Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველოს წინააღმდეგ მზადდება ევროპული და ამერიკული შეთქმულება, რომელიც ქვეყანას საშინელ მომავალს უქადის”

“საქართველოს წინააღმდეგ მზადდება ევროპული და ამერიკული შეთქმულება, რომელიც ქვეყანას საშინელ მომავალს უქადის”

724

ამერიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირი უწოდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოკავშირეობასა და იარაღით უკანონო ვაჭრობაში დაადანაშაულა. რასელმა ევროპისა და ამერიკის ბანკებში ივანიშვილის ანგარიშების, ფინანსური აქტივების გაყინვაც მოითხოვა. რასელის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას გამოხატავდა თუ ეს რიგითი რესპუბლიკელი კონგრესმენის თვალსაზრისი იყო და რა რეაქცია უნდა ჰქონოდა ამ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას? _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსთავიანთ მოსაზრებას უზიარებენ პოლიტოლოგები _ ჯუმბერ კირვალიძე და ჰამლეტ ჭიპაშვილი, აგრეთვე, პარტიანეიტრალური საქართველოსთავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.

რასელის განცხადება მხოლოდ ივანიშვილის შეურაცხყოფა არ არის, ეს ჩვენი სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა!”

ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი:

_ სტივ რასელის განცხადება, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია არ არის, მაგრამ ამერიკის გავლენიანი წრეებიც იმავე აზრზე არიან. ამერიკის გავლენიანი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები აშშ-ის ადმინისტრაციაშიც და კონგრესშიც არიან წარმოდგენილნი. ეს, ძირითადად, მაკკეინის ხელმძღვანელობით, რესპუბლიკური პარტიის შემადგენელი ბირთვია და ისინიც სტივ რასელის მოსაზრებას იზიარებენ. რაც შეეხება უშუალოდ რასელის განცხადებას, ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადებაა და ახსნაგანმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სულ ცოტა, აშშის ელჩი მაინც უნდა დაებარებინათ. თავმოყვარე სახელმწიფოს, პარლამენტს, მთავრობას, რომელსაც სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განცდა აქვს, ოფიციალური განცხადებაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი პოლიტიკური ელიტა არც ხელისუფლებაში გვყავს და არც ოპოზიციაში.

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთთან საბედისწერო დაპირისპირებამ და ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ისე წარმართა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომ ახლა სხვა ქვეყნის განკარგულებაში აღმოვჩნდით.

_ მაგრამ აშშის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა ხომ განაცხადა, რომ ეს განცხადება მხოლოდ კონგრესმენ რასელის პირადი მოსაზრებაა და ის აშშის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წარმოადგენს?

_ ეს ხომ არ იყო ამერიკის რიგითი მოქალაქის განცხადება, რასელი არ არის რიგითი ამერიკელი ან შოუბიზნესის წარმომადგენელი, ის კონგრესმენია ოკლაჰომას შტატიდან და აშშ-ში კანონმდებელია.

_ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადება, რომ ის არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, თუ უკავშირდება რასელის განცხადებას? შეიძლება ითქვას, რომ მას ერთგვარი იმედიც კი ჩაუსახა რასელის გამოსვლამ?

_ რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი “თეთრი ძაფით” არის ნაკერი.

უკრაინაში სააკაშვილს ამერიკელების ხელშეწყობით პოლიტიკურ ტრამპლინს უმზადებენ. რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ის უკრაინისა და საქართველოს გაერთიანებას აპირებს, რადგან საქართველოშიც სურს ყოფნა და უკრაინაშიც. ამიტომ ვფიქრობ, სააკაშვილმა ჯერ ფსიქიატრთან შემოწმება უნდა გაიაროს და განცხადებებით მერე გამოვიდეს.

ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარია, თუმცა, არ დავმალავ და ის არ მეცოდება. მართალია, არჩევნებში “ქართულ ოცნებას” დავუჭირე მხარი, მაგრამ ვიტყვი, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ბიძინა ივანიშვილის ბრალია. რადგან მოხვედი პოლიტიკაში, ვალდებული ხარ, ხალხს და ქვეყანას ბოლომდე ემსახურო. ახლა ვინ დაიცავს ივანიშვილს _ ბესელიაკობახიძე? ჩვენთან რატომღაც ადვილი ჰგონიათ პოლიტიკოსობა, არადა, ურთულესი პროფესიაა. კოალიცია დაიშალა და დასაშლელიც იყო, მაგრამ პარტიის გენერალური მდივანია კახა კალაძე, რომელიც კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არ არის. პაატა ბურჭულაძემ მოინდომა კიდევ პოლიტიკოსობა, ისტორიაში, პოლიტიკაში, გეოგრაფიაში, ყველაფერში უნდა ერკვეოდეს პოლიტიკოსი, მას კი რა განათლება აქვს?!

საქართველო ხომ სახელმწიფო აღარ არის, კოლონიაა. აქეთ რუსეთია, იქით _ ამერიკა, რომლიც კვებავს ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც რეიგანი უფრო უყვართ, ვიდრე ილია ჭავჭავაძე. ამიტომაც ბედავს ერაყში ნაომარი რასელი, ჩვენს ყოფილ პრემიერმინისიტრს ასეთი რამ აკადროს. რასელის განცხადება მხოლოდ ივანიშვილის შეურაცხყოფა არ არის, ეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ჩვენი სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა.

დარწმუნებული ვარ, რესპუბლიკელები რასელის აზრს სრულად იზიარებენ

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ რასელის აზრს, რადგან ეს არ არის მისი. ეს არის საქართველოდან, კერძოდ კი, “ნაციონალური მოძრაობიდან” მიწოდებული აზრი. ნაციონალებს ამერიკაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, რადგან ამერიკისთვის “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში ამერიკული იდეების გამტარებელი პარტიაა და, ამერიკელთა აზრით, ეს ის მოძრაობაა, რომელიც რუსეთს ებრძვის, რაც ამერიკისთვის ამოსავალი წერტილია. რასელის განცხადება, თითქოს ივანიშვილი პუტინის მეგობარია და მის იდეებს ატარებს, მტკნარი სისულელეა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი, ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, უფრო პუტინის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. სურთ, აჩვენონ: აი, ხედავთ, რა ნაძირალაა პუტინი, რომ იარაღით მოვაჭრე ქურდი ივანიშვილის ხელით აპირებს თავისი პოლიტიკის გატარებას საქართველოშიო.

_ როგორ ფიქრობთ, ეს არის აშშის პოზიცია თუ ერთი რიგითი კონგრესმენის მოსაზრება?

_ აშშ-ის ოფიციალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, თითქოს ეს არის ერთი რიგითი კონგრესმენის განცხადება და არ არის სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ანალოგიურად აზროვნებენ მაკკეინი და ის ამერიკელები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ნაციონალებთან. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ერთი რასელის განცხადება, ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც ერთი გარკვეული წრის განცხადება, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს.

_ საქართველოს ხელისუფლება რასელის საპასუხოდ ოფიციალური განცხადებით უნდა გამოსულიყო თუ არა?

_ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებაში ჯერჯერობით წარმოდგენილი რესპუბლიკელები რასელის აზრს სრულად იზიარებენ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რასელის განცხადებაში მათი წვლილიც არის. წვლილი, აგრეთვე, შეტანილი აქვს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს _ შალვა ნათელაშვილსაც, რომელიც თითქმის ყოველთვე დარბის ამერიკაში. აღარაფერს ვამბობ პაატა ბურჭულაძეზე, რომელიც იგივე ნაციონალია. ესენი, ყველანი, ნაციონალები არიან და საპრლამენტო არჩევნების წინ გააქტიურდნენ, რადგან, გეგმის მიხედვით, ამ არჩევნებში უნდა გაიმარჯვონ იმ პარტიებმა, რომლებიც აშშ-ის შვილობილები არიან. ეს პარტიებია: “ნაციონალური მოძრაობა”, რესპუბლიკური პარტია, ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”, “გირჩი-მირჩი”, პაატა ბურჭულაძის პარტია და ა.შ. მას შემდეგ, რაც ჩატარდა “ენ-დი-აისა” და “აი-რა-ის” ვითომ საყოველთაო გამოკითხვა, რომელიც ნაციონალების ჩატარებულ გამოკითხვას უფრო ჰგავს, აშკარად გამოჩნდა საზოგადოების შემზადების ტენდენცია. ეს ყველაფერი ერთი პოლიტიკური პროცესის ჯაჭვია, რომლის დირიჟორიც ვაშინგტონში ზის.

ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზადდება შეთქმულება, რომელიც საშინელ მომავალს უქადის ქვეყანას და რომელშიც მონაწილეობს ევროპა, ამერიკა, ივანიშვილი და სააკაშვილი

ვალერი კვარაცხელია, პარტიანეიტრალური საქართველოსთავმჯდომარე:

_ არანაირი პოლიტიკური სიმპათია ბიძინა ივანიშვილის მიმართ არ მაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ქართველ კაცს, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენს, მეცენატსა და პოლიტიკოსს ვიღაც გადამთიელი ასე აგდებით მოიხსენიებს და მისი ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვს. მთავარი აქ სხვა რამ არის: ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზადდება შეთქმულება, რომელიც საშინელ მომავალს უქადის ქვეყანას და რომელშიც მონაწილეობს ევროპა, ამერიკა, ივანიშვილი და სააკაშვილი.

ჩვენ მოვისმინეთ, ერთი მხრივ, რასელის განცხადება, რომელიც ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩაერია და, მეორე მხრივ, ვნახეთ, ევროსაბჭოს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს რა დაკითხვაც მოუწყვეს. გაისმა აშკარა მოწოდებები, რომ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” გზა გაუხსნან პოლიტიკისკენ. აი, ეს არის დღეს ევროპელი დეპუტატების მთავარი მოთხოვნა. ასე რომ, მართალია, ეს იყო ერთი რიგითი კონგრესმენის განცხადება, მაგრამ რეალურად ეს აშშ-ის პოზიციაა, ვინაიდან მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შესანიშნავად თანამშრომლობდნენ და, როგორც ჩანს, ახლაც თანამშრომლობენ, უფრო ძვირფასი ფიგურა სააკაშვილია და სურთ, მომავალ არჩევნებში მოხდეს ნაციონალური რევანში. ეს .. სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც საქართველოში ამერიკული ინსტიტუტები ატარებენ, არის არა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რათა ხალხის ყური და ცნობიერება იმ ციფრებს მიაჩვიონ, რომლებიც მათთვის არის სასურველი. დააკვირდით, როგორ დააწყვილეს პარტიები გამოკითხვების მიხედვით _ “ქართულ ოცნებას” 20% აქვს, “ნაცმოძრაობას” _ 19%, ხოლო მესამე ძალად შემოგვაჩეჩეს ირაკლი ალასანიას პარტია, რომელსაც არავითარი რეიტინგი არ ჰქონია საქართველოში და გამორიცხულია, ოდესმე ჰქონდეს, რადგან ეს არ არის პარტია, მას არ აქვთ პროგრამა, მსოფლმხედველობა.

ამ ყველაფრის გაანალიზებით, გამოდის, რომ საქართველოს წინააღმდეგ მზადდება ევროპული და ამერიკული შეთქმულება _ ივანიშვილისა და სააკაშვილის შეთქმულება.

_ საქართველოს ხელისუფლებას როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა რასელის განცხადებაზე?

_ საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ განცხადებას ვერ გააკეთებდა, რადგან ის ისევე მოკუზული დგას ამერიკელთა და ევროპელთა წინაშე, როგორც ახლახან გიორგი კვირიკაშვილი იდგა ევროსაბჭოში, სადაც მას დაკითხვა მოუწყვეს. კვირიკაშვილმა ვერ გასცა სათანადო პასუხი და ვერ უთხრა ამ ადამიანებს, რომ ისინი ინფორმირებულები არ არიან ან ტენდენციურები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებისას, რადგან კვირიკაშვილი თავს არ გრძნობდა იქ, როგორც ერთიანი ევროპული ოჯახის წარმომადგენელი. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთის მიმართ.

25 წელიწადია, ვანგრევთ ქვეყანას და გვაქვს სამ ნაწილად დაშლილი საქართველო, ჩამოქცეული ეკონომიკით, განადგურებული ცნობიერებთ, სულიერებით, ზნეობით და აქედან ერი დასკვნას თუ ვერ გამოიტანს, მაშინ ის ერი მართლა დასაღუპად ყოფილა განწირული.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. უკვე საშინელებებში ვცხოვრობთ, რაც გველოდება უარესია,ეჭვი არ შეგეპაროთ

  2. ახტი გადახტი რასელო,შენ გადაახტი მარსელოს,
    სენატორ ძუკნა მგონიხარ, ან გონთა რით მოგიყვანოთ,
    რაც უნდა ხინკალ გაჭამოთ, არ შეგერგება რახია,
    რაც რომ ნაცებმა გაბოლეს, მართლაც რომ შენზე ახია.

  3. ტყულები, ფანტასმაგორიული ხილვები და ხალხის დაშინების მცდელობა, იმ დროს როცა ჩრდილოელი მეზობელი 250 წელია შეთქმულებას გიწყობს მუდმივად!
    საქართველოში პოლიტილოგები არ არსებობენ–არიან მხოლოდ ჭორიკნები და გრუს აგენტები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here