Home რუბრიკები ბლოგი ილჰამ ალიევი: 2008 წელს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მთხოვა

ილჰამ ალიევი: 2008 წელს სააკაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მთხოვა

829

რუსულ გამოცემა «Московский Комсомолец»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: „Оттаявший» Карабах: разведка боем часто означает, что настоящий бой впереди“,  საუბარია  მთიანი ყარაბაღის გამო, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებასთან დაკავშირებული მოვლენებზე, აღწერილია შემდგომი სამხედრო დაპირისპირებები შესაძლო განვითარების პერსპექტივები და ეს სიტუაცია მოცემულია შედარებაში საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს მომხადარ მოვლენებთან.

სტატიის ავტორის თქმით, აშკარაა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის განახლება ყველაზე მეტად სომხეთს და თავად თვითაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აინტერესებს, მაგრამ ეს არ აწყობს აზერბაიჯანს, რომელსაც მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვს დაკარგული და რომლის პრეზიდენტსაც ზოგადად ავანტიურებში ვერ დაადანაშაულებ.

სტატიია ავტორი იხსენებს, თუ თავის დროზე როგორ აიცილა ილჰამ ალიევმა უდიდესი პრობლემები თავისი ქვეყნისთვის. კერძოდ, ცნობილია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით დაურეკა აზერბაიჯანის ლიდერს და შეეცადა მის დაყოლიებას რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით, მაგრამ ილჰამ ალიევმა თავის ექსცენტრიულ კოლეგას აუხსნა, რომ ბაქოს მშვენიერი ურთიერთობები აქვს მოსკოვთან და ამიტომაც სარისკო ნაბიჯს არ გადადგამს. ავტორის თქმით, ამ ისტორიის შესახებ თავადთ ილჰამ ალიევმა მოუყვა ერთ-ერთ დასავლელ მაღალჩინოსან დიპლომატს.

სტატიის ავტორი აგრძელებს: „დღეს რაც ხდება, როგორც ჩანს, ეს არ არის ფართომაშტაბიანი ომის დაწყების მცდელობა მთიანი ყარაბაღის დაბრუნების მიზნით. ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ომს, მით უმეტეს თუ მასში რუსეთი და თურქეთი ჩაერევა. ისეთივე შეცდომები არ უნდა იქნას დაშვებული, რაც მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით დაუშვა.

წყარო : http://www.mk.ru/politics/2016/04/03/ottayavshiy-karabakh-razvedka-boem-chasto-oznachaet-chto-nastoyashhiy-boy-vperedi.html

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here