Home რუბრიკები პოლიტიკა შვედეთის მინისტრი, რომელმაც ისრაელელები ნაცისტებს შეადარა, გადადგა

შვედეთის მინისტრი, რომელმაც ისრაელელები ნაცისტებს შეადარა, გადადგა

562

შვედეთის მშენებლობის მინისტრი და მწვანეთა პარტიის წევრი მეჰმედ კაპლანი გადადგა მას შემდეგ, რაც მასმედიამ იგი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისრაელელები ნაცისტებს შეადარა და, აგრეთვე, მემარჯვენე ექსტრემისტული ადგილობრივი ორგანიზაციისრუხი მგლებისმიერ გამართულ ნადიმში მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია გაზეთმაინდეპენდენტმაგასულ სამშაბათს, 19 აპრილს გაავრცელა.

44 წლის კაპლანმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების დისკუსიებმა შეუძლებელი გახადა მისი დარჩენა მინისტრის პოსტზე: “ნება მომეცით, განვმარტო, ეს არ ადასტურებს მონაცემებს ჩემს შესახებ, რომლებიც მცდარად მიმაჩნია. მე ვიცი, ვინ ვარ და რა გავაკეთე”, _ განაცხადა მან.

როგორც გამოცემა ადასტურებს, კაპლანი ეთნიკური თურქია, რომელიც შვედეთში მშობლებმა ერთი წლისა ჩაიყვანეს.

აპრილის პირველ ნახევარში შვედეთის საინფორმაციო წყაროებმა გამოაქვეყნეს შარშან, ზაფხულში, გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც კაპლანი ისლამისტური ორგანიზაცია “ნასიონალ ვიზიონის” წარმომადგენლებთან რამადანის დღესასწაულზე ყოფნისას არის აღბეჭდილი.

მინისტრს შეახსენეს სიტყვები, რომლებიც მან 2009 წელს წარმოთქვა, როცა პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ნაცისტების მიერ 1930-იან წლებში ებრაელების გენოციდს შეადარა.

თურქეთის ულტრამემარჯვენე ახალგაზრდული ორგანიზაცია “რუხი მგლები” _ “ჰიტლერიუგენდის” ანალოგი _ 1960-იან წლებში გამოჩნდა ასპარეზზე. მისი იდეოლოგიის საფუძველთა-საფუძველი პანთურქიზმია, ოცნება დიად, სეკულარულ თურქეთზე, იმპერიაზე, რომელიც “თურანულ” ხალხებს გააერთიანებს სისხლით ნათესაობის და არა მაჰმადიანური რწმენის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის “ბოევიკებს” ადანაშაულებდნენ მთელ რიგ ტერაქტებსა და მკვლელობებში მონაწილეობის გამო. კერძოდ, დაჯგუფების აქტიურმა წევრმა ალფარსლან ჩელიკმა იკისრა პასუხისმგებლობა რუსული ბომბდამშენის მფრინავის მკვლელობაზე. “სუ-24” თურქებმა 2015 წლის 24 ნოემბერს ჩამოაგდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here