Home რუბრიკები ბლოგი აშშ აბანდებს თანხებს უკრაინა-საქართველოში, რათა იქ ლიდერებად მარიონეტები აირჩიონ (გაგრძელება)

აშშ აბანდებს თანხებს უკრაინა-საქართველოში, რათა იქ ლიდერებად მარიონეტები აირჩიონ (გაგრძელება)

693

ნაწილი 2

ჯიბის ლიდერები

-სიტუაცია აშშ-ში  ასე მკვეთრად განსხვავდება ევროპის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, ან თუნდაც კანადაში არსებული სიტუაციისგან?

-მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნების ცხოვრებაში მედიასაშუალებები ბევრად უფრო აქტიურ როლს თამაშობენ. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტებს წარმოადგენენ. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ მათ საგარეო თუ ეკონომიკურ პოლიტიკას.

მაგალითად, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოში მზადდება ისრაელის საწინააღმდეგო რაიმე გადაწყვეტილება, ყველა ჩვენი „მეგობარი“ ამის წინააღმდეგ აძლევს ხმას. საფრანგეთი რაღაც დროის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა ამას, თუმცა სარკოზის მოსვლის შემდეგ ისინიც გახდნენ ჩვენი თოჯინების შოუს ნაწილი. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყნების ლიდერები ჩვენ ჯიბეში გვყვანან.

-რას გულისხმობთ  როდესაც ამას ამბობთ?

     ჩვენ მათ ტომრებით ვაწვდით ფულს- ამას ვგულისხმობ!

მაგალითისთვის ავიღოთ ტონი ბლერი. როგორც კი მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ბლერი სასწრაფოდ დანიშნეს ფინანსური კორპორაციების მრჩევლად, გასაოცარი ჰონორარით- 5 მილიონი ფუნტი! რეალურად იცის კი ბლერმა რაიმე ფინანსების შესახებ?!- არაფერი! აშშ-ში მას მოუწყეს საჯარო გამოსვლების გრძელი სერია, ყოველ ასეთ გამოსვლაში ის- 100 000-დან 250 000-მდე ამერიკულ დოლარს იღებდა. ვინ მივა მის მოსასმენად?!  ნუ ვთქვათ, ბლერი მაინც ბლერია, მაგრამ მის მეუღლესაც ხომ მისცეს  იგივე ტიპის ტურნეს ჩატარების საშუალება და მანაც თავისი წილი ფული მიიღო.

მანამდე, ამერიკელებმა,  ჯონ მეიჯორიც იგივე ქერის ორმოში ჩააგდეს- ის, ათი სხვადასხვა ამერიკული კორპორაციის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანეს. ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, ის ათივე კორპორაციიდან,  წელიწადში, ას-ასი ათას დოლარს იღებდა. ის დაჯგუფებები, რომლებიც ამ სახსრებს მოიძიებენ, ახდენენ გავლენას ამერიკულ პოლიტიკაზე. სხვა შემთხვევებში ჩვენ მარტივად ვრიცხავთ თანხებს ანგარიშებზე შვეიცარიის ბანკებში.

 მრავალი წლის წინ, როდესაც  სადოქტორო ხარისხი ახალი მიღებული მქონდა,  ჩემი მეცნიერული ხელმძღვანელი დაინიშნა აშს-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწედ, საერთაშორისო საკითხებში. მაშინ მინისტრი მელვინ ლერდი გახლდათ, რომელმაც დამპატიჟა პენტაგონში სამუშაოდ და ვიეტნამში გამწესებას მიპირებდა.

 -მე უარი ვუთხარი ამ შემოთავაზებაზე, მაგრამ დაუსვი ასეთი კითხვა: „ამიხსენით, რა გზებით ვაცეკვებთ, ჩვენ, ამერიკელები,  საკუთარ დაკრულზე ამდენ  ქვეყნებს?! რადგანაც ისინი აკეთებენ არა იმას, რაც მათ ინტერესებშია, არამედ აშშ-ის ინტერესებში“.

 -მან მიპასუხა: „ჩვენ მათ ვაძლევთ ფულს“.

 –მე: „თქვენ საერთაშორისო დახმარებას გულისხმობთ?“

 ის: „არა, ჩვენ ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს ვაძლევთ ფულს, ჩვენ ვყიდულობთ ქვეყნების ხელმძღვანელებს“.

მიუხედავად ამისა, მას ეს არ მოსწონდა, მიაჩნდა რა, რომ ადრე თუ გვიან,  ყველაფერი  ეს ცუდ შედეგებამდე მიიყვანდა ამერიკას, თუმცა აღნიშნული  „წესი“ მისი მოგონილი არ იყო- ასე იყო ოდითგანვე და ისიც დინებას მიყვებოდა, როგორც მრავალი სხვა.

-თუ ეს ასეა, მაშინ ამიხსენით, რა უშლით ხელს მონახონ ვინმე, ვთქვათ, ირანის ხელმძღვანელობაში და გადაწყვიტონ პრობლემა ზემოთმოყვანილი „წესის“ გამოყენებით?

-სავარაუდოთ, ასეთი ადამიანი  მოინახა კიდეც. არის ასეთი პიროვნება კენ ტიმერმანი, რომელიც ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას- „ირანის დემოკრატიის ფონდი“ , სხვა ორგანიზაციიდან, კერძოდ  «National Endowment for Democracy»-დან (შემოკლებით:NED ) მიღებული სახსრებით. აღნიშნული ორგანიზაცია, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ  გამოიყენება  ფერადი და ხავერდოვანი რევოლუციების ინკუბაციისთვის.

NED-დან ჩვენ ვქაჩავთ თანხებს უკრაინა-საქართველოში, იმისთვის რომ  ლიდერებათ იქ აშშ-ის მარიონეტები აირჩიონ.

ვიმეორებ, ჩვენი მარიონეტები, და არა რუსეთის! ეს ქვეყნები  ჯიბეში გვყავს ჩასმული, ისევე როგორც პოლონეთი, ყოფილი შუა აზიის რესპუბლიკები-  იქაც ხომ ჩვენს მარიონეტებს ვნიშნავთ  და  სახედრო ბაზები გაგვაჩნია. რუსეთიც ფრთხილად უნდა იყოს: გახსოვთ ოლიგარქები, რომლებიც პუტინმა ქვეყნიდან გააძევა?! ჩვენ ამ ადამიანებს აგენტებად ვიყენებთ.

სხვათაშორის, ტიმერმანმა დაწერა, რომ NED-მა  მუსავის მომხრეებთან გარკვეული თანხა გააგზავნა და არჩევნების წინა დღეს ყველაფერი მზად იყო ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. ასე რომ, აშშ-ის ფული ირანის ზედა ეშელონებში უკვე თავის საქმეს აკეთებს.

-კი მაგრამ, როგორც ადრე, თქვენს სტატიებში, ისე ახლაც, თქვენ აღნიშნავთ, რომ აშშ-ის გავლენის სფერო მცირდება და ის ქვეყანა-ბანკროტს წარმოადგენს….ესე იგი ფულიც მცირდება, ხომ?

 -დიახ, სახეზეა ამის ყველა ნიშანი. გეთანხმებით:

ყველაფერი აბსურდის თეატრს ემსგავსება და მსოფლიო, „ჩხუბისთავი ამერიკისაგან“ უკვე დაიღალა. აშშ იქცევა ისე თითქოს ის ღმერთი იყოს, ყველა დანარჩენი კი- ეშმაკუნები.

იაპონელებმა, ბოლო არჩევნებზე, პროამერიკულ პარტიას მხარი აღარ დაუჭირეს, ხოლო ახალი მთავრობა კი აშშ-ს ამერიკული ბაზების დახურვით დაემუქრა. ვერ გეტყვით, რეალურად რამდენად გამოუვათ  ეს მათ, ან იქნებ ისინი მხოლოდ აშანტაჟებენ ამით ამერიკას: „მოგვეცით ჩვენც ის, რასაც სხვებს აძლევთ (ფული) და მაშინ, ჩვენც ჩუმად ვიჯდებით“.  ამერიკული ბაზების გაყვანის მოთხოვნამ აშშ-ში ბევრი განაცვიფრა.

კიდევ ერთი მაგალითი: თურქეთმა ისრაელთან  სამხედრო თანამშრომლობა გაწყვიტა, იმის მიუხედავად, რომ ამერიკელებმა ყველა თურქ გენერალს სწავლების ოფიციალური კურსი ჩაუტარეს, ხოლო თურქული არმია თითქმის მთლიანად ამერიკის კმაყოფაზეა! ამასთან ერთად, თურქეთმა უარი თქვა ერთობლივ მანევრებზეც, რომლებიც  სავარაუდოდ ირანის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

 მიმაჩნია, რომ დღესდღეობით, ამერიკას მხოლოდ ინერციით, ტრადიციიდან გამომდინარე, უკავია მსოფლიოში წამყვანი ქვეყნის პოზიციები. რუსეთი კი საკუთარ არასრულყოფილებას გრძნობს, იმის გამო, რომ იქ, ამდენი წლის მანძილზე, კომუნისტები ბატონობდნენ. რუსეთი საბჭოულ მემკვიდრეობას ემიჯნება, ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ მას აქვს დემოკრატიული ტრადიციები და ამით ისეა გართული, რომ ადეკვატურად ვერ აღიქვამს და ვერ  აცნობიერებს კარსმომდგარ ამერიკულ საფრხეს, იგივე მდგომარეობაშია- ჩინეთიც.

-როგორ მოქმედებენ ამერიკელები საქართველოსა და უკრაინაში?

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიზეზი სამხრეთ ოსეთში გახდა ნატოს წევრი-ქვეყნების უკმაყოფილება სეპარატისტული ტენდენციებით საქართველოში. აშშ-მა გადაწყვიტა- როგორც კი საქართველო  სეპარატისტულ მოძრაობებს გაუსწორდებოდა, ნატო-ში მის მიღებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.

-თუმცა, ყველაფერი სხვანაირად დასრულდა.

 -დიახ, იმიტომ რომ საქმეში ჩაერია რუსეთი- ამერიკელების ქედმაღლობა და თავდაჯერებულობა  არც  უშვებდა მოვლენების ამგვარ განვითარებას, სხვა შემთხვევაში ჩვენ ამაზე არ წავიდოდით.

შესაძლოა, რუსეთს ერჩივნა მისულიყო თბილისამდე, ჩამოეგდო სააკაშვილი და საკუთარი მარიონეტი ხელისუფლება დაესვა. სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ მის უკან ზესახელმწიფო- ამერიკა დგას, თავისი სამხედრო პოტენციალით, აბა, სხვანაირად ასეთი მცირე ქვეყნის პრეზიდენტი ვერც კი  გარისკავდა რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას. უკრაინაში მომხდარი მოვლენებიც ამერიკის ორგანიზებულია.

 ამერიკა ირანში,  ტერორისტულ დაჯგუფება „მუჟახადინ-ე-ჰალკ“-ს უჭერს მხარს და კიდევ მათ ვინც, თავის დროზე, ააფეთქა ისლამური რევოლუციის დარაჯთა კორპუსი. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ არავინ საუბრობს. ახლა ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ პუტინს მოეწყო მსგავსი რამ, როგორი ვაი-ვიში და შფოთი ატყდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ?!

როდესაც გაერომ გამოსცა რიჩარდ გოლდსტოუნის ანგარიში ისრაელის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, ყველა ადანაშაულებდა გოლდსტოუნს ზედმეტობებში და ფაქტების დამახინჯებაში. გასაგები მიზეზების გამო ისრაელი ყველაზე მეტად იყო უკმაყოფილო, მაგრამ  პრეზიდენტმა ობამამაც აღნიშნა რომ ანგარიში დაწერილი იყო მიკერძოებულად ისრაელის მიმართ. ამავე დროს, საერთაშორისო წითელმა ჯვარმა და სხვადასხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს ისრაელის მხრიდან სამხედრო დანაშაულების ჩადენის ფაქტი!

თავად გოლდსტოუნი- სიონისტია. მან პატიოსნად დაწერა თავისი ანგარიში, თუმცა მიუხედავად  ამისა, მაინც მას ამტყუნებენ  და არა ჭეშმარიტ დამნაშავეებს! გასაოცარია, რომ არაფერს ამბობენ ამერიკელთა ფარისევლობასა თუ ორმაგ სტანდარტებზე. მე მაქვს შეგრძნება, რომ ადამიანები არც კი უფიქრდებიან ამ ყველაფერს.

რუსული საფრთხე

როგორ ვითარდება რუსეთთან ურთიერთობები და თუ არის რაიმე  ცვლილებები ამ მიმართულებით?

ამერიკულ დოქტრინაში რუსეთის მიმართ არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ამერიკა კვლავინდებურად მიისრაფვის მსოფლიო ჰეგემონიისკენ.  გაბატონებული მიდგომა, რომელსაც მაქსიმალურად ეყრდნობა პენტაგონის გეგმები: აშშ-ს უნდა გააჩნდეს  ძალა, რომ სძლიოს ნებისმიერ მტერს, თუ მტრების კოალიციას. ნეოკონსერვატორებს, რომლებიც გამოირჩევიან სიმპატიებით აღნიშნული დოქტრინის მიმართ, სჯერათ, რომ ჩვენ, ამერიკელები ძველებურად ყველაზე „მართალი“ ერი ვართ, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება მოახვიოს თავს   მსოფლიოს საკუთარი მსოფლმხედველობა თუ თამაშის წესები.

ამერიკის მსოფლიოში გაბატონების მესიანური როლის გზაზე რუსეთის დგას. სწორედ ამიტომ, რუსეთის ირგვლივ სოკოებივით იზრდება ამერიკული სამხედრო ბაზები, ხოლო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, და არა მხოლოდ ისინი, მარიონეტებად გადავაქციეთ. რუსეთი ხვდება, რომ პოლონეთში განთავსებული რაკეტები, თუ რადარები- ჩეხეთში, ირანის წინააღმდეგ არ არიან მიმართულნი, არამედ რუსეთს აკონტროლებენ. არა მგონია, რომ  ამერიკამ  რუსეთის იგივე ჯიბეში ჩასმა გადაიფიქროს, რომელშიც საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები ჰყავს ჩასმული. ობამამ პოლონეთში რაკეტების განთავსებაზე უარი იმიტომ კი არ თქვა, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებინებდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთმა აშშ-ს ირანში მხარი დაუჭირა.

ამერიკის მსოფლიო ბატონობისკენ მიმავალ გზაზე, რუსეთი და ჩინეთი- ორი მთავარი დაბრკოლებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიო ასპარეზზე სერიოზულ ძალას წარმოადგენს, რომლის არგათვალისწინებაც შეუძლებელია, მისი  რუსეთთან ერთ რიგში  დაყენება, მაინც ნაადრევი ხომ არ არის?

– აშშ-ის პოლიტიკა აშკარად ანტირუსულია. რუსეთი გიგანტურ ტერიტორიას მოიცავს, მას იმდენივე ბირთვული იარაღი აქვს, რამდენიც ჩვენ და უამრავი ბუნებრივი რესურსიც გააჩნია, ამდენად რუსეთი აკონტროლებს მთელ დასავლეთ ევროპას. ხოლო ჩინეთთან კავშირი კი მას   უზარმაზარ სამხედრო შესაძლებლობებს შესძენს.

ქვეყანა, რომელიც ბაღდადს ვერ დაიმორჩილებს, რუსეთს ვერასოდეს დაიმორჩილებს!

მეშინია, თუ რუსეთი დანებდება ილუზიებს იმის შესახებ, რომ ამერიკა მზადაა მასთან იმეგობროს, ამით ამერიკა საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს მას და მალე ნეიტრალიზებასაც მოახდენს.

ამერიკის დაისი

-რა მდგომარეობაა ამერიკაში ეკონომიკის კუთხით?

თუ არ ჩავთვლით სუპერმდიდრებს, XXI საუკუნეში მოსახლეობის შემოსავლები არ გაზრდილა. მოხმარება მხოლოდ იმიტომ იზრდებოდა, რომ ხალხი სულ უფრო მეტად ძვრებოდა ვალებში და ხარჯავდა იმას, რასაც იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაში  იღებდა. ამჟამად კი ისინი უმუშევრები არიან და იმდენად ჩაფლულნი ვალებში, რომ  ვეღარაფერს ხარჯავენ, ამიტომა მოხმარება არ იზრდება და ყველანაირი საუბარი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე- ბოდვაა.

გაისეირნეთ შოპინგ-ცენტრებში, თქვენ დაინახავთ უამრავ თავისუფალ ფართებს. ამერიკული ეკონომიკა იმდენადაა გადაბმული იმპორტზე, რომ სავაჭრო დეფიციტის ზრდას ვერანაირად  შევაჩერებთ. როცა ამერიკულ კორპორაციას ოკეანეს გაღმა გადააქვს წარმოება, ამით ის ამერიკული მთლიანი შიდა პროდუქტისგან ქმნის ჩინურ თუ ინდურ ანალოგს, რომელიც ამერიკაში შემდგომ შემოდის როგორც იმპორტი. ამით ჩვენ ვჭრით იმ ტოტს, რომელზეც თავად ვსხედვართ, მოგებაში კი მხოლოდ აქციონერები და ტოპ-მენეჯერები რჩებიან, ამიტომაც არის რომ  ამერიკაში შემოსავლებში სხვაობა  სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

-რაში ხედავთ  ამ მდგომარეობიდან გამოსავალს?

-ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დოლარის ჩაძირვაშია. ვერ გეტყვით, რატომ ვერ ხვდებიან ამას რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები. თუ ჩინეთი სრულად გამოაგდებს ბაზარზე  საკუთარ  დოლარის აქტივებს, აშშ უმალ გადაიქცევა მესამე სამყაროს ქვეყნად, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეეხვეწება გადაუხადოს იმპორტირებული საქონლის ღირებულება.

-რა მოუვა ჩინეთის ეკონომიკას, თუკი ამერიკა ვერ შეძლებს ყველაფრის შესყიდვას, რაც ჩინეთშია დაზადებული?

არ ვიცი. მათი შიდა ბაზარი მოცულობით- ხუთ ამერიკულს უდრის და სწორედ ის უნდა განავითარონ. მაგრამ ბიუროკრატები ყველგან არიან. დარწმუნებული ვარ ისინი მუშაობენ შიდა ბაზრის შექმნაზე. მე ვიყავი იქ რამდენიმე წლის წინ და ხელმძღვანელები საქმეში საკმაოდ ჩახედულნი აღმოჩნდენ, იმ დროს, ისინი შეწუხებულები იყვნენ, ბუშისა და ჩეინის ამერიკის მილიტარიზმითა და აგრესიულობით.

-თქვენ თვლით რომ ობამა სხვა გზით წავა?

– არა, მას იგივე ჯგუფები აკონტროლებენ, ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა ვის აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად. საკითხებს წყვეტენ არა პოლიტიკური პარტიები, არამედ დაინტერესებულ  კერძო პირთა სხვადასხვა დაჯგუფებები, რომლებიც უხვად აფინანსებენ ამა თუ იმ საარჩევნო კამპანიებს.

პირველი ჯგუფი, ეს ფინანსური სექტორია. ობამა, ისევე როგორც მანამდე კლინტონი და ბუში, მათ ხელშია.

მეორე ჯგუფია- სამხედროები და თავდაცვა. ბოლო მონაცემებით ამერიკის სამხედრო ხარჯები მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს- ერთად აღებული და ეს ყველაფერი, თავდაცვით ინდუსტრიაში რამდენიმე ფირმის კეთილდღეობისთვის კეთდება, რომლებიც უხვად გაცემენ თანხებს არჩევნების დროს.

და ბოლოს მესამე ჯგუფი:  ესაა AIPEC (American Israel Public Affairs Committee). რაც კი მათ სურთ ყველაფერი უხდებათ. ასე რომ, ხალხი კი არ წყვეტს ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი, არამედ -ფული  საარჩევნო კამპანიისთვის!  იმარჯვებს ის, ვის   საარჩევნო კამპანიასაც გავლენიანი ჯგუფები მეტ ფულით დააფინანსებენ. ცხადია, ასეთი კანდიდატი ვერ იქნება დამოუკიდებელი, ის ვერ მოიქცევა ისე, როგორც თავად მიაჩნია მართებულად.

ამიტომაცაა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ვერასოდეს შეძლებს არაბთა და პალესტინელთა შერიგებას, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, გამარჯვებულად ისრაელი უნდა გამოიყვანონ.

ასევე, ობამა ჯარებს შინ არ დააბრუნებს, რადგანაც ეს წინააღმდეგობაში იქნება სამხედრო წარმოების ინტერესებთან.   

 ამიტომ,  ავღანეთში ჯარების რაოდენობა იზრდება და  სამხედრო მოქმედების ახალი თეატრი კი პაკისტანში იხსნება.

მასალა თარგმნა და მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

1 COMMENT

  1. ოოოოო შორს აღარააა, ამერიკის ტრიუმფალური დამხობა,….აააოხრეს მთლი მსოფლიო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here