Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

შოკისმომგვრელილედის დღე

ინგლისის ქალაქ ეინტრიში ტრადიციული ყოველწლიური ზეიმი ჩატარდა _ ლედის დღე, რომელიც ნაციონალური დოღის შემდეგ იმართება ხოლმე და ათიათასობით მაყურებელი ჰყავს.

ამ ღონისძიების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემებმა: “დეილი მეილმა”, “მირორმა” და “გარდიანმა”. ამ დღეს ბრიტანელი ქალები ცდილობენ, ექსტრავაგანტური სამოსელით გაიბრწყინონ და გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილება დატოვონ, მაგრამ დღის ბოლოს ალკოჰოლით გაბრუებულებს ავიწყდებათ, რომ ქალბატონები არიან და პაპარაცების სამიზნეში ექცევიან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/policielma-12-wlis-gogona1.jpg

პოლიციელმა 12 წლის გოგონა ჭიდაობის ილეთით ბეტონის იატაკზე დაანარცხა

ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ მოისროლა ჭიდაობის ილეთით 12 წლის გოგონა ამერიკელმა პოლიციელმა. ინციდენტი მოხდა ქალაქ სან ანტონიოში (ტეხასის შტატი).

გოგონას დედის თქმით, სამართალდამცველს ეგონა, რომ მოზარდი თანაკლასელთან ჩხუბს აპირებდა, მაგრამ მას მხოლოდ თანატოლთან გასაუბრება სურდა. სამართალდამცველი კი ამტკიცებს, რომ გოგონა მასზე თავდასხმას აპირებდა, თუმცა, ეს მართლი რომც ყოფილიყო, პოლიციელი ასე არ უნდა მოქცეულიყო _ მან გოგონა ხელში აიყვანა, წელში გადაღუნა და ბეტონის იატაკზე სახით დაანარცხა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/norvegieli-politikosi.jpg

ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა მოითხოვა, ქვეყნიდან არ გააძევონ ლტოლვილი, რომელმაც გააუპატიურა

ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა კარსტენ ნორდალმა საჯაროდ ილაპარაკა ნორვეგიული ტელეარხის ეთერში, რამდენიმე წლის წინათ როგორ გააუპატიურა ლტოლვილმა სომალიდან.

მამაკაცის თქმით, გაუპატიურების შემდეგ ის გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოძალადის დნმ-ი დაადგინეს. ნახევარი წლის შემდეგ კი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს სომალელი მიგრანტი, რომელიც ამტკიცებს, რომ სექსუალური აქტი ორმხრივი თანხმობით მოხდა, მაგრამ სასამართლომ მას მაინც 4,5 წლით აღუკვეთა თავისუფლება.

განაჩენის გამოცხადებამდე კარსტენ ნორდალმა შეიტყო, რომ სომალელს ქვეყნიდან დეპორტაციასა და სომალიში გაგზავნას უპირებენ და ცრემლად დაიღვარა: “თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მე ვარ მიზეზი იმისა, რომ მას ნორვეგია დაატოვებინონ. მას გაურკვეველი მომავალი ექნება სომალიში. ის უკვე იჯდა ციხეში და აღარ არის საჭირო მისი კიდევ უფრო მეტად დასჯა, თანაც ახლა უფრო მკაცრად”, _ განუცხადა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა “ენ-ერ-კას” ჟურნალისტს და დასძინა, რომ მოძალადე არ სძულს, რადგან ის სამყაროში არსებული უსამართლობის პროდუქტია, რომელსაც ცხოვრების საშინელმა პირობებმა და ომმა დაღი დაასვა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Vampire-killer-Pablo-Lucio-.jpg

ვამპირმა მკვლელმა 12 წლის ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა

6 აპრილს ამერიკის ქალაქ ჰანტსვილში სიკვდილით დასაჯეს ტეხასელი პაბლო ლუსიო ვასკესი, რომელმაც 1998 წლის აპრილში ყელი გამოსჭრა 12 წლის დევიდ კარდენას და მის სისხლს სვამდა, ვიდრე ბიჭმა სული არ განუტევა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ვასკესი ალკოჰოლითა და ნარკოტიკით იყო გაბრუებული.

როგორც ამერიკული გამოცემა “იუ-ეს-ეი თუდეი” იუწყება, პაბლო ლუსიო ვასკესმა დაკითხვისას აღიარა, რომ წვეულებიდან წამოსვლის შემდეგ გზად მიმავალს “ეშმაკის ხმა” ჩაესმა და ბიჭის მკვლელობა უბრძანა. ვასკესმა ლითონის მილი თავში ჩაარტყა ბიჭს, შემდეგ ყელი გამოსჭრა და სისხლი დალია. 12 წლის მოზარდის გვამი ზემოაღწერილი შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ მიყრუებულ ადგილას იპოვეს. სასამართლომ უარყო ადვოკატების მოსაზრება, რომ ვასკესი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო და დამნაშავეს ორგანიზმში შხამის შეყვანით სიკვდილი მიუსაჯა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here