Home რუბრიკები ბლოგი აშშ-ს ელჩი ნატოში – ნატოს გაფართოების შესაძლებლობა არ არსებობს

აშშ-ს ელჩი ნატოში – ნატოს გაფართოების შესაძლებლობა არ არსებობს

638

პარასკევს, შეერთებული შტატების ელჩმა სამხედრო ალიანსში, დაგლას ლიუტმა  შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ახლო მომავალში, ნატოს გაფართოების შესაძლებლობა არ არსებობს, გამომდინარე იქედან, რომ ამან შესაძლოა რუსეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.”- პერსპექტივა, რომელიც სავარაუდოდ იმედებს გაუცრუებს საქართველოს და ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფოს, ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს.

 ელჩის თქმით, ნატო “მოკაკვულ მდგომარეობაში” ცვლილებების წინაშე პირისპირ იდგა, რაც ცივი ომის დასრულების გარემოებებით იყო განპირობებული და ალიანსს არ უნდოდა გაემწვავებინა რუსეთში არსებული შიდა სისუსტეები.

“რეალურად თუ ვისაუბრებთ, არა მგონია, რომ ახლო მომავალში, შესაძლოა, უფრო მეტი დროის განმავლობაშიც, ნატოს დამატებითი სივრცე გააჩნდეს იმისათვის, რომ  ახალი წევრები მიიღოს”,- განაცხადა ლიუტმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ლონდონში.

“ვფიქრობ, რუსეთი თამაშობს მნიშვნელოვან როლს სტრატეგიულ გარემოში და ეს სტრატეგიული გარემო ნატოს გაფართოებას დაამუხრუჭებს. თუ გავიზიარებთ ზემოთხსენებულს, რუსეთის შიდა სისუსტეზე და შესაძლო ძლიერ დაღმასვლაზე, აზრს იქნება მოკლებული ის, რომ მას კიდევ უფრო მეტად უბიძგო და ამით შესაძლოა რუსეთის დესტაბილიზაცია დააჩქარო”,- განაცხადა ელჩმა.

გასული წლის დეკემბერში, ნატომ, 2009 წლის გაფართოების შემდეგ, პირველად მიიწვია თავის რიგებში ახალი ქვეყანა, მონტენეგრო, ნაბიჯი, რომელმაც მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია. კრემლი აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ნაწილში ნატოს ნებისმიერ გაფრთოებას ეწინააღმდეგება.

ნატომ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებად მიღებაზე ღია დაპირება მისცა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს, მაკედონიას და ბოსნიას და ჰერცოგოვინას, აგრეთვე უკრაინას.

ლიუტმა განაცხადა, რომ დამატებითი წევრების მიღების პოლიტიკა ღია რჩება, თუმცა ახალი წევრების მიწვევას ნატოს ყველა წევრი აუცილებლად უნდა დაეთანხმოს  და ამგვარი რამ კი ნაკლებად მოსალოდნელია. 

“არ არსებობს გზა, ახლო მომავალში მივაღწიოთ შეთანხმებას საქართველოს და უკრაინის ალიანსის ახალ წევრებად დამატებაზე,” -განაცხადა  ლიუტმა.

 

                    მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

1 COMMENT

  1. თუ შეერრთებული შტატების ელჩინაკეტებს განცხადებას, რომ ახლო მომავალში , ნატოს გაფართოების შესაძლებლობა არ არსებოიბსო, რადგან ამან შეიძლება რუსეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიოსი მაშინ საქართველო რომელმ ნატოში წევრიანდება, პოლიტიკოსებო ნუ გვადებილებთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here