დაწყების შესახებ. მე ვნახე უშველებელი ზარბაზნები, რომლებიც საღამოს ცეცხლს გაუხსნიან კრემლს. მე ის დივიზიებიც ვნახე, რომლებიც პირველი შევლენ წითელ მოედანზე და მოინახულებენ ლენინის საფლავს. ეს ომის დამთავრებაა, დედა. მოსკოვი ჩვენია, რუსეთი ჩვენია, ჩვენია ევროპა. ხვალ წერილს მოსკოვიდან მოგწერ და აღგიწერ, როგორია ეს წყეული აზიური ქალაქი”.

მაგრამ ასე არ მოხდა.

6 ნოემბერს მოსკოვის მეტროპოლიტენის ყველაზე ღრმა სადგურის _ “მაიაკოვსკაიასდარბაზში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 24- წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა მიტინგი, რომელზეც, როგორც წესი, სიტყვით იოსებ სტალინი გამოვიდა:

“… გერმანელ დამპყრობლებს გადაუწყვეტიათ, აწარმოონ გამანადგურებელი ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. რა გაეწყობა, რაკი გერმანელებს გამანადგურებელი ომი სურთ, ისინი მიიღებენ ამ ომს!”

7 ნოემბერს, დილით, გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებულად მომზადდა. ამ აღლუმის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ თვით მისმა მონაწილეებმაც კი.

მოსკოვის ჯარების სარდალმა პავლე არტემიევმა, როდესაც სამხედრო აღლუმის ჩატარების შესახებ შეიტყო, აღელვებულმა ჰკითხა სტალინს:

_ მოსკოვის საჰაერო სივრცეში მტრის თვითმფრინავი რომ შემოიჭრას და დაბომბოს წითელი მოედანი?”

_ მტრის ვერც ერთი თვითმფრინავი მოსკოვის საჰაერო სივრცეს ვერ დაარღვევს და, თუ ტრიბუნა მაინც დაბომბა, დაზარალებულები იქაურობას სასწრაფოდ მოაცილეთ, ხოლო აღლუმი არ შეაჩეროთ, _ დატოვა ანდერძი სტალინმა, შემდეგ კი მავზოლეუმის ტრიბუნიდან ჯარებს მიმართა:

ამხანაგებო, წითელარმიელებო და წითელფლოტელებო, მეთაურებო და პოლიტმუშაკებო, პარტიზანებო! თქვენ შემოგყურებთ მთელი მსოფლიო, როგორც ძალას, რომელსაც ძალუძს, მოსპოს გერმანელ დამპყრობთა მძარცველი ურდოები. თქვენ შემოგყურებენ ევროპის დამონებული ხალხები, რომლებიც გერმანელ დამპყრობთა უღელქვეშ მოექცნენ, როგორც თავის განმათავისუფლებლებს. თქვენ წილად გხვდათ დიადი განმათავისუფლებელი მისია. მაშ, იყავით ამ მისიის ღირსნი! ომი, რომელსაც თქვენ ეწევით, არის განმათავისუფლებელი ომი, სამართლიანი ომი. დაე, ამ ომში თქვენ აღგაფრთოვანებდეთ ჩვენი დიდი წინაპრების _ ალექსანდრე ნეველის, დიმიტრი დონსკოის, კუზმა მინინის, დიმიტრი პოჟარსკის, ალექსანდრე სუვოროვის, მიხეილ კუტუზოვის მამაცური სახეები! დაე, გფარავდეთ დიდი ლენინის ძლევამოსილი დროშა!

გერმანელ დამპყრობთა სრული განადგურებისთვის!

სიკვდილი გერმანელ ოკუპანტებს!”

1941 წლის 22 ივნისიდან 1941 წლის დასრულებამდე 49-ჯერ სცადეს გერმანელებმა მოსკოვის დაბომბვა. ამ ოპერაციებში მონაწილეობდა 3700 ბომბდამშენი. მოსკოვის საჰაერო სივრცე მხოლოდ 142 თვითმფრინავმა გადალახა, ხოლო მოსკოვისთვის საჰაერო ბრძოლებს მტრის 478 თვითმფრინავი შეეწირა.

მოსკოვისთვის ბრძოლის მთავარ ლოზუნგად იქცა პოლიტხელ ვასილ კლოჩკოს სიტყვები: “რუსეთი დიდია, მაგრამ უკან დასახევი ადგილი არ გვაქვს _ უკან მოსკოვია”.

ლეგენდარული 316-ე მსროლელი დივიზია, რომელსაც გენერალ-მაიორი ივანე პანფილოვი მეთაურობდა, სამუდამოდ ჩაიწერა მოსკოვის ისტორიაში. სწორედ ამ დივიზიის მებრძოლებმა გაანადგურეს გერმანელთა საუკეთესო მე-2 სატანკო და 29-ე მოტორიზებული დივიზიები. აგრეთვე, მე-11 და 110-ე ქვეითთა დივიზიები, ,იტლერის რჩეული არმიიდან.

სტალინის მიერ შემონახული რეზერვის შესახებ საბჭოთა კავშირის ბევრმა მაღალი რანგის პარტიულმა თუ სამხედრო ხელმძღვანელმა არ იცოდა, და, რა თქმა უნდა, არ იცოდა არც გერმანიის სამხედრო დაზვერვამ. სწორედ ახალ-ახალი დივიზიებისა და არმიების გამოჩენა აგდებდა “შოკში” ჰიტლერს, რომელსაც ჩაუფლავდა მოსკოვისთვის ბრძოლის სტრატეგიაც და ტაქტიკაც. ის მხოლოდ ისტერიკულად გაჰკიოდა: “მომატყუეს!”.

როდესაც ჰიტლერის თაყანისმცემლები აანალიზებენ მოსკოვის ბრძოლებს, ამბობენ, ჰიტლერმა იმიტომ ვერ შეძლო საბჭოეთის დედაქალაქის აღება, რომ მის მისადგომებთან მთავარი მოწინააღმდეგე “გენერალი ტალახი” დახვდა და ხელი შეუშალა გერმანელთა სამხედრო ტექნიკას ოპერაციების შესრულებაშიო.

საკითხავია, როგორი გზებით მოდიოდნენ მეტ-ნაკლებად კეთილმოწყობილ მოსკოვის მისადგომებამდე ვერმახტის ტანკები და რატომ აღმოჩნდა ასე გაუვალი მოასფალტებული მოსკოვის ქუჩები, რომლებშიც მათ დახვდა “გენერალი ტალახი”, ან იმ 3700 თვითმფრინავსაც ტალახი უშლიდა ხელს, მოსკოვში რომ ვერ შეაღწიეს?!

ჰიტლერის თაყვანისმცემელთა ამ თვალსაზრისის გასაბათილებლად საკმარისია, გაცნობა ერთი კურიოზული წერილის შინაარსისა, რომელიც მარშალმა ჟუკოვმა მთავარსარდალ სტალინს გაუგზავნა:

“14 დეკემბერი 1941 წელი.

ამხანაგ სტალინს!

ფელდმარშალი გუდერიანის ტყვედ ჩავარდნილი არმიის ნაწილები, ყინვით შეწუხებულები, თხოვნით მოგვმართავენ, დავრთოთ ნება, ჩაიცვან საპარადო ტანსაცმელი, რომელიც მათ წამოღებული აქვთ თავიანთი გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე ჩასაცმელად.

ჟუკოვი”.

როგორც ამ მოკლე წერილიდან ჩანს, მოსკოვის მისადგომებთან ჰიტლერელთა განადგურებაში “გენერალი ზამთარი” და “გენერალი ტალახი” არაფერ შუაშია. აქ ნათლად იკვეთება ვერმახტის მიერ სტალინისა და სტალინური რუსეთის შესაძლებლობების არასწორი შეფასება _ ფაშისტებს ეგონათ, რომ საბჭოთა კავშირს 1941 წლის 7 ნოემბრამდე მოუღებდნენ ბოლოს.

მოსკოვის დაცვის ეპოპეა სამხედრო ხელოვნების ნათელი მაგალითია. სწორედ აქ გამოჩნდა სტალინის სამხედრო ეშმაკობა მოწინააღმდეგის მოტყუებისა, რომელსაც ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი მსოფლიოს ომების ისტორიაში.

სტალინმა მოსკოვთან დაწყებული ბრძოლები 1945 წლის 30 აპრილს ბერლინის შტურმით დაამთავრა, რომლის ნანგრევებშიც იწვოდა მსოფლიოზე გაბატონებით ფრთაშესხმული, შემდეგ კი სტალინთან ბრძოლაში თავლაფდასხმული ჰიტლერის ნეშტი.

ჟუკოვს, მის მიერ გაგზავნილ ცნობაზე 1 მაისის გამთენიისას ჰიტლერის თვითმკვლელობის შესახებ, სტალინმა უპასუხა: “დაიგრალსა და პადლეც?! თუ მეტი მნიშვნელოვანი არაფერი მოხდა ბერლინში, ნუ გამაღვიძებ, ხვალ ხომ დიდი ზეიმი გვაქვს _ 1 მაისი”.

სტალინის სახელზე დედამიწის ყველა კუთხიდან მოდიოდა წერილები. ხალხი სიხარულს ვერ მალავდა. გათავისუფლებული ევროპა ყველა დიდი ქალაქის ყველა დიდ გზაჯვარედინზე სტალინის ბიუსტის დასადგმელად ემზადებოდა. მთელი ევროპა მოიცვა გამარჯვების სახელობის პარკებმა და იქ აღმართულმა განმათავისუფლებელი რუსი ჯარისკაცის ძეგლებმა. საბჭოეთში მშვიდობა მყარდებოდა. მილიტარისტული იაპონია თავის ნაჭუჭში იკეტებოდა, როდესაც “მშვიდობისმოყვარე და ადამიანის უფლებების დამცველმა” ამერიკამ ახალგამოგონილი ატომური ბომბის გამოცდა მოაწყო და იაპონიის ორი ქალაქი _ ნაგასაკი და ჰიროსიმა ჯოჯოხეთის ცეცხლის ალში გაახვია.

სტალინის ინიციატივით შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მისი 5 წევრისგან შემდგარ უშიშროების საბჭოს სამუდამოდ უნდა უზრუნველეყო მშვიდობა მსოფლიოში. Gგარდაიცვალა სტალინი და დაიშალა საბჭოთა კავშირი.

დღეს ევროპა გვამუნათებს იმის გამო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვიღაცას ახსოვს სტალინის სახელი. არადა, მონობიდან დახსნილი ევროპის სახელით საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა 1945 წლის 9 მაისის სადღესასწაულო დღეებში დეპეშა გაუგზავნა სტალინს: “თუ დღეს ევროპა თავისუფალია, ეს სტალინისა და სტალინგრადის დამსახურებაა”.

თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი 1943 წელს “სანთელს უნთებდა დილა-საღამოს და ღმერთს ევედრებოდა სტალინის ჯანმრთელობას, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ეხსნა ევროპისა და მსოფლიო ცივილიზაცია”, ნუთუ იმხანად უფრო კარგად არ ახსოვდათ კოლექტივიზაციისა და 1937 წლის ტრაგიკული მოვლენები, ვიდრე დღეს, სტალინის გარდაცვალებიდან 63 წლის შემდეგ?!

მაგრამ არა, ჩემო მკითხველო, მიზეზი სხვა რამ არის.

დღეს ცივილიზებულმა და მორწმუნე ევროპამ თავისი ფეშენებელური ეკლესიებიდან ქალ-ვაჟი განდევნა და ახლა იქ მღვდელმსახურები კატებისა და ძაღლების ქორწინების ცერემონიას ატარებენ, ხოლო ეკლესიიდან გამოსულ ვაჟს ვაჟი მიჰყვება ცოლად, ქალს _ ქალი, ცხოველურმა ინსტიქტებმა სძლია ადამიანურს. ამ ყველაფერს უფალი დაჰყურებს მაღლიდან და, თუ ამ სოდომსა და გომორას ზეციდან ცეცხლის ენები არ მოუვლინა, მაშინ უდაბნოებში ჩასაფრებული მფრინავი გველები მისრიალდებიან ამ უწმინდური ადამიანების ბუნაგთან და აღგვიან მას პირისაგან მიწისა.

ღმერთი ბოროტების დასათრგუნავად უფრო აღაზევებს სიკეთეს სხვა ქვეყანაში, რომელმაც უნდა სძლიოს სიბნელესა და ბოროტებას. ღმერთს, ალბათ, ეს “შავი სამუშაოც” უკვე დაწყებული აქვს.

დემოკრატიულისამყარო ყველა უბედურებაში სტალინის კულტს ადანაშაულებს. სტალინი ბოროტების ღმერთად არის გამოცხადებული და თურმე ის არ ანებებს საზოგადოებას სწორად განვითრებას, ამიტომ უნდა დაემხოს არა როგორც კულტი, არამედ როგორც ღმერთი და სარწმუნოება, რათა ხალხს განვითარების საშუალება მიეცეს.

ალბათ, მსოფლიოს ისეთ “დემოკრატიულ განვითარებაზე” ფიქრობენ, როგორც ერაყი, ლიბანი, სირია, ეგვიპტე, კოსოვო, ავღანეთი და სხვა ქვეყნები განავითარეს.

თუ აქამდე “დემოკრატები” ამტკიცებდნენ, რომ სტალინი ქრისტიანული სარწმუნოების მტერი და გამანადგურებული იყო, დღეს ვექტორი შეიცვალეს და სტალინი ორთოდოქს მართლმადიდებლად გამოაცხადეს. ისინი საზოგადოებას ფარულად უბიძგებენ სტალინის ხატის შექმნისკენ, რათა მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან საბრძოლველად გზა უფრო ფართოდ გაეხსნათ. მაგრამ მწარედ ცდებიან “დემოკრატები”. ღვთისადმი ხალხის რწმენის განმტკიცება ქმნის იმ მტკიცე შენადნობს, რომლის დამანგრეველი ძალაც ადამიანის გონებას ჯერ არ შეუქმნია, ამიტომ სულ ტყუილად ცდილობენ და უშედეგოდ ხარჯავენ დროს, ენერგიასა და რესურსს სტალინისა და მართლმადიდებლობის ერთმანეთისგან დასაშორებლად.

დღეს მსოფლიოს აკანკალებს ჯიჰადის ქამრის ხსენებაზე, და “დემოკრატებს” ვურჩევ, ნუ მიიყვანენ საქრისტიანოს იმ ზღვრამდე, რომ ჯიჰადის ქამარი ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შეცვალოს. აი, მაშინ კი იქნება საკითხავი, დედამიწის რომელ კუთხეში მიადგება დიდ მწვერვალს ნოეს კიდობანი.

მსოფლიომ ნახა, პუტინმა როგორ გააგდებინა მოტაცებული საბჭოთა კავშირი ვეშაპს პირიდან. დღეს ვინ არ იცის, რომ 1990 წლებში გაპარტახებული რუსეთის წყალქვეშა ხომალდებს კერძო პირები ჯართად ჰყიდდნენ, კოსმოდრომები აუქციონზე იყო გატანილი, ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი ჩუბაისის ჯიბის ხურდად იყო გადაქცეული, ხოლო გალეშილი “იმპერატორი” ელცინი თვითმფრინავის სალონიდან ვერ ჩამოჰყავდათ.

მის შემდეგ ქვეყანა ნელ-ნელა იბრუნებს სუპერსახელმწიფოს ტიტულს.

მაშინ უფრო ძლიერი იყო რუსეთი, როდესაც მას ამერიკა, ელცინი და ჩუბაისი მართავდნენ თუ ახლა, როცა ქვეყანას სხვა ქვეყნებისგან (ამერიკისგან) დამოუკიდებლად პუტინი მართავს?

მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს _ ვლადიმერ პუტინს:

ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

კვლავ აღმართეთ კრემლზე დროშა წითელი, ძლევამოსილი, სტალინური გერბით დამშვენებული. არ დაგჭირდებათ არანაირი მოწოდება, ისე დადგება 300 მილიონი კაცი კვლავ თქვენ გვერდით, მათ მიემატება თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მილიარდობით ადამიანი.

აღმართეთ თავისუფლების, ამერიკული იმპერიალიზმისგან თავის დახსნის, ევროპის კოლაფსიდან გამოყვანის, სოციალური თანასწორობის, თავისუფალი ცხოვრებისა და სიცოცხლის დროშა!

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here