Home რუბრიკები პოლიტიკა პანამის სკანდალს პლუს ექვსი გაჟონილი საიდუმლო

პანამის სკანდალს პლუს ექვსი გაჟონილი საიდუმლო

511

პირველი სკანდალივიკილიკსისმიერ საჯაროდ გამოტანილი ცნობები იყო, რომლებიც 2010 წელს სამხედრო მხილებებს მოჰყვა. ივლისშივიკილიქსმაგამოაქვეყნა 90 ათასი გასაიდუმლოებული საბუთი ავღანეთის ომზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა პაკისტანის სპეცსამსახურები თალიბანს, ხოლო დასავლეთის კოალიცია მალავდა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლთა რაოდენობას.

მოგვიანებით, იმავე წელიწადს გამოქვეყნდა 400 ათასი საბუთი ირანის ომზე. ამ მონაცემების თანახმად, დასავლეთის კოალიციის მოქმედებას შეეწირა გაცილებით მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ვიდრე ოფიციალურად იყო განცხადებული: “ვიკილიქსი” თანამშრომლობდა გაზეთ “გარდიანთან” ლონდონში, გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსთან” ნიუ იორკში, ასევე, გერმანულ “დერ შპიგელთან”. აშშ-მა “ვიკილიქსის” დამფუძნებელ ასანჟზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ამერიკული ელიტა დაიბოღმა, რომ ვიღაცამ გაბედა და მათ ქალწულებრივ უმწიკვლო ყოფა-ცხოვრებას ჩირქი მოსცხო… სიმართლის გამჟღავნებით.

“ვიკილიქსმა” მართლაც გაბედა და 2010 წელს გამოაქვეყნა 251 285 კონფიდენციალური შინაარსის დეპეშა, რომლებსაც აშშ-ის საელჩოები მთელი მსოფლიოდან უგზავნიდნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს დეპეშები საფუძვლად დაედო მხილებათა მთელ რიგს, 2011 წელს რომ განხორციელდა. დეპეშებიდან გაცხადდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დეტალურ მითითებებს აძლევდა ამერიკელ მოხელეებს, თუ როგორ უნდა ეთვალთვალათ და მიეყურადებინათ გაეროს ხელმძღვანელობის საქმიანობისა და ყოფისთვის გენერალური მდივნის _ პან გი მუნის ჩათვლით.

სააკაშვილმერაბიშვილის სპეცსამსახურების გატაცება მტერმოყვარის პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერებისხელოვნებით”, როგორც ჩანს, აქედან მოდის, მაგრამ პროვინციალიზმისთვის დამახასიათებელი მაქსიმალური თავის მოქაჩლებით გამოირჩევა: ნახეთ, რა ერთგულები ვართ თქვენი და დაგვიფასეთო.

უფასებდნენ. უფასებენ დღესაც.

ყველაზე მგრძნობიარე დარტყმა, მიიჩნევენ სპეციალისტები, იყო მსოფლიოში გაფანტული ტერორისტული ობიექტების გასაიდუმლოებული სიის გასაჯაროება. დანიაში გაუჩნდათ განცდა, რომ აშშ-ის საელჩო 2006 წელს შეეცადა, წინ აღდგომოდა წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურების გამოქვეყნებას ადგილობრივ ჟურნალში. მონაცემების გაჟონვამ ყოვლისშემძლე პოლიტიკური მოღვაწეების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, ისეთების, როგორიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო. შექმნილ სიტუაციას მან გლობალური უშიშროებისთვის შექმნილი საფრთხე უწოდა.

ჯულიან ასანჟი, რომელსაც გაუპატიურების მცდელობა დააბრალეს ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს.

მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი შეძრა 2013 წელს გაჟონილმა საბუთებმა ოფშორული ზონიდან. მაშინ გასაჯაროვდა 2,5 მილიონი ფაილი, რომელთა უმრავლესობა ეხებოდა ორ კომპანიას _ კონსალტინგურ ფირმას სინგაპურში და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. ამ დოკუმენტებით ისტორიაში პირველად გაცხადდა, როგორ ახერხებდნენ მდიდარი ადამიანები, ჩახლართული საფონდო ქსელებისა და კომპანიების მეშვეობით წარემართათ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა ისე, რომ საგადასახადო ორგანოებისთვის დაემალათ თავიანთი დიდი ფული, უძრავი ქონება, მდიდრული იახტები. საბუთებში დასახელებული იყო 130 ათასი ოფშორული ფირმა და მათი როგორც ფიქტიური, ასევე ნამდვილი მფლობელების გვარები.

აღნიშნული მხილება ორგანიზებული იყო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც იმ დროს აერთიანებდა ასზე მეტ ჟურნალისტს მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

2014 წელს გამოქვეყნდა ლუქსემბურგის აუდიტორული კომპანიის დოკუმენტების 28 ათასი ფაილი. ამ საბუთებით გამჟღავნდა, რომ ზოგიერთი უმსხვილესი მსოფლიო კომპანია საიდუმლო გარიგებებით აუდიტორულ ფირმასთან ახერხებდა მათთვის უაღრესად სასარგებლო და მომგებიანი ხელშეკრულებების დადებას. შედეგად ევროკავშირის ქვეყნებმა მილიარდობით საგადასახადო ზარალი განიცადეს. გაჟონილი მონაცემები ეხებოდა 548 შეთანხმებას, რომლებიც გაფორმდა 2002-დან 2010 წლებში. მათ შორის იყო “პეპსი”, “იკეა”, “დისნეი” და “სკაიპი”.

2015 წელს ფრანგულ გაზეთ “ლე მონდს” ჰქონდა საშუალება, ჩაეხედა ბრიტანეთის საბანკო კონგლომერატ “ეიჩ-ეს-ბი-სი”-ს 100 ათასი კლიენტის საბუთებში, რომელთა შორის იყვნენ როგორც კერძო პირები, ასევე საწარმოები. გაჟონვის შედეგად გაირკვა, რომ ბანკის ყველაზე უფრო მდიდარ კლიენტებს შორის 2007 წლამდე იყვნენ პირები, რომლებსაც ბრალად ედებოდათ კორუფცია, აგრეთვე, იარაღითა და ალმასებით უკანონო ვაჭრობა. ამასთანავე, ბანკი დიდ ფულს შოულობდა მესამე სამყაროს დიქტატორებისთვის მიცემული კონსულტაციებით, პოლიტიკოსებისთვის, სპორტის, მუსიკისა და კინოს ვარსკვლავებისთვის ოფშორული ფირმების შექმნით და ამით თავს არიდებდა გადასახადებს.

მაგრამ ზემოთ დასახელებული ინციდენტები ფერმკრთალდება პანამის სკანდალთან შედარებით. ამ შემთხვეაში მაქინაცია, რომელსაც ფირმა “მოსაკ ფონსეკა” განახორციელებდა, ისე დახვეწილია (და პრიმიტიულიც), რომ მდიდარი კლიენტები არ ჩანან ოფშორული ფირმების მეპატრონეებად. ფირმები დროებითი მეპატრონეების სახელზეა გაფორმებული, რომელთაც ნამდვილი პატრონები ფულს უხდიან, როგორც დაქირავებულ დირექტორებს. საქმეს კი წარმართავენ ისინი, ვინც საგულდაგულოდაა ამოფარებული ფართო საზოგადოებისთვის არაფრისმთქმელ გვარებს.

კი გახმაურდა პანამის სკანდალი, მაგრამ საეჭვოა, რომ, როგორც ყველა უწინდელ შემთხვევაში, ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდეს.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here