Home რუბრიკები პოლიტიკა “ბარემ შეთავსებით ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნეთ!”

“ბარემ შეთავსებით ცესკოს თავმჯდომარედ დანიშნეთ!”

512

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პრემიერს თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება

საარჩევნო კოდექსშიიგეგმება ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერმინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორები არიან პარლამენტის წევრები _ გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ხმალაძე, ხოლო ინიციატორები _ ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე.

“საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, პრემიერმინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რაც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას. პრემიერმინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამის საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება. პრემიერმინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერმინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება და საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც, შესაძლოა, ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს არ შეესაბამება“, _ აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ევროკავშირის დირექტივებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here