Home რუბრიკები პოლიტიკა ნატოში აშშ-ის წარმომადგენელი: უახლოეს მომავალში ალიანსის გაფართოების შანსი არ არსებობს

ნატოში აშშ-ის წარმომადგენელი: უახლოეს მომავალში ალიანსის გაფართოების შანსი არ არსებობს

486

უახლოეს მომავალში ნატოს გაფართოების შანსი არ არსებობს, რადგან არის საშიშროება, რომ ეს რუსეთის დესტაბილიზაციას გამოიწვევს”. როგორც სააგენტოროიტერიიუწყება, ეს ნატოში აშშის მუდმივმა წარმომადგენელმა დუგლას ლიუტმა ლონდონში უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

“მე ვერ ვხედავ ბევრ შესაძლებლობას ნატოს შემდგომი გაფართოებისთვის უახლოეს მომავალში, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ან, შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც კი”, _ განაცხადა ლიუტმა. მისი აზრით, სტრატეგიული ვითარება ჯერჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ნატო გაფართოვდეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი კვლავ ღია რჩება ახალი წევრებისთვის, მაგრამ მათ მისაღებად ნატოს 28-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც ამჟამად მოსალოდნელი არ არის.

 “არ არის არანაირი გზა, რომ უახლოეს მომავალში მივაღწიოთ კონსენსუსს საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე”, _ განაცხადა დუგლას ლიუტმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here