Home რუბრიკები ბლოგი ლავროვი: ნატოს მოახლოებას რუსეთის საზღვრებთან პასუხს გავცემთ

ლავროვი: ნატოს მოახლოებას რუსეთის საზღვრებთან პასუხს გავცემთ

669

სააგენტო INTERFAX.RU-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია მისი საზღვრების სიახლოვეს ნატოს ინფრასტრუქტურის განლაგების საპასუხოდ აუცილებელ ზომებს მიიღებს.

„ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით, რომ ალიანსის აღმოსავლეთისკენ უსასრულოდ გაფართოებას ადეკვატურ პასუხს გავცემდით. უნდა იცოდეთ- თუკი ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა  რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდება, ბუნებრივია, ჩვენ შესაბამის სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მივიღებთ“,- განაცხადა ლავროვმა შვედურ გაზეთ „დაგენს ნიუხეტერთან“ ინტერვიუში.

ჩვენ მუდამ გვეუბნებოდნენ: ნატოს არა აქვს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმის ნება-სურვილი. მაგრამ თუ ასეთი განზრახვა არ არსებობს, მაშინ რატომ ხდება ისე, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს  პერმანენტულად უახლოვდება?! ამდენად, ჩვენ მივიღებთ საპასუხო ზომებს, არა ნატოს განზრახვებიდან, არამედ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ანუ რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ,“,- ხაზს უსვამს ლავროვი.

მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი თავისი ქმედებებით  ნატოს სიახლოვეს, მას საფრთხეს უქმნის წარმოადგენს სხვას არაფერს, თუ არა რეალობის ყირამალა დაყენების უსუსურ მცდელობას.

 „ ამავდროულად, რეალობა ასეთია: ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, აღებული ვალდებულებების მიუხედავად, უახლოვდება ჩვენს საზღვრებს, ხოლო როდესაც ჩვენ შესაბამის ზომებს ვიღებთ, საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გვეუბნებიან, თურმე პირიქითაა და არა აშშ-ია დამნაშავე, არამედ  რუსეთი მოქმედებს სახიფათოდ ალიანსის საზღვრებთან“,- აცხადებს ლავროვი.

„კერძოდ, რუსულ თვითმფრინავებს, რომლებმაც  ბალტიის ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის სიახლოვეს გადაიფრინეს, არაფერი უკანონო არ ჩაუდენიათ. ისინი, იმ რაიონში, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში,  აბსოლუტურად ლეგიტიმურ სამხედრო სწავლებებს გადიოდნენ.

რუსულმა თვითმფრინავებმა დააფიქსირეს  ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც დიდძალი შეიარაღებით უახლოვდებოდა რუსეთის სამხედრო ბაზას და გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ. როგორც კი გაარკვიეს, მით უმეტეს რომ  ეს  ხომალდისაგან უსაფრთო და დასაშვებ მანზილზე მოხდა, დატრიალდნენ და გააგრძელეს ფრენა“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედურ გაზეთ „დაგენს ნიუხეტერთან“ საუბარში.

ლავროვმა შეახსენა, რომ 1972 წელს რუსეთსა და აშშ-ს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება ფრენების უსაფრთხოების შესახებ. შემდგომ, რუსეთმა  შესთავაზა აშშ-ს დამატებითი პროტოკოლის მიღებაც, რაზეც ვაშინგტონმა უარი განაცხადა.

მისი თქმით, 20 აპრილს ბრიუსელში მიმდინარე სხდომაზე დისკუსიისას, რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ შეახსენა ამერიკელებს აღნიშნული ფაქტი, რითაც ისინი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩააგდო, რადგან  აღნიშნულის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბალტიის ზღვაში, რუსულმა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელმა “სუ-27”-მა ამერიკულ სამხედრო ხომალდს “ერ-ეს-135”-ს 15 მეტრში ჩაუფრინა და ე.წ. კასრი (უმაღლესი პილოტაჟის ფიგურა) შეასრულა- ამერიკულ თვითმფრინავს მარცხენა ფრთის მხრიდან მიუახლოვდა და მანევრი მარჯვენა ფრთის ბოლოს დაასრულა. ინციდენტი ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა.

ამერიკელებმა, ისევე, როგორც ხომალდ “დონალდ კუკის” შემთხვევაში, პროტესტი გამოთქვეს რუსული თვითმფრინავების მანევრების გამო, მაგრამ საკითხავია, რას აპროტესტებენ ამერიკელები? _ განა რუსეთისთვის აკრძალულია თავიანთი სახელმწიფო საზღვრებიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სივრცეში ფრენა, ხოლო ამერიკელებს აქვთ ამის უფლება იმ ტერიტორიაზე, რომელიც აშშ-დან 5000 კმ-ით არის დაშორებული?

კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია.

             

                                                                       კონსტანტინე ჩიკვილაძე

1 COMMENT

  1. ჩემი აზრიტ თუ ჭკუით არ ვიქნებით ნატო დაგვღუპავს ჩვენ, დაგვაპირისპირებს რუსეთს და მერე თვითონ კი განზე გადგება და აღშფოთება შეშფოთებით შემოიფარგლება

  2. Vinc amerikaze ityvis saqartvelos megobrobis xels uwvdiso,is an brmaa an yru, an orive ertad.rogor sheidzleba politikosma am monstri saxelmwifos realuri interesebi ver dainaxos.

  3. ნატო ჩვენ არაფერში დაგვეხმარება და თუ რუსეთ გავაღეზიანეთ დასავლელი მეგობრების აღშფოთება და შეშფოთება ვერაფერს გვიშველის, ხოლონის ნხალხი ვინც მოგვიწოდებს კონფროტაციისაკენ ნთვითონ პირველები დატოვებენ ქვეყანას

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: nukri alimbara Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here