მთავარი ყველაზე ყველაზე 8 ყველაზე ძვირფასი საგანძური, რომლებიც შემთხვევით იპოვეს

8 ყველაზე ძვირფასი საგანძური, რომლებიც შემთხვევით იპოვეს

558
გააზიარეთ
8 ყველაზე ძვირფასი საგანძური, რომლებიც შემთხვევით იპოვეს

ვინ არ ოცნებობს ისეთი განძის პოვნაზე, რომელიც უზრუნველყოფილი ცხოვრების საშუალებას მისცემს და იმით დაკავდება, რაც მართლა აინტერესებს? ყოველთვის, როცა არქეოლოგის ან ექსკავატორის ნიჩაბი მიწას თხრის, არის შანსი უძველესი საგანძურის პოვნისა. და ზოგჯერ იღბლიანები ყველასთვის მოულოდნელ ადგილას აღმოაჩენენ ხოლმე უზარმაზარ საგანძურს.

შრი პადმანამბჰასვამის განძი

შრი პადმანამბჰასვამის განძი

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საგანძური იპოვეს 2011 წელს ინდოეთში პადმანამბჰასვამის ტაძარში, რომელიც აგებულია XVI საუკუნეში და მდებარეობს ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით _ შტატ კერალში. ნაპოვნი განძეულის ღირებულება დაახლოებით 22 მლრდ დოლარია.

უცნობის ოქროს ზოდები

უცნობის ოქროს ზოდები

სიდიდით მეორე განძი 2005 წელს იპოვეს ჩილეში. მაძიებლებმა ზღვაში, 50 მ-ის სიღრმეში ოქროს ზოდებით სავსე 600 კასრი იპოვეს. განძის საერთო ღირებულებამ 10 მლრდ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ განძი იოლად იპოვეს, მის ამოღებას რამდენიმე წელი მოუნდნენ. ვის ეკუთვნოდა ეს ოქროს ზოდები, დღემდე დაუდგენელია.

სადავო განძი

სადავო განძი

2009 წელს მყვინთავებმა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო გაიანის სანაპიროსთან ახლოს, ოკეანის ფსკერზე, იპოვეს უზარმაზარი განძი, რომლის ღირებულებაც 3 მლრდ დოლარია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამ ადგილას ჩაიძირა გემი, რომლის ტრიუმიც სავსე იყო ოქროთი, პლატინითა და ბრილიანტებით. ამ ძვირფასი ტვირთის მფლობელები იყვნენ საბჭოთა კავშირი და დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ამერიკულ კომპანიასთან დღესაც მიმდინარეობს დავა ამ განძის განაწილებაზე.

კონკისტადორების ოქრო

კონკისტადორების ოქრო

2015 წლის დეკემბერში კოლუმბიის სანაპიროსთან აღმოაჩინეს ძვირფასეულობით დატვირთული ესპანური ხომალდი, რომელიც კარიბის ზღვის ფსკერზე 300 წლის განმავლობაში იყო ჩაძირული. განძის მფლობელობაზე პრეტენზია განაცხადა კოლუმბიამ, რომელსაც ფსკერიდან ამოღების შემდეგ გადაეცემა კიდეც 1 მლრდად შეფასებული ოქრო, ვერცხლი და ალმასები.

ოქროს გალიონი

ოქროს გალიონი

ცნობილი ესპანური გალიონი Nuestra Senora de Las Mersedes-ი, რომელიც ოქროთი იყო დატვირთული, მყვინთავებმა 2007 წელს აღმოაჩინეს პორტუგალიის სანაპიროსთან ახლოს. ნაპოვნი სრულად (ჯილდოს გარდა) წაიღო ესპანეთის სახელმწიფომ, თუმცა საგანძურის დიდი ნაწილი, რომელიც 1,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ისევ ფსკერზეა _ ესპანეთს ჯერჯერობით არ აქვს ამ განძის ამოღების რესურსი.

Nuestra Senora de Atocha Nuestra Senora de Atocha

Nuestra Senora de Atocha 

კიდევ ერთი ესპანური გალიონი სამწუხარო ბედითა და განძით, რომელმაც ზღვის ფსკერზე 5 საუკუნე გაატარა. თავის დროზე ამ ხომალდით გადაჰქონდათ ესპანელებს ოქრო და ძვირფასი ქვები. მყვინთავებმა გემის ტრიუმში იპოვეს 500 ათასზე მეტი არტეფაქტი, მხოლოდ ზურმუხტი _ 4 ათასი ცალი. საგანძური შეფასებულია 450 მლნ დოლარად.

 მეკობრეთა ხომალდის ზარბაზნები, მონეტები და ზარი

 მეკობრეთა ხომალდის ზარბაზნები, მონეტები და ზარი

Whydah-ი მეკობრეთა ერთადერთი ჩაძირული ხომალდია, რომელიც იპოვეს. ეს იყო მეკობრეთა ცნობილი კაპიტნის _ სემ ბელამის ფლაგმანი ხომალდი, რომელიც 1984 წელს აღმოაჩინა ბარი კლიფორდმა. საგანძური კი ამ ხომალდიდან დღემდე ამოაქვთ ხმელეთზე. უკვე ამოღებულია 200 ათასი ექსპონატი, მათ შორის ზარბაზნები, მონეტები, ოქროს სამკაულები და გემის ზარი. საგანძური შეფასებულია 400 მლნ დოლარად.

დიდი ბრიტანეთის ვერცხლი

დიდი ბრიტანეთის ვერცხლი

ბრიტანული ხომალდი SS Gairsoppa, რომელიც დატვირთული იყო ვერცხლის ზოდებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1941 წელს, ჩაძირა გერმანულმა წყალქვეშა ნავმა. ხომალდზე ნაპოვნი განძი 200 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here