Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანობით 10-ჯერ აღემატება ნატოს ჯარებს

რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანობით 10-ჯერ აღემატება ნატოს ჯარებს

1140

თავდაცვის კვლევის გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ რუსეთის არმია ბრძოლისუნარიანობის მიხედვით 10-ჯერ აღემატება ნატოს ჯარებს. ექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია, ოთხ დღეში საბრძოლველად გაამზადოს 47 ათასისამხედრო ელემენტი” (სამხედრო პირი და ტექნიკა), ნატოს კი ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 5 ათასი ჯარისკაცის გამოყვანა შეუძლია, ანუ თითქმის 10-ჯერ ნაკლების.

ხოლო 2-3 კვირის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების 60 ათასი სამხედრო ნაწილი და ქვედანაყოფი საბრძოლველად მზად იქნება. რუსეთის საომარი ტექნიკის ნაწილი ერთ დონეზეა დასავლეთის ტექნიკასთან, მეორე ნაწილი კი მას სხვადასხვა მაჩვენებლით აღემატება.

რუსეთს შეუძლია, დისტანციურად დაბომბოს ლონდონის ტერიტორია ვესტმინსტების სასახლიდან ტრაფალგარის მოედნამდე ან ტემზის ნაპირიდან სენ-ჯეიმს პარკამდე. მანამდე, 2015 წლის დეკემბერში ბრიტანეთის პარლამენტმა მთავრობას წარუდგინა მოხსენება ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ, რომელშიც რუსეთი “ისლამურ სახელმწიფოსთან” ერთად მთავარ საფრთხედ იყო მოხსენიებული.

1 COMMENT

  1. ამდენი აფერისტი სად შეიკრიბა, ეს ეგრეთ წოდებული ნატო- თაღლითები, მაგრამ უფრო
    მოღალატეები და ფულის ხურუშიანები არიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here