Home რუბრიკები ბლოგი სირიული გასაღები მშვიდობისკენ

სირიული გასაღები მშვიდობისკენ

596

რუსეთმა გამოიყვანა სირიიდან თავისი დამრტყმელი ავიაციის და სხვა ჯარის უდიდესი ნაწილი  მას შემდეგ რაც ჩაატარა საუცხოო პარტია, დიდ ახლოაღმოსავლურ თამაშში. ამით მან საერთაშორისო არენაზე გაიმყარა როგორც საკუთარი ასევე თავისი მოკავშირე ბაშარ  ასადის პოზიციები.

ძირითადი ძალების გამოყვანის მიუხედავად სირიაში მაინც რჩება რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი: ორი სამხედრო ბაზა , დაახლოებით 2 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 20 ერთეული თვითფრინავისაჰაერო თავდაცვითი სისტების C-400 ორი ესკადრონი, ახლო საჰაერო თავდაცვის სისტემა “Панцирь- С1”, 5 მდე ვერტმფრენი და სამხედრო გემები ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში. ეს ძალები საკმარისია იმისთვის რათა გააკონტროლონ, ერთის მხრივ შერიგების პროცესი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მეორე მხრივ ხელი შეუწყონ  სირიის არმიასისლამური სახელმწიფოს“  მიერ დაკავებული ტერიტორიების განთავისუფლებაში, რაც საბოლოოდ სირიაში მთლიანი პოლიტიკური დარეგულირების კარგი წინაპირობა იქნება. მაგრამ  როგორ მოიქცევიან რეგიონის ძირითადი მოთამაშეები და რა ელის სირიას? გამოიყენებენ თუ არა სირიუ პარტიაში  მოთამაშე სუბიექტები  ამ ბოლო შანსს?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა განისაზღვროს თუ რა შეიცვალა კონფლიქტი მონაწილეთათვის  რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ , რა არის მათი დღევანდელი პოზიცია და რა შესაძლო შედეგი შეიძლება დადგეს.

სირიის ოფიციალური ხელისუფლება.

სტეპტიკოსები ამბობენ რომ რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ასადის ჯარებმა გაანთავისუფლეს სირიის ტერიტორიის მხოლოდ  1.3% . მართლაც ეს პატარა პროცენტი, იმათთვის ვინც ღრმად არ არის ჩახედული სირიის რეალურ სიტუაციაში  მოკრძალებულად მოეჩვენოს.  მაგრამ ეს ესე არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ  სანამ რუსული არმია დაეხმარებოდა  მხოლოდ წინა წლის იანვრიდან აგვისტომდე  სირიის არმია ძირითადად  თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდა და მნიშვნელოვნად უკან იხევდა, რომლის დროსაც თავის მიერ  კონტროლირებადი ტერიტორიის თითქმის 18 % დატოვა. მეორეც სირიის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაუსახლებელი უდაბნოა და ტერორისტები ძირითადად  ამ უდაბნოებს აკონტროლებენ. ბაშარ ასადი მართალია, აკონტროლებს 30 ათას კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას, რას საერთო სირიის ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, მაგრამ ეს იმ ტერიტორიების ლომის წილია რომელიც საცხოვრებლად ვარგისიანია . ამიტომ განთავისუფლებული რამდენმე ქალაქი , ასამდე  დასახლებული პუნქტი და ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია – ეს დიდი მიღწევაა.

  ზავის დადებამდე სირიის არმია იძულებული იყო ებრძოლა ძირითადად ორ ფრონტზე : ერთის მხრივ – „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და მათთან იდეოლოგიურად  ახლოს მყოფ დაჯგუფებებთან ქვეყნის  აღმოსავლეთით, მეორეს მხრივ მრავალფეროვან ე.წ. „ზომიერი ოპოზიციის“ წინააღმდეგ ჩრდილოეთსა და სამხრეთში, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში „ისლამურ  სახელმწიფოსთან სინქრონულად ომობდნენ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ . ხოლო  როდესაც რუსეთის ავიაციამ  „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება დაიწყო და ამით სირიის ცენტრალური ხელისუფლება გაამაგრა, „ზომიერი ოპოზიცია“ დისტანცირდა „ისლამური სახელმწიფოსგან“ და მოლაპარაკებებზე უფრო კონსტრუქციული გახდა.                                                                                    სიტუაციის ასეთმა შემობრუნებამ საშუალება მისცა სირიის ცენტრალურ სახელისუფლებო ჯარებს განეხორციელებინათ წარმატებითი შეტევითი ოპერაციები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აღმოსავლეთ მიმართულებით. მიუხედავად სიტუააციის ჯერ კიდევ სიმძიმისა, ასადმა მოიპოვა სტრატეგიული უპირატესობა, რაც საბოლოო გამარჯვების იმედს იძლევა . 

 ქურთები

რუსეთის ავიაციის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან ერთად აქტიურ თავდასხმაში გადავიდნენ ქურთული  სახალხო თავდაცვის ძალები, რითაც: საგრძნობლად გააფართოვეს კონტროლირებადი ტერიტორიები. გადაკეტეს რა თურქეთის საზღვრის დიდი ნაწილი, ამით  რადიკალ ისლამისტებს გადაუკეტეს  იარაღით, ტყვია წამლით და სურსათით მომარაგების გზები. მართალია ამან გამოიწვია მათ წინააღმდეგ თურქეთის უკმაყოფილება რომელმაც დაიწყო სირიაში, ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე  თურქული არმიის პერმანენტული შეჭრები და არტდაბომბვები.

რამოდენიმე დღის წინ სირიის ქურთებმა გამოაცხადეს ავტონომიის შექმნის შესახებ სირიის ჩრდილოეთში, რითაც ღიად გამოვიდნენ სირიის ფედერალური მოწყობისკენ. ეს რა თქმა არ მოეწონა სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას.  ამ თემით უკმაყოფილო არც ვაშინგტონი დარჩა რადგან მას უნდოდა, რომ მისი  კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ქურთების ყველა ქმედება.  ყველაზე მეტი  აღშფოთება კი გამოხატა თურქეთმა რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქურთების ამ ქმედებას სირიის გახლეჩის მცდელობად შეაფასა (თითქოს თითონ არ ყოფილიყო სირიაში სამოქალაქო ომის გაჩაღების  ერთ ერთი წამქეზებელი)

თურქეთი

თურქეთს, რუსული საჰაერო ძალების მიერ დაწყებულმა ოპერაციამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დღევანდელ თურქულ პოლიტიკაში ემოციური ფაქტორი დომინირებს, რუსეთის საჰაერო ძალების და ასადის არმიის წარმატებები   ეს იყო დარტყმა ერდოგანის  ნეოოსმანური იმპერიის შექმნის ოცნებაზე. ამას მოყვა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება თვითფრინავის ჩამოგდების გამო.  ხოლო  ქურთების დასახლებული პუნქტების  დაბომბვამ არა მხოლოდ სირიაში არამედ თვით თურქეთში გამოიწვია უკმაყოფილება და ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე დააყენა.

სპარსეთის ყურის ქვეყნები

საუდის არაბეთმა და სპარსეთის ყურის მონარქიათა დიდმა ნაწილმა რომლებმაც მთელ რიგ გეოპოლიტიკურ   წარმატებებს  მიაღწიეს რეგიონში ორიათასიან წლებში, ნავთობზე ფასის დაცემასთან ერთად (რომელზეც მთლიანად არის დამოკიდებული რეგიონი), დაიწყეს პოზიციების დათმობა. ხოლო საუცხოოდ შეიარაღებული მათი არმიები აღმოჩნდა უუნარო გრძელვადიან სამხედრო მოქმედებებისთვის. შესაძლებელია , საუდის არაბეთს თავის მოკავშირე მონარქებთან ერთად შეეძლოთ უფრო მეტი ზიანი მიეყენებინათ ასადისთვის რომ არა იემენელი ჰუსიდები რომლებიც  უეცრად, მაგრამ ბუნებრივად ასადის მოკავშირედ მოევლინენ. იემენში  საუდის არაბეთის და მათი მოკავშირეების ჯარების შესვლამ   მთელი იემენი ერთ მუშტად შეკრა: შიიტები და ხუსიტები, არმია,  ტომები, რომლებმაც ფართო ომი გააჩაღეს  სემოჭრილი საუდიტების და  მისი კოალიციის წინააღმდეგ. მიუხედავად მასიური დაბომბვებისა,სამხედრო-ტექნიკური და სადაზვერვო დახმარებისა ევროპის ქვეყნების და   აშშ-ს მხრიდან, ასევე დაქირავებულ ჯარისკაცთა მასიური გამოყენების მიუხედავად, საუდის არაბეთმა მისმა  მოკავშირეებთან ერთადს  ვერ შეძლეს იემენის ჩრდილოეთით გადაადგილება და განიცადეს უზარმაზარი დანაკარგები – მათ შორის თანამედროვე ამერიკული თვითფრინავების, ტანკების და საუდის არაბეთის ფლოტის დიდი ნაწილის .

 ამ სიტუაციაში საუდის არაბეთს, ასადისთვის  ჩემი აზრით არ ცალია. ერთადერთი რაც ამ წუთას  შეუძლია საუდიტებს   კიდევ უფრო წაკიდოს დამასკო და თავის მიერ კონტროლირებადი რადიკალისლამისტური ძალები.

ევროკავშირი და აშშ

აშშ-ს  და ევროპელების  პოზიციები ახლოაღმოსავლეთის კრიზისის გარშემო უფრო და უფრო ემიჯნება ერთმანეთს .  თუ ამერიკელებს რეალურად აინტერესებთ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და აქედან გამომდინარე ომის გაგრძელება. ევროკავშირი, რომელსაც მილიონობით ლტოლვილთა შემოტევის მოგერიება უწევს ეს ომი საერთოდ აღარ ჭირდება. რაც საერთო აქვს  აშშ-ს და ევროპას, ეს ასადის ხელისუფლებიდან ჩამოცილების თემაა. რაც რა თქმა უნდა კატასტროფის ტოლფასი იქნება. რომელიც ერაყის, ლიბიის და უკრაინის მაგალითმაც აჩვენა. მაგრამ მაინც ასადს  და მის მოკავშირეებს ევროპასთან მოლაპარაკებების დროს  აქვს ერთი კოზირი – წესრიგის დამყარების აუცილებლობა, რომელიც ხელისუფლების ცვლის პროცესში პრობლემატური გახდება. ამიტომ ევროპისკენ  ნაბიჯის გადადგმა ასადისთვის შესაძლებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ხელისუფლების გადაცემაზე“ ფორმულარზე დათანხმება.  ძირითადად ევროკავშირი სირიის კრიზისიდან კარგს არაფერს მიიღებს, უბრალოდ უნდა შეეცადოს რომ ნეგატიური შედეგები მინიმალური იყოს. 

დასკვნა 

სტრატეგიული ინიციატივა სირიის ფრონტზე ეხლა ასადის ხელშია, თუ შეინარჩუნებს ერთ ფრონტს  ექნება შანსი გაანადგუროს ან მაქსიმალურად შეავიწროვოს  „ისლამური სახელმწიფოს“   მიერ დაკავებული ტერიტორიები სირიაში. ამის გარდა მან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ოპოზიციასთან   რადგან მათ წყნარად ყოფნაზეა დამოკიდებული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმატებები. ასადზე დამოკიდებული არის ძალიან ბევრი,  ზუსტად მას მოუწევს მოლაპარაკებების იმ ფორმის მონახვა რაც რეალურ პოლიტიკურ დარეგულირებამდე მიიყვანს და ამავდროულად ამ მოლაპარაკებებზე უნდა იყოს ძლიერი და დაიცვას თავისი ქვეყნის სტრატეგიული პოზიციები – მათ შორის დარჩეს ხელისუფლებაში თუ ამას სირიის მოსახლეობა გადაწყვიტავს.  მაგრამ დანარჩენ საკითხებში უნდა იყოს მეტი  დამთმობი. მაგალითად ქურთების ავტონომიის დადებითად გადაწყვეტის საკითხში რომლის შემდეგაც ქურთები სიტუაციური მოკავშირეებიდან მუდმივ მოკავშირეთა რიგში ჩადგება. ასევე ასევე ოპოზიციამაც უნდა გაათვითცნობიეროს(მიუხედავად დიდი ზეწოლის  აშშ-ს  და სხვა ომის მოსურნეთა მხრიდან) რომ ომით წარმატებას ვერ მიაღწევს და ქვეყნის  მომავალი არა იარაღმა არამედ სირიელ ხალხის  უნდა გადაწყვიტოს

საბოლოოდ ოპტიმალური ვარიანტი  სირიისთვის  და მთელი მსოფლიოსთვის  შეიძლება იყოს სირიის  ფედერაციულ ქვეყნად ტრანფორმირება ასადის ხემძღვანელობით, მინიმუმ ერთი საპრეზიდენტო ვადით.  რათა შეინარჩუნონ სირია როგორც ქვეყანა და არ გადაიზარდოს  ეს ომი მსოფლიო დაპირისპირებაში. რომლის შედეგების პროგნოზირებაც კი შიშის  ზარს იწვევს.

ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here