Home რუბრიკები პოლიტიკა გია ვოლსკი: ციხეებში მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარი ამ კვლევების ავტორიტეტულობის ერთ-ერთი ინდიკატორია

გია ვოლსკი: ციხეებში მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარი ამ კვლევების ავტორიტეტულობის ერთ-ერთი ინდიკატორია

490

ქართული ოცნებისერთერთი ლიდერის, ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის _ გია ვოლსკის განცხადებით, “ენდიაიდააირაისეთი ქართული ორგანიზაციების მომსახურებით სარგებლობენ, რომელთა კვლევითი თუ საინფორმაციო საშუალებების სრული ზედამხედველობა და მართვა ხორციელდებოდა”.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებშიც კვლევების მიმართ უნდობლობის ასეთი მაღალი ხარისხი არ უნდა ნიშნავდეს, რომ დასკვნები არ გაკეთდეს და სიღრმისეულად არ იქნას შესწავლილი, თუნდაც უნდობლობის მიზეზები, რაც ამ კვლევის მიმართ არსებობს. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე გარემოებას უსვამს ხაზს, მათ შორის 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული არჩევნების შედეგებსა და კვლევის შედეგებს შორის სხვაობას და კოალიციაში პოლიტიკური კონფიგურაციის ცვლილებას.

“უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც რთული, მაგრამ პრობლემათა აღმოფხვრის ტენდენციებით. სამწუხაროა, რომ პატარა ქვეყანას, საქართველოს, არ აქვს იმდენი რესურსი, რომ გაუმკლავდეს მსოფლიო მასშტაბის ომით გამოწვეულ პრობლემებს, მაგრამ გაუმჯობესების ტენდენცია აშკარაა. ეს ყველაფერი კვლევების დროს ნაწილობრივ აისახება, ნაწილობრივ დაკარგულია რეალური ვითარება. თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ციხეებში მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს, ამ კვლევების ავტორიტეტულობის ერთ-ერთი ინდიკატორია. საჭიროა მუშაობა. კვლევები, ინდიკატორი, სტატისტიკური მონაცემები საკმარისი აქვს ხელისუფლებას… კვლევები აუცილებელი, საჭირო და საყურადღებოა. თუნდაც ნდობის დაბალი ხარისხით, ეს კვლევები იძლევა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას. ხელისუფლებას საკმარისი რესურსი აქვს, რომ ამ დასკვნების რეალიზაცია მოახდინოს”, _ განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here