Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

746

არ არსებობს საზოგადოების ბიზნესის განადგურების იმაზე უფრო ზუსტი და ნაღდი საშუალება, როგორიც ფულის თავშეუკავებელი ბეჭდვაა. იგი ეკონომიკის კანონებს განადგურებისკენ შეაბრუნებს, თანაც ისე შეუმჩნევლად, რომ ამას მილიონიდან ვერავინ შეამჩნევს.

ჯონ მეინარდ კეინსი

ვინ უდარაჯებს დარაჯებს?

იუვენალიუსი

როგორ იშვა კრიზისი?

დღევანდელი კრიზისის გამომწვევი მიზეზების განხილვითაა სავსე ყველა ჟურნალი და გაზეთი. კრიზისის მთავარი მიზეზის განმსაზღვრელად აშშის იპოთეკური ბაზრის წამდაუწუმ ხსენება წარმოჩნდება. “გამორჩეულიგამოცემები კი სიამოვნებით წერენ გაუმაგრებელი და უზრუნველყოფაგამოცდილი დოლარის გაუკონტროლებელი ემისიის შესახებ. ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების აზრით, სწორედ ეს არის უბედურების უმთავრესი მიზეზი. მართლა ასეა?

ჰოც და არაც. დოლარი და მისი ემისია ეკონომიკის ჩამოშლის არსია, მაგრამ დოლარი მიზეზი არ არის. დოლარი შედეგია. ჭეშმარიტი მიზეზის სახელია “ფედერალური სარეზერვო სისტემა”. დაგვეთანხმებით, რომ მწვანე ქაღალდები (ამჟამად მოვარდისფრო) ამერიკის პრეზიდენტების გამოსახულებით თავისით არ იბეჭდება. უთუოდ ვიღაცის გადაწყვეტილებით ჩამობეჭდავენ, როდის და რამდენს, ჩვენს პლანეტაზე უპირველეს ფულს. ჰოდა, ამ კეთილი ჯენტლმენების განკარგულებით დაიბეჭდა უზომოდ ბევრი დოლარი, გადამეტებულად ბევრი, რაც მიზეზთა მიზეზი გახდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკების გასაჭირის და მათი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენების.

გაცვეთილი სიტყვა “ინფლაცია”, რომელიც თანამედროვე ეკონომიკის განუყრელი თანამგზავრი და თითოეული ოჯახის ლამის წევრი გახდა, თურმე ყოველთვის არ არსებობდა. ძველ, კეთილ დროში არავითარი ინფლაცია არ არსებობდა. იგი გამოჩნდა მაშინ, როცა ეკონომიკა დღევანდელი, ჩვენთვის ნაცნობი სახით ჩამოყალიბდა _ როცა ფულის ბეჭდვა ჰაიჰარად დაიწყეს.

XVIII საუკუნიდან პირველ მსოფლიო ომამდე აშშ-ში და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ფასების დონე პრაქტიკულად არ შეცვლილა _ არც გაძვირებულა, არც გაიაფებულა. 1870-დან 1913 წლამდე ცხოვრების ფასი აშშ-ში ყოველწლიურად 0,2 პროცენტით იზრდებოდა. ასე იყო მაშინ, როცა ფასებს “ოქროს” ან “ვერცხლის” ფულით ადგენდნენ. ძროხა ან ცხენი რაც ღირდა, ასი ან ორასი წლის განმავლობაში ძვირფასი ლითონის გარკვეული რაოდენობით განისაზღვრებოდა, უფრო ზუსტად, იმ მონეტების რაოდენობით, რომლებიც დამშვენებული იყო ევროპელი მონარქების პროფილებით.

შემდეგ ყველაფერი თანდათან შეიცვალა. 1980-იან წლებში, მაგალითად, ნაყინი 20 კაპიკი ღირდა, ერთ კაპიკად კი მხოლოდ ერთი კოლოფი ასანთის ყიდვა შეიძლებოდა. მეფის რუსეთში ერთ კაპიკად კაცი მსუყე სადილით კარგად დანაყრდებოდა.

საქართველოში უიაფესი ნაყინი 50 თეთრი ღირს, ერთი კოლოფი ასანთი _ 5 თეთრი. ხუთი თეთრი კიდევ ლიფტით ასვლაჩასვლაში თუ გამოგადგებათ.

რა გახდა ყველაფრის გაძვირების მიზეზი?

ეკონომისტები გვეუბნებიან _ მიზეზი ფულის მასის გაზრდაა მსოფლიოში. იმ ფასებმა ყოფილ საბჭოთა კავშირში მაინცდამაინც “პერესტროიკის” დროს იწყო არნახული ზრდა. ფასებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სტაბილურობას ინარჩუნებდა, უცებ გაუსწრო ხელფასებს. ფასების ზრდას ყოველთვის წინ უსწრებდა რომელიმე კატაკლიზმი. მეფის რუსეთის დაცემამ კაპიკი ანაქრონიზმად აქცია; დაიშალა საბჭოთა კავშირი, ანაქრონიზმად იქცა რუბლი, იგივე მანეთი.

ასეთივე მოვლენები მეორდება ჩვენს პლანეტაზე, ყველა ქვეყანაში. და ყველგან ფასების მკვეთრი ცვლილების, ინფლაციის წარმოქმნის მიზეზად პირველი მსოფლიო ომი გვევლინება. ეგებ, ინფლაცია საომარმა დაპირისპირებამ გამოიწვია? არა, მანამდეც, XVIII და XIX საუკუნეებში წარმოებული ომების დროს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აამუშავებდნენ საბეჭდ დაზგებს და უშვებდნენ ფულის ნიშნებს, რომლებიც ოქროთი არ იყო უზრუნველყოფილი. მაშინ ფასები უცებ ავარდებოდა. მაგალითად, აშშ-ში დამოუკიდებლობისთვის ომის დროს დაბეჭდეს ფულის ნიშნები, რომლებმაც წარმოშვა ანდაზა (რაღაცა) “კონტინენტალკაც” (მაშინდელი ფულის ნიშანი) არ ღირსო. მაგრამ, როგორც კი დამთავრდებოდა ომი, ვალუტა გაიაფდებოდა, ფული ფულად იქცეოდა, ფასები კი თავდაპირველ მიჯნას უბრუნდებოდა.

იგივე რატომ არ მოხდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ? საომარი მოქმედების პერიოდში გაძვირებული ფასები მშვიდობის დამყარების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ომამდელ დონემდე არ დაიწია. იმიტომ, რომ ყოველი ომის შემდეგ საბეჭდ დაზგას გამორთავდნენ, მაგრამ ამ ომის შემდეგ გამარჯვებულმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, პირიქით, სრული სიმძლავრით ჩართო იგი. მსგავსი სურათი მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც გამეორდა, რომლის დამთავრების პერიოდისთვის აშშ-ში ინფლაცია შემცირდა, მაგრამ ფასები 1939 წლის დონეს აღარ დაუბრუნდა. მას შემდეგ, რაც დოლარი ჭეშმარიტად მსოფლიო სარეზერვო ვალუტად დამკვიდრდა, დაიწყეს მისი ბეჭდვა შეუზღუდავი რაოდენობით. სწორედ ამისკენ ისწრაფვოდნენ ფედერალური სარეზერვო სისტემის დამფუძნებელი ბანკირები.

1913 წელს, როცა ფედერალური სარეზერვო სისტემა (ფსს) შეიქმნა, აშშ-ში მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 148 დოლარი მოდიოდა. 1978 წლისთვის კი უკვე 3.691 დოლარი შეადგინა. დოლარის ღირებულება, ერთეულად მიჩნეული, ამ პერიოდისთვის, 1939 წელთან შედარებით, 12 ცენტამდე შემცირდა. 2006 წელს სამომხმარებლო ფასები აშშ-ში თითქმის 15-ჯერ აღემატებოდა 1939 წლისას.

ამრიგად, ასწლეულების განმავლობაში ფასები ურყევი იყო, ინფლაცია არ არსებობდა. სამაგიეროდ, ფსსის შექმნის შემდგომ წლებში წარმოქმნილი ინფლაცია აღარ გამქრალა, პირიქით, სერიოზულ ეკონომიკურ ფაქტორად დამკვიდრდა, იმდენად სერიოზულ ფაქტორად, რომ საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოების არსებობასაც კი. 1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა ხელფასებსა და ფასებზე სახელმწიფო კონტროლი დააწესა. დღეს ამის გახსენება არ უყვართ, მაგრამ იმხანად აშშის ეკონომიკა ისეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ საჭირო გახდასოციალისტურიღონისძიებების განხორციელება.

ინფლაცია აშშ-ში ფსს-ის შექმნის შემდეგ წარმოიქმნა და გაძლიერდა. რატომ? იმიტომ, რომ დოლარი სწრაფად იქცა მსოფლიო ვალუტად და ამერიკის ეკონომიკის კერძო პრობლემები დოლართან და მის ინფლაციასთან ერთად საერთო საკუთრებად წარმოგვიდგა…

ინფლაცია ფასების ზრდაა: თუ ძალა შეგწევს, შეგიძლია გაძვირებაც და გაიაფებაც. სსრკ-ში ასეც იქცეოდნენ, გადაწერდნენ საქონლის ფასებს, ეს იყო და ეს. მაშინ ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრება იყო. აშშ-ში სახელმწიფოს ცოტა რამ თუ ეკუთვნის, მაგრამ განვითარებული კაპიტალიზმის პირობებშიც კი შეიძლება ფასების მრუდის სასურველი გეზით წარმართვა…

1921 წელს გამოცემულ წიგნში კონგრესმენი ჩარლზ ლინდბერგი, რომელიც თავის დროზე ფსს-ის შექმნის თავგამოდებული მოწინააღმდეგე იყო, ასახელებს სამ პრინციპს, რომელთა მიხედვით ფსს ქმნის ეკონომიკის კრიზისებს. ეს კრიზისები უნივერსალურია:

1. ფულადი მასის გაზრდა ყველა არსებული საშუალებით (რაც მეტია, უკეთესი);

2. საკრედიტო აჟიოტაჟის შექმნა, მოსახლეობისა და ბიზნესის კრედიტების ასაღებად წაქეზება (რაც მეტია, მით უკეთესი);

3. ფულადი მასის მკვეთრი შემცირება და ვალების გადახდის მოთხოვნა.

ყველაზე უფრო წყალწაღებულმა სკეპტიკოსმაც კი შეიძლება შეამჩნიოს ამ პრინციპების “ნაკვალევი” მოვლენათა იმ რიგში, რომლებიც 2008-2009 წლების კრიზისს წინ უსწრებდა. გავიხსენოთ იპოთეკური კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი რომ წარმოქმნილიყო, ჯერ საინვესტიციო ბუმი უნდა დაეწყოთ, უძრავი ქონება კი გაეძვირებინათ. ბუმის შესაქმნელად ფსს-მ შეამცირა საპროცენტო განაკვეთი 6 პროცენტიდან 2001 წელს, ერთ პროცენტამდე _ 2003 წლისთვის. ფული ეკონომიკაში ბევრია: იურიდიული პირები მას სიამოვნებით გასცემენ. მათ (იურიდიულ პირებს) მხოლოდ ფიზიკური პირები ჩამორჩებიან. მხოლოდ ერთ წელიწადში (2005 წლის განმავლობაში) ამერიკელებს 750 მილიარდი დოლარის კრედიტები დაუგროვდათ. თუ არის ფული, თანაც, იაფი, ქვეყანაში სამომხმარებლო ბუმი იწყება. ყიდულობენ არა მხოლოდ ტანსაცმელსა და პროდუქტებს, არამედ მოძრავ-უძრავ ქონებასაც და აქციებსაც… ბირჟაზე თამაში და სახლების ყიდვა-გაყიდვა ფეხბურთთან და ბეისბოლთან ერთად ამერიკელების ეროვნული სპორტის უპოპულარეს სახეობად იქცა. ისევე, როგორც 1910-იან წლებში ამერიკის მოსახლეობა წამოეგო ფულის იოლად შოვნის ანკესს. აქციების ინდექსებმა და კურსებმა ყველა რეკორდი მოხსნა. რაც უფრო მეტი ღირს ეს ვირტუალური აქტივები, მით უფრო სასურველი რაკურსით ჩანს ფინანსური კომპანიების, ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების ანგარიშები უბრალო ამერიკელებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის): ინვესტიციებისა და მათი ფასიანი ქაღალდების მიმზიდველობა იზრდება (ასე ეჩვენებათ). ბირჟის “რულეტკის” თამაშით გატაცება საყოველთაო ხდება, თამაშის ეპიცენტრი, რაღა თქმა უნდა, აშშ-ია. სხვადასხვა კომპანიის აქტივების ღირებულების ზრდასთან ერთად რიგითი მოქალაქეების შემოსავლებიც იზრდება. ეს კეთილდღეობა ვირტუალური რომ არის, ვერავინ ამჩნევს. არც სურთ და არც სჭირდებათ, რადგან მყისვე გაქრება იმედის სხივმოსილი მატერიალური ბედნიერება. ადამიანები ყიდულობენ აქციებს, როგორც “პენსიებს შავი დღისთვის” გადასანახად. ეს “ფასიანი ქაღალდები” იმ დროისთვის, როცა ფსს-ს მიერ მოტყუებული ადამიანები საპენსიო ასაკს მიაღწევენ, იმ ქაღალდების ღირებულებისა იქნება, რომლებზეც ჩამობეჭდილია. მაგრამ, რადგან დამარწმუნებელი არავინ ჩანს, ეს ხალხიც მშვიდად არის და სიკეთის მოლოდინში კარგ გუნებაზეა _ ეკონომიკა დღითიდღე იზრდება. შავი დღის ნიშნები ჰორიზონტზე არ ჩანს.

მაგრამ გამოჩნდება იმაზე ადრე, ვიდრე შეიძლებოდა წარმოედგინათ.

საფინანსო მსოფლმოწყობის უცოდინარობას ყოველთვის ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

2005 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან პროცენტული განაკვეთის გაზრდა დაიწყო. 2006 წლისთვის 5 პროცენტს მიაღწია. აშშ-ში უკვე იწყებდნენ ნიადაგის მომზადებას მომავალი კრიზისისთვის. რამდენიმე წელიწადი დასჭირდათ პლაცდარმის მოსამზადებლად. ყველაფერი წვრილმანებით უნდა დაწყებულიყო, რათა მიახლოებოდა იმ მიჯნას, რომლიდანაც კრიზისი ყველა აფრას აუშვებდა.

ფედერალური სარეზერვო სისტემის მხოლოდ ერთმა ნაბიჯმა _ საპროცენტო განაკვეთის გაზრდამ მოვლენათა განვითარების ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია:

1. 2005 წლის ბოლოდან ვალის ბევრმა ამღებმა, განსაკუთრებით, “მეორე ხარისხისამვერ შეძლო თავისი იპოთეკის და სხვა კრედიტების გადახდა. პროცენტის გაზრდის გამო შემცირდა ახალი კრედიტების ოდენობა. შედეგად ბაზარზე გაიაფდა ბინები და გაიზარდა ობიექტების ექსპოზიციის ვადები.

2. ამან კიდევ უფრო გაზარდა კრედიტების გადაუხდელობის რაოდენობა. შექმნილ ვითარებაში იპოთეკარისთვის ვალის გადახდა იმდენად გართულდა, რომ უმჯობესი გახდა, სახლი ბანკისთვის დაეთმოთ ვალის გასტუმრების სანაცვლოდ.

3. 2006 წლის დასაწყისში დადგა ვალის გადახდის დრო. ვადა ამოეწურათ მათ, ვინც აიღო იპოთეკა 5 წლის განვადებით. ამ ადამიანებს ვალის გასტუმრების ისედაც შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდათ, აქ კი გაეზარდათ კრედიტების გადახდის პროცენტი. გადასახადი მყისიერად რამდენჯერმე გაიზარდა, რამაც გადახდაზე უარის თქმის ახალი ტალღა გამოიწვია.

4. სახლების გაყიდვა დაიწყეს სპეკულანტებმა (მოგების ფიქსაციისთვის), ბანკებმა (გირაოს რეალიზაციისთვის). მოთხოვნა დაეცა, შეთავაზებამ მკვეთრად იმატა. შედეგად ფასები კიდევ უფრო დაეცა.

5. შემდეგ დაიწყო სიძნელეები, რომელთაც იმ კომპანიების გაკოტრება მოჰყვა. გაიაფდა იპოთეკური ობლიგაციები, ახალ გამოშვებებს მყიდველი არ ჰყავდა. ამის კვალზე სიძნელეებმა მიაღწია იმათამდეც, ვისაც აქციები ჰქონდა ნაყიდი ინვესტორებისგან, რომლებიც იპოთეკური ფონდების აქციებს იძენდნენ.

იპოთეკური კრიზისის ისტორია ბევრ შეკითხვას ბადებს. იგივე შეკითხვები შეიძლება მიესადაგოს საფონდო ბაზრის კრიზისს, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

სარეიტინგო სააგენტოები რატომ ანიჭებდნენ სანდოობის მაღალ რეიტინგებს?

რატომ ვერავინ შეამჩნია, რომ ამ გაბერილ ფასეულობათა უკან არაფერი იდგა?

ჭკვიანი ანალიტიკოსები, ერთ ხმაში რატომ მღეროდნენ, რომ უძრავი ქონების ბაზარსა და აქციების ბაზარს მუდმივად ზრდის პერსპექტივა აქვს?

სხვანაირად, აბა, როგორ? თევზაობისას ანკესს სატყუარა ხომ უნდა წამოაცვა? ანალიტიკოსების შეფასებაზე იმდენი რამ იყო დამოკიდებული, მკითხველი ვერც წარმოიდგენს. პირამიდა შენდებოდა და მაღლდებოდა მათ თავდაჯერებულ პროგნოზებზე დაყრდნობით.

პროცესი ასე ვითარდებოდა: სახლის ასაშენებლად ამერიკელმა ბანკის ასდოლარიანი კრედიტი აიღო. ბანკი, რომელმაც ეს კრედიტი გასცა, მის საფუძველზე ფასიან ქაღალდს უშვებს და ამ ქაღალდს სხვა ბანკს მიჰყიდის. ამით პირველმა ბანკმა, რომელმაც ეს კრედიტი გასცა, მიიღო ფული კიდევ ერთი კრედიტის გასაცემად. მეორე ბანკმა, რომელმაც ასეთი საწინდრის დიდი გროვა სხვა ბანკებისგან იყიდა, მათ საფუძველზე ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, რომლებიც სახლით კი აღარ იყო უზრუნველყოფილი, არამედ მხოლოდ ქაღალდით. ჭკვიან ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უძრავი ქონება გაძვირდება და სახლი, რომელიც ამერიკელმა ბანკს გირაოდ დაუტოვა, გაძვირდება და ასის ნაცვლად ორასი დოლარი ეღირება. ამიტომ მეორე ბანკი გაბედულად გასცემს მეორად ფასიან ქაღალდს, რომელსაც “დერივატივი” ეწოდება. საინვესტიციო ფონდები, რომლებმაც ირწმუნეს ანალიტოკების პროგნოზები და “ბაზრის ზრდას” ელოდებიან, მეორე ბანკისგან ყიდულობენ ამ დერივატივებს და თავისი მხრიდან ახალ ფასიან ქაღალდებს უშვებენ. შედეგად _ გამოშვებულია 300 დოლარის ფასიანი ქაღალდები იმ სახლზე, რომლის საწყისი ფასი 100 დოლარი იყო, მაგრამ ეს სახლი ფსს-ის მანიპულაციების წყალობით 50 დოლარამდე იაფდება. მსესხებელს კი ვალის გადახდა არ შეუძლია ან არ სურს. ბანკმა ახლა მისი სახლის გაყიდვაც რომ შეძლოს, მაშინ თავისი სავალო ვალდებულებებიდან მხოლოდ 50 დოლარის გადახდას მოახერხებს. მეორე ბანკიც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება. დანარჩენი 250 დოლარის გადამხდელი არავინაა.

ბანკები გაკოტრდა.

შემდეგ კოტრდება საინვესტიციო ფონდები, რომლებმაც ინვესტორების ფულით და “ანალიტიკოსების” რჩევით შეიძინეს ძვირად ღირებული ჰაერი…

სანამ ბაზარი იზრდება, ფასები იზრდება, მთელი ეს სისტემა მუშაობს. აშშ-ში ამგვარი ქაღალდები, სხვადასხვა შეფასებით, გამოუშვეს 2-დან 9 ტრილიონი დოლარის ღირებულების.

ფულის “ონკანს” თუ გადაკეტავთ, გააძვირებთ საპროცენტო განაკვეთს, დაუყოვნებლივ ჩამოინგრევა ეს დიადი, აბსტრაქტული პირამიდა.

მსოფლიო ეკონომიკის დასანგრევად მხოლოდ იპოთეკური პრობლემები, ცხადია, საკმარისი არ არის, მაგრამ ისინი (ეს პრობლემები) ბიკფორდის ზონრის დანიშნულებას კარგად შეასრულებს. ეს ზონარი აფეთქების მოსაწყობად, ცხადია, საკმარისი არ არის. საჭიროა ასაფეთქებელი ნივთიერებაც. მსოფლიო მასშტაბის კრიზისის მოსაწყობად სერიოზული საფინანსო პრობლემებია საჭირო.

ეს პრობლემებიც წინასწარ შექმნეს, საფინანსო ბუშტის გასაბერად მოიგონეს არა მხოლოდ ფასიანი ქაღალდები, სახელწოდებით “დერივატივები”, რომლებიც მხოლოდ ანალიტიკოსების პოზიციით იყო უზრუნველყოფილი. საფინანსო ბაზრის ნამდვილ ასაფეთქებელ ნივთიერებად იქცა ის, რამაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანები პრობლემებიდან უნდა დაიცვას.

ეს არის დაზღვევა.

დაზღვევა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდის ემიტენტს (გამომშვებს) თავისი ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია.

კარგი იდეაა?

შესანიშნავი! გაცილებით უკეთესი იქნება, თუ ამ დაზღვევას იმავე ფასიანი ქაღალდების სახით გააფორმებთ. მაშინ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მოთამაშეები შეძლებენ, გაყიდონ ისინი (“ქაღალდები”). ამასთანავე, რისკი დაზღვეული იქნება.

შესანიშნავი ვითარება იქმნება: თქვენ მომყიდეთ ქაღალდი, თუ ჩემს დერივატივებზე რაიმე პრობლემა წარმოიქმნა, იხდით თქვენ. თუ მე მოგყიდით ფასიან ქაღალდს, ანალოგიურ შემთხვევაში გადაიხდით თქვენ.

რა გამოდის?

გამოდის, რომ ადამიანები დაზღვეულები არიან. რისკი არ არის. ყველაფერი დაზღვეულია.

“სი-დი-ესი” ჰქვია ამ ჯადოსნურ ჯოხს, რომელიც ფინანსების სარკისმიღმეთში გამოიგონეს. კეთილ სიტყვას არ იშურებდნენ ამ “ფასიანი ქაღალდის” მისამართით. განსაკუთრებით უყვარდა იგი ფსს-ის ხელმძღვანელ ალან გრინსპენს, უწოდებდა მას “უნიკალურ ახალ საშუალებას საკრედიტო ბაზარზე ლიკვიდურობის ასამაღლებლად”, “რისკების ჯადოსნურ სეპარატორს”, “დამატებითი დაფინანსების სანდო წყაროს”.

აზრად არავის მოსვლია, უბრალო და აშკარა ფორმულა, რომ არ შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, როდესაც ყველა დაზღვეულია დამზღვევთა ჩათვლით.

2008 წლის მეორე კვარტლისთვის ფასიანი ქაღალდების ბაზარი აშშ-ში შეადგენდა 16,4 ტრილიონ დოლარს, დანარჩენ მსოფლიოში _ 58 ტრილიონ დოლარს. 2006 წელს ამ ბაზრის ღირებულება მთელ მსოფლიოში უდრიდა 20 ტრილიონ დოლარს, 2004 წელს _ 6 ტრილიონ დოლარს. კოლოსალური ზრდაა!

ბევრია ეს თუ ცოტა?

შეადარეთ: აშშ-ის მთლიანი შიგა პროდუქტი 2007 წელს უდრიდა 13,8 ტრილიონ დოლარს, მთელი მსოფლიოსი _ 54,3 ტრილიონ დოლარს. ამერიკელი “იპოთეკარების” ვალები მათხოვრული გროშებია იმ უზარმაზარ თანხასთან შედარებით, რომლითაც ერთმანეთს მიჰყიდიდნენ “ფასიან” ქაღალდებს ამერიკელი ფინანსისტები და შეუმჩნევლად ითრევდნენ ამ აფერაში დანარჩენ მსოფლიოს.

და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ბუშტულაა, რომელიც ამერიკულ იპოთეკაში გაბერეს. აქ ჩათვლილი არ არის დანარჩენი ვირტუალური აქტივები, რომლებითაც ყოველდღიურად ვაჭრობდნენ მსოფლიო სამორინეს მონაწილენი…

 როგორც დიდი დეპრესიის წლებში, კვლავ შეიქმნა ვითარება, როცა ფულს ვერავის ესესხები, ვალები კი გადასახდელია…

ფინანსურ კოლაფსს მოუგონეს პოლიტკორექტულობისა და თავისუფლების შესაფერი მოხდენილი სახელწოდება: “სამართლიანი ღირებულებით გაზომვა”.

თქვენ წინააღმდეგი ხართ სამართლიანობის?

სამართლიანი ღირებულების?

ვინ არის წინააღმდეგი, რათა ღირებულება სამართლიანად გაზომონ?

ყველა მომხრეა. ლამაზი სახელწოდების მიღმა კი წიკწიკებდა ასაფეთქებელი მექანიზმის საათი. ამ სიახლის არსი და აზრი ბოლო მომენტამდე ვერავინ გაიგო.

როცა გაიგეს, გვიან იყო…

განა შეიძლებოდა, რომ ამერიკის სახელმწიფოს თვითონ შეექმნა სიტუაცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნიდა?

მაგრამ ამერიკული სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია. აშშ-ში აგებულია უნიკალური სისტემა, როცა სახელმწიფო უბრალო დამკვირვებლის როლით კმაყოფილდება, თამაშს გარეთაა დარჩენილი. სახელმწიფო, დიდი ხანია, “პრივატიზებულია”, ამიტომაა, რომ მშვიდად იქცევა და ფეხებში არ ებლანდება ამერიკის შეერთებული შტატების ჭეშმარიტ პატრონებს.

ფედერალური სარეზერვო სისტემა მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, ხოლო სახელმწიფო, ამერიკის პრეზიდენტები, სენატორები და კონგრესმენები ამას ვერ ამჩნევენ.

თქვენ ისევ გჯერათ, რომ კრიზისი თავისით მოხდა?

ამაზე მომდევნო თავში ვილაპარაკებთ

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here