კულტურის სამინისტრომ check in georgia-ს ღონისძიების ხარჯთაღრიცხვა გამოქვეყნა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, პროექტისთვის, რომელშიც ერთიანდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალები, წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხები გამოიყო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 5 შემსრულებლის ჰონორარი მთავრობას 11 166 639 ლარი უჯდება. ეს თანხა ეროს რამაზოტის ,რობი უილიამსის, GROOVE SONIX-ის, MAROON 5-ის, ხოსე კარერასის ჰონორარზე ნაწილდება.