Home რუბრიკები საზოგადოება პრობლემურ გადამხდელებს 2011 წლამდე წარმოქმნილი დავალიანება ჩამოეწერებათ

პრობლემურ გადამხდელებს 2011 წლამდე წარმოქმნილი დავალიანება ჩამოეწერებათ

478

ფინანსთა სამინისტროს წინასწარი გაანგარიშებით, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 69 700 გადასახადის გადამხდელის 2011 წლამდე წარმოშობილი 1 410 407 433 2 ლარის ოდენობის დავალიანება ჩამოიწერება. გარდა ამისა, 2013 წლამდე წარმოშობილი დავალიანებიდან ძირითადი გადასახადის _ 339 513 617 ლარის _ გადახდის შემთხვევაში, 27 380 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერება სანქციები – 623, 570, 423 ლარის ოდენობით.

აღნიშნული მონაცემები ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათშია ასახული, რომელიც “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ერთვის.

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერაა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ აქვთ, ჩამოეწერებათ – 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა და ასევე 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით.

 “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ძირითადი ნაწილი მოგების გადასახადის რეფორმას ეხება, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით მოხდება, ხოლო საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ საგადასახადო ორგანო განახორცილებს. ამავე პროექტით, კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში იყენებს, ძირითადი საშუალების იმპორტისას დღგ-ს თანხას აღარ გადაიხდის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here