Home რუბრიკები ბლოგი კულტრულაილას ფული რად უნდა?

კულტრულაილას ფული რად უნდა?

1001

ქართული კულტურა ახალ სიმაღლეებს იპყრობს! ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, “მარონ ფაივი” _ ეს არის ნაბიჯი ქართული კულტურის მორიგი აღმასვლისა და გაბრწყინებისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და პირადად მისი აღმატებულება მინისტრი გვპირდებიან, რომ მიმდინარე წლის მაისიდან ქართული კულტურის აღორძინებისა და აღმშენებლობის ჯერარნახული ტალღა დაიწყება სახელწოდებითჩექ ინ ჯორჯია”.

აბა, რაღა დროს იმჟამინდელი უაზრო მიდგომებია კულტურის სფეროში, როდესაც “რუსები ენას და კულტურას გვართმევდნენ” და ქართული კინო, თეატრი, ქართული საოპერო ხელოვნება ჯერ საბჭოთა კავშირისა და შემდეგ უკვე მსოფლიოს მასშტაბით მოივლიდა ხოლმე უამრავ ქვეყანას. არც ესტრადა ჩამოუვარდებოდა და ნანი ბრეგვაძის, “ორერას”, მოგვიანებით “ივერიასა” თუ “ვია-75”-ის საგასტროლო ტურნეებზე სხვადასხვა ქვეყნის საკონცერტო დარბაზებში ტევა აღარ იყო. არანაკლები ყურადღება ექცეოდა ქართულ მწერლობას, სახვით ხელოვნებას თუ ხელოვნების კიდევ სხვა დარგებს… თუმცა, უკვე გითხარით, რომ ეს იმხანად იყო, როდესაც “რუსები ქართულ ენას ანადგურებდნენ”…

ახლა უკვე სხვა დროა და ქართული კულტურის, განსაკუთრებით კი _ ქართული ენის, სადარაჯოზეა “ისთერნ ფრომოუშენის” მიერ ორგანიზებული “ჩექ ინ ჯორჯია”!

რა თქმა უნდა, არ შეიძლება დაგვავიწყდეს ათასნაირი “ჯაზ-ფესტები”, “ჯემ-სეიშენები” თუ “ბლექ-სი მიქს”-ები და მსგავსი. ყოველივე ეს ხომ ქართული ენის შენარჩუნებას, ქართული კულტურის საქვეყნო დიდებასა და, საზოგადოდ, ქართული სულის ყივილს “ემსახურება”?!

ირონია ირონიად, მაგრამ, სერიოზულად მაინტერსებს, რას ელოდა ის, ვინც ცნობილი შოუპრომოუტერი კულტურის მინისტრად დანიშნა? კითხვები მაშინვე დაისვა _ რატომ? რა კრიტერიუმით? რა დამსახურებებისთვის ინიშნება ბატონი მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრად? მაგრამ ვინ არის პასუხის გამცემი? დღეს ხომ საქართველოში ასეთი სიტუცია გვაქვს _ თუკი მასდიადიბიძინას მხარდაჭერა ექნება, თუნდაც სერიული მკვლელი და სექსუალური მანიაკი იყოს, თავისუფლად შეიძლება სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდაგანათლების მეთოდური სამმართველოს უფროსიც გახდეს! ჰოდა, ასეთ რეალობაში რა გასაკვირია იმ ადამიანის დანიშვნა კულტურის მინისტრად, რომელსაც კულტურა მხოლოდ ჯაზი და, როგორც თვითონ განაცხადა ტელეკომპანიაიმედისეთერში, “კლასის საესტრადო ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაჰგონია?

სხვათა შორის, მინისტრის მიერ “იმედისთვის” მიცემული ეს ინტერვიუ სხვა ბევრი კუთხითაც იყო ყურადსაღები; პირველ რიგში კი, იმ ყველაფრის “გადამეორებით”, რასაც “ნაცების” დროინდელი რიტორიკა ჰქვია: თურმე, “კლასის ვარსკვლავებისჩამოყვანა საქართველოში მხოლოდ ქართული კულტურისთვის კი არ არის სასარგებლო, არამედ ტურისტების ნაკადის გასაზრდელადაც და ქვეყნისთვის ჯერარნახული შემოსავლის მოსატანადაც. აბა, რა! ხომ გახსოვთ, ტოტო კუტუნიოსა და შაკირას თბილისში ვიზიტებისას როგორ გადაივსო უცხოელი ტურისტებით აქაურობა და მათი წასვლის შემდგომ კი როგორი კოლოსალური მოგება ნახა ჩვენმა ქვეყანამ. ბიუჯეტი ისე გადაივსო, რომ საქართველოს მთავრობამ აღარ იცოდა, რომელი სოციალური პროგრამა დაეფინანსებინა და კიდევ რამდენი ათეული ლარით გაეზარადა პენსიები და შემწეობები.

აი, ამდენი შემოსავალი მოგება და ტურისტების უწყვეტი ნაკადი მოსდევს ხოლმე “ა-კლასის” ვარსკვლავების სტუმრობას საქართველოში.

თუმცა, გაუგებარია, რაღა საქართველოში მოსდევენ ამ მომღერლებს უცხოელები, როდესაც მათ საქართველოში ჩამოსვლამდე დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში აქვთ ხოლმე ტურნე. ამჯერადაც, ცნობილია, რომ რამაზოტი და უილიამსი რუსეთიდან ეწვევიან თბილისს და აქედან კი ერევანს გაეშურებიან.

მოკლედ, გამოდის, ჩვენს კულტურის მინისტრს, უბრალოდ, სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რომ “ა-კლასის” ვარსკვლავების აქ ჩამოყვანა, კულტურასთან ერთად, ტურიზმსაც დიდ სამსახურს გაუწევს…

სხვათა შორის, მინისტრის სიტყვაზე ნდობა სხვა ბევრ რამეშიც გვიწევს. აბა, სხვა რა გზაა, როდესაც, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი ამ ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 29 მილიონის ასათვისებლადო, მინისტრს ჭეშმარიტად მინისტრული პასუხი აქვს – არ იყო საჭირო!”.

მინისტრის არგუმენტმა აქ მართლაც ქვა გახეთქა: იმ კომპანიებს, რომლებსაც ისედაც აქვთ დიდი გამოცდილება ასეთი ღონისძიებების გაკეთებისა, ვაძლევთ იმის დაკვეთებს, ვისაც რის გამოცდილება აქვს. მაგალითად, “ისთერნ პრომოუშენიშავი ზღვის ფესტივალს, 20 წელია, აკეთებს და რად უნდა ამას ტენდერი? მათზე უკეთ ვინ გააკეთებს?”

წინასწარ ვიტყვი: მინისტრმა ბოლოს, როგორც იქნა, ისიც გაგვიმხილა, რომ მისი ყოფილი კომპანიაისთერნ პრომოუშენიამ 29 მილიონიდან შავი ზღვის ფესტივალისთვისსულ რაღაც” 2 მილიონს იღებს თურმე. თუმცა ის აღარ უთქვამს, ხსენებულ 29 მილიონში გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებშიც თუა ჩართულიისთერნ პრომოუშენიდა კიდევ რამდენსულ რაღაცმილიონს მიიღებს იქიდან.

სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით შემდეგი: “ასეთი გამოცდილი ადამიანები საქართველოში სხვაგან არ არიან. მათი ნაწილი მე კულტურის სამინისტროში გადმოვიყვანე. ჩემი გუნდით მოვედი. ამიტომ ბევრ რამეს კულტურის სამინისტრო გარეთ გატანის გარეშე, შიგნითვე აკეთებს. ხოლო კომპანია ისტერნ პრომოუშენიაკეთებს იმავეს, რასაც აკეთებდა ჩემს მინისტრად წამოსვლამდე. რად უნდა ამას ტენდერი?”

მართლაც და, რად უნდა? ან ტენდერი რად უნდა, ან კულტურას განვითარება რად უნდა? ან რა არის კულტურა და რა _ შოუბიზნესი, ამას განსაზღვრა რად უნდა? და, საერთოდ, ტრულაილას ფული რად უნდა?

ფული უნდა კულტრულაილას! რადგან იმას, რასაც მიხეილ გიორგაძე აკეთებს და მფარველობს, კულტურას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, ეს უფრო ტაშფანდური, შახტიკოტე და კულტრულაილაა!

ისე, მიხეილ გიორგაძის ეს უნიკალური მსჯელობა სხვა ნებისმიერი სფეროსთვისაც გამოდგება. ავდგეთ და, საერთოდ გავაუქმოთ ყველა სფეროში და ყველაფერში სახელმწიფო ტენდერები, ხომ ისედაც 25 წელია, ვიღაც აკეთებს ნებისმიერ სფეროში რაღაც მიმართულებით რაღაცებს და ვაკეთებინოთ ისევ იმას! ასე მარტივად. ტენდერი არა ისა!

რა ტენდერზეა საუბარი, როდესაც კულტურის მინისტრი ასეთ სისულელესაც კი ამბობს: მართალია, ეს ღონისძიებები ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ მე ვერ გეტყვით და არ მაქვს უფლება, დავასახელო ჩამოყვანილი უცხოელი ვარსკვლავების ჰონორარები, რადგან კონტრაქტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც მათი ანაზღაურებები გასაიდუმლოებულია”.

ოლოლო შენ! აი, ეგრე! ფეხებზე არ გვკიდია კანონი? მთავარი ის არის, რა ჩაწერა კონტრაქტში კულტრულაილას მინისტრმა, თორემ, კანონის მიხედვით, რომ არაფრით არ შეიძლება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გასაიდუმლოებული იყოს, ეგ ვის აინტერსებს?

ჩვენ ხომ ბნელები ვართ და არაფერი გვესმის “კომერციული საიდუმლოებებისა”!

რაო? კომერციული საიდუმლოებები მხოლოდ კერძო ფირმებს შეიძლება ჰქონდეთ და, როდესაც საქმე ბიუჯეტიდან დახარჯულ ფულს ეხება, იქ არანაირისაიდუმლომუხლები არ შეიძლება არსებობდეს? ეგ ვინ თქვა? კანონმა? არა უშავს _ მთავარია, რას იტყვისისთერნ პრომოუშენის პროფესიონალთა გუნდი”, თორემ კანონი რამდენ რამეს დაიბჟუტურებს, მაგას თუ მივაქციეთ ყურადღება, ხომ დაგვრჩება განუვითარებელი კულტურაც, ტურიზმიც და ქვეყანაც?!

და, საერთოდ, მგონი, დროა, კულტურის სამინისტრო გავაუქმოთ ან სულაც სახელი გადავარქვათ დაშოუბიზნესისანჯემსეიშენის”, ანჯაზფესტისსამინისტრო დავარქვათ! ნუ, კაი, ჯანდაბას, თუ მაინცდამაინც, ცალკე გამოვყოთ კულტურის სამინისტრო და მინისტრად დავუნიშნოთ ვინმე ბნელი, ჩამორჩენილი, თეატრის, ფერწერის, პოეზიის, მწერლობისა და ეგეთი სისულელეების მოყვარული და თავშიც ქვა უხლიათ!

შოუბიზნესის სამინისტროს კი უკვე ჰყავს ღირსეული მინისტრი, რომელსაც, თავის მხრივ, ჰყავს პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გაასაიდუმლოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის დინამიკა, ისიც ზუსტად იცის, როგორ უნდა დახარჯოს 29 მილიონი ტენდერებისა და რაღაც სისულელეების გარეშე!

სხვათა შორის, “ნაცების” პერიოდში სწორედ ის ადამიანები გაჰკიოდნენ, _ რას ჩამოჰყავს მიშა სააკაშვილს ეს უცხოელი მომღერლები, გაჭირვებულ ხალხს მიხედოსო, რომლებიც დღეს “ჩექ ინ ჯორჯიას” მთავარ მხარდამჭერებად გვევლინებიან და უკვე კურტუმოებსაც ამზადებენ მომავალ კონცერტებზე ასათამაშებლად…

არც ის აფიქრებს ვინმეს, გაჭირვებული ხალხის მიხედვის ნაცვლად, ეს უცხოელიკლასის ვარსკვლავები”, სააკაშვილის დროსაც რომ სწორედ მიხეილ გიორგაძეს ჩამოყავდა, ახლაც მას ჩამოყავს, თანაც ახლა უფრო მაღალი სტატუსით _კულუტურის მინისტრის.

ეგრეა! ვაზელინიანი ადამიანები მხოლოდ მაშინ კნავიან, როდესაც მათ უკანალში თავის შეყოფის საშულებას არ აძლევენ და თავის ვაზელინით გაპოხვა ამაოდ დაურჩებათ ხოლმე. ხოლო, თუკი გრძნობენ, რომ სხვა, მაგრამ არანაკლებ მომგებიან უკანალში ნარნარად ასრიალებენ ვაზელინიან თავებს, მაშინ, უკანალის პატრონთან ერთად, თვითონაც სიამოვნებით იტრუნებიან ხოლმე!

 ქართული კულტრულაილა კი, როგორც ჩანს, უკვე თვითონ ფულია და, როცა უნდა, მაშინ ამოიღებს და, როცა უნდა, დახარჯავს კიდეც…

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. შენ გაიხარე ბაკურ ასეთი სამართლიანი რომ ხარ100000000000000% გეთანხმებით შენს სტატიებს რომ ვკითხულობთ კიდევ რაღაცის იმედი დვეძლევა ხოლმე გაიხარე და ღმერთმა გაძლება მოგცეს ჩვენთან ერთად

  2. მიშა გიორგაძის სიმამრი ჯაბა იოსელიანი (ჯაბალედინი) ხომ ქურდულად გვძარცვავდა, თვითონ მიშა კი კულტურულად გვძარცვავს! სასწრაფოდ დააბრუნეთ ოდიშარია კულტურის მინისტრად!

  3. მე ჯერ შემოსული ტურისტებით გამდიდრებული კაცი არ მინახავს ჩემს ქვეყანაშიდა იქნებ ჯობდეს ამხელა თანხის ნაწილი ქართველ მუსიკოსებს და ზოგადად, ხელოვანებს მოხმარდეს, ღვთის მადლით ბევრი გვყავს მართლა ნიჭიერი… ან მუსიკალური სკოლები, რომლებიც პრაქტიკულად გაანადგურეს, აღადგინონ და დააინტერესონ ბავშვები პროფესიული მუსიკით , რა თქმა უნდა ყველა მუსიკოსი ვერ გახდება, სამაგიეროდ გემოვნებიანი მსმენელი გვეყოლება , შესაბამისად – შემფასებელი და დ ა მ ფ ა ს ე ბ ე ლ ი ქართული ფოლკლორის, ან თუნდაც საჯარო სკოლებისთვის გადაამზადონ ე.წ. მუსიკის მასწავლებლები და იქ მაინც ასწავლონ და შეაყვარონ ჭეშმარიტი ქართული სიმღერა და არა ე.წ. ფანოღი (თუ რა ქვია მაგას ), რომელსაც ქართულად ასაღებენ 😐

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here