Home რუბრიკები საზოგადოება მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების წყალქვეშა დინებები

მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების წყალქვეშა დინებები

656

მეორე დღესვე ქართული პრესა სკანდალური სათაურებით აჭრელდა: “ჩხუბი, გინება და გაწევგამოწევა მეცნიერებათა აკადემიაში” “არააკადემიური ვნებათაღელვა” “გიორგი კვესიტაძე: “სტუდენტებს ეკითხებიან უნივერსიტეტის ბედიღბალს, 90 აკადემიკოსს კი არავინ არაფერს ეკითხება” “ივანე კიღურაძემ ელიზბარ ჯაველიძესმოსყიდულიუწოდა და ..

მანამდე კი იყო დღე პირველი _ 2016 წლის 4 მაისი, ოთხშაბათი. ნაშუადღევს, 2 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრება, რომელიც ფართო საზოგადოებრიობისთვის ღია იყო, მუშაობას შეუდგა. დღის წესრიგში ერთი საკითხი იდგა, რომლის შინაარსი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: საქართველოს პარლამენტის წევრის _ ივანე კიღურაძის მიერ მეცნიერებათა აკადემიისთვის გვერდის ავლით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი კანონპროექტისსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

კრებაზე საკითხის განხილვამდე ისეთი პროცესები განვითარდა, რომ აკადემიკოსთა ეს საფიხვნო დაძაბულად უნდა წარმართულიყო. ამ ფონზე უადგილო გამოჩნდა შეკითხვა, რომელიც ბატონ კიღურაძეს კრების დასაწყისშივე დაუსვეს _ მზად არის თუ არა, კანონპროექტში ჩაწერილი ზოგიერთი პრინციპული საკითხის კონსესუსის საფუძველზე კორექტირებისთვის.

ამაოდ დაშვრნენ, რადგან პასუხად “დიპლომატიური” დუმილი მიიღეს.

აკადემიკოსებმა ასეთი რეაქცია ურთიერთპატივისცემის, კოლეგიური დამოკიდებულების იგნორირებად ჩათვალეს. კანონპროექტის ავტორს ისიც უკიჟინეს, რომ მან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კონსულტაციების ჩატარებაც ზედმეტად მიიჩნია. უსაყვედურეს, რომ საერთოდ უგულებელყოფს აკადემიურ თავყრილობებს, არ მონაწილეობს აკადემიაში მოქმედი კომისიების მუშაობაში, “კარგა ხანია, დისტანცირებულია აკადემიას და მასში მიმდინარე რეალურ პროცესებს”, დაცილებულია სინამდვილეს და ამიტომაც უკრიტიკოდ არ მიიღეს მისი ავტორობით შექმნილი კანონპროექტი. მიიჩნიეს, რომ იგილახავს მეცნიერების ეროვნული აკადემიის ინტერესებს და აკადემიის წევრების აღშფოთებას იწვევს”.

ხომ არ სარგებლობს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე სამსახურეობრივი მდგომარეობით საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად?

ესეც იკითხეს.

ბატონმა ივანე კიღურაძემ კრების დამთავრებისთანავე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ეს “ბრალდება” ფაქტობრივად დაადასტურა. შეკითხვას _ აკადემიის არაერთმა წევრმა აკადემიის პრეზიდენტის _ გიორგი კვესიტაძისა და ვიცეპრეზიდენტის _ როინ მეტრეველისადმი პირად ანგარიშსწორებაში დაგადანაშაულათო, ასე უპასუხა: არც აკადემიის პრეზიდენტისა და არც ვიცეპრეზიდენტის მეგობარი არ ვყოფილვარ. არც ერთისთვის ხმა არ მიმიცია. პრეზიდენტის არჩევნებისას თამაზ გამყრელიძეს მივეცი ხმამათი ძმაკაცი არ ვარ, მაგრამ არც მტერი ვარსაერთოდ, არავის მტერი არ ვარ. მათ შეუძლიათ მტრობა, მაგალითად, ბატონ ჯაველიძეს. მან, კვესიტაძის დავალებით, ჩემზე მდარეხარისხოვანი პასკვილების მთელი სერია შექმნა. არც ერთი არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი, რაც ეწერა. წეროს და იკითხოს. კიდევ მე ვარ მათი მტერი? ხმაც არ ამომიღია. ისე ვერ დავხურდავდები, რომ მათთან პოლემიკა გავმართო”.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ “მტერი არ ვარ” სულაც არ ნიშნავს მეგობრობის დამტკიცებას და სიყვარულის ახსნას.

_ “ისე ვერ დახურდავებახომ არ იყო იმის მიზეზი, ბატონო გიორგი, რომ კონსესუსის წესით აკადემიის საერთო კრებაზე შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოხერხდა? _ ამ შეკითხვით ვიწყებ საუბარს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძესთან:

_ ჯერ იმას გეტყვით, რომ კანონპროექტში არის პუნქტები, რომლებსაც ვეთანხმებით, რომლებზეც შეიძლება მსჯელობა, მაგრამ არის ისეთები, რომლებიც მიუღებელია. მაგალითად, დაგისახელებთ სტიპენდიატების ინსტიტუტის შემოღებას. რაც აკადემიის წევრების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს 110-დან 70-მდე. სტიპენდიატების წინააღმდეგი არ ვართ, ოღონდ იმ აუცილებელი პირობით, რომ წევრ-კორესპონდენტების ინსტიტუტი დარჩეს, მაგრამ ბატონი ვანო ამას კატეგორიულად არ ეთანხმება. გაუგებარია, რატომ სურს პროექტის ავტორს აკადემიის დაშლა და წევრკორთა ინსტიტუტის მოსპობა.

_ რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა.

_ როცა ჩვენ აღდგენის შესახებ წინადადება შევიტანეთ, პარლამენტის კომიტეტის ხუთმა წევრმა თავი შეიკავა, ორმა მხარი დაგვიჭირა, ორი წინააღმდეგი წავიდა _ კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე და მისი მოადგილე ნუკრი ქანთარია. ჩვენი წინადადება დაიბლოკა. ასე დარჩა ძალაში ნაციონალების გადაწყვეტილება.

ასეთი სიახლე”, რომლის დაკანონება სურს ბატონ ვანოს, დამღუპველია და არც ერთი ქვეყნის არც ერთ მეცნიერებათა აკადემიაში არ არის, სხვათა შორის, ისევე, როგორც მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტობის და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების ასაკობრივი შეზღუდვის პრინციპი, რომელიც ახალ კანონპროექტშია ჩადებული.

_ კრებაზე ესნოვაციაშეაფასეს, როგორც ასაკობრივი დისკრიმინაცია

_ ასეცაა. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ახალარჩეული პრეზიდენტი 77 წლის არის, აზერბაიჯანისა _ 81 წლის ხდება. ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე ცნობილი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ბორის პატონმა 96 წელს გადააბიჯა.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები, მსოფლიოში ცნობილი და დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერები, აკადემიკოსები: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე, ალბერტ თავხელიძე, თამაზ გამყრელიძე, რომლებმაც ჩვენს აკადემიას და, საზოგადოდ, ქვეყანას დიდი სახელი და ავტორიტეტი შესძინეს, პრეზიდენტად მოღვაწეობისას 70 წელიწადზე მნიშვნელოვნად მეტის ბრძანდებოდნენ. ასაკობრივი დისკრიმინაცია მიუღებელია.

ჩვენ, აკადემია ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციაზე ყველა დარგში. არა მგონია, რომ ბატონმა ვანომ ეს არ იცოდეს, მაგრამ სხვა პრინციპით მოქმედებს, სხვა რამ აწუხებს…

ჩვენ შორის ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჩემი პრინციპული პოზიცია მთელ რიგ საკითხზე პირადად გავაცანი, ხოლო კულმინაციას მიაღწია მაშინ, როცა ვიცეპრეზიდენტად წარვადგინე ბატონი როინ მეტრეველი, ჰუმანიტარული დარგის მეცნიერთა შორის გამორჩეული და ყველაზე მეტი გამოცდილების მქონე მოღვაწე.

ახალ ვიცეპრეზიდენტად მის მიერ წარდგენილი კანდიდატურის ხილვა სურს პროექტის ავტორს, ერთის და არა რამდენიმესი, რადგან ამდენი მხარდამჭერი არ ჰყავს და არც ჰყოლია.

ახლა აკადემიის ბედი წყდება და ამ გართულებულ სიტუაციაში ემოციების მოთოკვა, ღირსების შენარჩუნება და გონების მობილიზება ყველას ერთნაირად გვევალება.

P.S. ბლიცინტერვიუში, რომელიცსაქართველო და მსოფლიომაკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს ჩამოართვა, ბატონმა ელიზბარმა თქვა, რომ ივანე კიღურაძის განცხადება, თითქოს იგი (კიღურაძე) ნაცხელისუფლებას ებრძოდა, სიცრუეა. ერთიორჯერ გამოვიდა უნივერსიტეტში და სულ ეგ იყოო.

_ თუ რამესთვის იბრძოდა იმ პერიოდში _ “ოცნებასთანდასაახლოებლად. საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა რაღაცქართული აკადემიადა ასე მოიპოვა ნდობა სააკაშვილთან დაპირისპირებული ძალების, გაიკვალა გზა ბიძინა ივანიშვილისკენ. ისიც, ეს ალალი კაცი, ენდო მოხუც ადამიანს,_ კაი კაციაო, ეუბნებოდნენ. გაიყვანა კიდეც პარლამენტშიოცნებისსიით. ახლა გამოაბრძანებენ. ამიტომაა, რომ, როგორც მაოხრებელი გზირი, წამლავს გარემოს. უნივერსიტეტის რექტორობა სურდა, არ აირჩიეს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობა უნდოდა, არ აირჩიეს, და ეძებს ახლა სათავისო ნავსაყუდელს, რადგან მოქმედი პარლამენტის ვადის გასვლის შემდეგ აღარავის გაახსენდება.

ოთხი წელიწადია, გადაეკიდა აკადემიის ხელმძღვანელობას და არც ერთი კანონი, რომელიც კი შეიტანა აკადემიამ, პარლამენტს არ მიაღებინა.

მე კი განსაკუთრებით იმიტომ მემტერება, რომ მოურიდებლად ვამხილე, რამდენიმე წერილი დავუწერე და სრულად წარმოვაჩინე ის სიყალბე, რომელსაც იგი სჩადიოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ყოფნისას. ხათუნა გოგორიშვილი, არჩევნების ყველაზე აქტიური გამყალბებელი, მისი გამოზრდილი ნასტუდენტარია. კიღურაძის მიერ გაყალბებული არჩევნების მსხვერპლი მე ვარ პირადად. როგორც ამბობენ, ასეთი გაყალბების საფასურად თავის დროზე საკმაო რაოდენობის ვალუტაც აიღო, რომელიც საზღვარზე გადასვლისას ჩამოართვეს: ნიფხვიდან ამოაცალეს დოლარები.

_ ბატონმა ვანომ ბრძანა, რომ ელიზბარ ჯაველიძე აკადემიაში მოგონილ თანამდებობაზეა დანიშნული და უკეთესი იქნებოდა, თუ იმ ფულს, რომელსაც იგი ხელფასად იღებს, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოში მომუშავეებს გაუნაწილებენო.

_ არის თუ არა “მოგონილი” ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისია, მკითხველმა განსაჯოს. ეს ერთი. მეორე _ ფართო საზოგადოება ინფორმირებულია, რომელ საკითხებზე, რომელ პრობლემებზე და როგორი ინტენსივობით ვმუშაობთ. ბატონ ვანოს არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენს ეროვნულობას ემსახურება. ხოლო ჩემი ხელფასი, როგორც ამ საბჭოს პასუხისმგებელი მდივნის, 600 ლარია. ესაა და ეს.

ცნობისთვის: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით, შეიქმნა აკადემიკოსთა ხუთკაციანი კომისია, რომელიც კრებაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების საფუძველზე შეიმუშავებს პარლამენტისთვის წარსადგენ პასუხს და აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ გაგზავნის დანიშნულებისამებრ.

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. ელიზბარ ჯაველიძემ შეიძლება გადაწონოს მთელი აკადემია. აბა მითხარით უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ასი აკადემიკოსიდან, რომელს გაგვთ აღებული პატენტი გამოგონებაზე, და რამდენი სამეცნიერო სიახლე შეიტანეთ საქართველოს განვითარებაში !!! მცხვენია აკადემიაში შემოსვლა … ერი იღუპება თქვენ კი გძინავთ…და იმალებით . ნაყიდი დიპლომების გცვენიათ !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here