Home რუბრიკები პოლიტიკა “სად არის ფული?” _ ერდოღანი ევროკავშირს ლტოლვილების თაობაზე შეთანხმების გაუქმებით ემუქრება

“სად არის ფული?” _ ერდოღანი ევროკავშირს ლტოლვილების თაობაზე შეთანხმების გაუქმებით ემუქრება

483

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადარომ არც თურქეთი შეასრულებს ამ ხელშეკრულების პირობებს.

ბრიუსელსა და ანკარას შორის შეთანხმება ევროკავშირში ლტოლვილებისა და მიგრანტების შესახებ ითვალისწინებს გაცვლას “ერთი ერთზე”, რაც იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთის კუნძულებზე არალეგალურად გადასული 72 ათასი მიგრანტი თურქეთში უნდა დაბრუნდეს, ათასობით სირიელი ლტოლვილი კი ევროკავშირში დასახლდეს.

დახმარების სანაცვლოდ ევროკავშირი თურქეთს დაჰპირდა, დააჩქაროს მიგრანტების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად შემუშავებული მიზნობრივი პროექტების დაფინანსება, რომელიც 3 მლრდ ევროს შეადგენს, აგრეთვე, უნდა გააქტიურდეს ევროკავშირში თურქეთის შესვლის პროცესი.

“ჩვენი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით თითქმის სამ მილიონ კაცს (სირიელ ლტოლვილებს _ რედ.) ვინახავთ, ევროპის დაპირებებიდან კი არაფერი სრულდება. თუ ევროკავშირი დაპირებებს არ შეასრულებს, მაშინ არც ჩვენ შევასრულებთ შეთანხმების პირობებს. ქვეყნებმა, რომლებიც ეკონომიკურად ჩვენზე მაღლა დგანან, ასეთი სიმაღლე, ადამიანურობის თვალსაზრისით, ვერ გამოიჩინეს”, _ განაცხადა ერდოღანმა ანკარაში პოლიციელების წინაშე გამოსვლისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here