Home რუბრიკები საზოგადოება 8 თებერვალი წმინდა მეფის _ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

8 თებერვალი წმინდა მეფის _ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

“აღმაშენებელო, თბილისს შემობრძანდი, თეთრი გიორგის მადლით!”

1425
დავით აღმაშენებლის ძეგლი, მოქანდაკე - მერაბ ბერძენიშვილი, - არქიტექტორი ვახტანგ დავითაია. პროექტი დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებას ელოდება

მე-12 საუკუნის პირველ მეოთხედში მიაღწია ფეოდალურმა საქართველომ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მაღალ დონეს _ 1089-1125 წლებში, მაშინ, როდესაც მეფობდა დავით მეოთხე აღმაშენებელი.

დავითის სამეფო კარზე საფუძველი ჩაეყარა შემწყნარებლურ, თანხმობით პოლიტიკას, რომელსაც დავითის გარდაცვალების შემდეგაც ჩვენი მეფეები საუკუნეების განმავლობაში განაგრძობდნენ. საქართველოს მეფე რეალურად ახორციელებდა იმას, რაც მის ტიტულატურაში იყო ასახული _ მეფე აფხაზთა, ქართველთა, კახთა და რანთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი _ ის თავს აცხადებდა თანაბრად მოწყალედ და სამართლიანად თავის სამეფოში მცხოვრები ქართველების, სომხების, ებრაელებისა თუ მაჰმადიანების მიმართ, ამასთანავე, მართლმადიდებლურ რწმენაზე გადმოსვლას ხელს უწყობდა და მიესალმებოდა.

ყოველივე ამის შემდეგ რაოდენ თავმდაბლურად ისმის მისი სათხოვარი: მოიხსენეთ ვედრი ჩემიდა ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს!”

გელათის მონასტრის სამხრეთის კართან დღესაც არის შემორჩენილი უზარმაზარი ლოდი დავითის ეპიტაფიით: ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე”.

საქართველოს დედაქალაქში ვარდების მოედანზე იდგა მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული დიდი მეფის ქანდაკება, რომელიც 2005 წლის ოქტომბერში ქვეყნის დამაქცევარმა ნაცების ხელისუფლებამ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში გადაიტანა, როგორც კი სასტუმრო “ივერია” ყაზახებს მიჰყიდა.

თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას მას შემდეგ აპროტესტებდა საზოგადოება, აწყობდა აქციებს, მაგრამ დავით აღმაშენებლის ძეგლის უკან დაბრუნება მაინც არ ხერხდებოდა.

2015 წელს მერიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ “აღნიშნულ საკითხზე მუშაობა” მიმდინარეობდა. თუ მერია “საკითხზე მუშაობაში” საზოგადოების მოთხოვნის იგნორირებასა და უგულებელყოფას გულისხმობდა, შესანიშნავად გამოუვიდა. ბატონმა მერაბმა კი სამარეში ჩაიყოლა თავისი ქმნილების ძველ ადგილას დაბრუნების სურვილი.

ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის იმედი დღემდე არ დაუკარგავს ცნობილ არქიტექტორს, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატს _ ვახტანგ დავითაიას. მას მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, დედაქალაქისთვის. სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, მეფეს, რომელმაც ამდენი ომი მოიგო, ქვეყანა გაამთლიანა, დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა, ასე უსამართლოდ მოვექეცით.

“ძეგლის გადმოტანის თაობაზე მსჯელობა და ხელმოწერების შეგროვება 7 წელია მიმდინარეობს. ბევრი ცნობილი ადამიანი _ რეჟისორი, მხატვარი, არქიტექტორი და საზოგადოების წევრი დაეთანხმა იმას, რომ ძეგლი სრულიად შეუფერებელ ადგილას დგას _ ქალაქის გარეუბანში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე. არადა, ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს, ძეგლის დადგმასაც. ამ შემთხვევაში უპირველესი მნიშვნელობა გარემოს ენიჭება _ გარემოს შეუძლია შეურაცხყოს ძეგლი. განა ის ეფექტი ექნებოდა მედეას ძეგლს, ზღვის მოლივლივე ტალღებზე რომ არ იდგეს?” _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბატონმა ვახტანგმა, რომელიც, ამასთანავე, არის აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანის პროექტის თანაავტორიც.

საჭიროდ ჩავთვალეთ, აქვე გამოგვექვეყნებინა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (15 იანვარი, 2019 წ.) დაბეჭდილი მიმართვა _ წერილი თბილისის საპატიო მოქალაქეების ხელმოწერით, რომლებიც ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ითხოვენ:

ბატონო კახა!

გვეგონა, რომოცნებისხელისუფლების ერთერთი პირველი რიგის საკითხი დიდი ქართველი მეფის, ერის სიამაყის _ დავით აღმაშენებლის დიღმის სატრანსპორტო და არქიტექტურულურბანული ქაოსიდან მის ძველ საუფლოში გადმოტანა იქნებოდა. გადის მეშვიდე წელი, იცვლებიან მთავრობის ხელმძღვანელები, თბილისის მერები, საკრებულო და მისი თავმჯდომარეები, მდგომარეობა უცვლელია. დღემდე შედეგი არ მოჰყოლია ათეულობით ღია წერილს, ტელეგადაცემებს, მიმართვებს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, თბილისის მერ დავით ნარმანიასადმი, რომლებსაც ხელს აწერენ ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, კომპოზიტორები, პედაგოგები, მსახიობები, რეჟისორები, საზოგადო მოღვაწეები.

დიდად სამწუხაროდ, არც თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა და საკრებულო იჩენს საჭირო ინტერესს ამ საკითხისადმი.

გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება დიდი მეფისადმი. საიდან ასეთი უპატივცემულობა დიდი ქართველი მოქანდაკის, “ქართველ მიქელანჯელოდსახელდებულ (სხვათა შორის, უცხოელების მიერ), მერაბ ბერძენიშვილისადმი _ ადამიანისადმი, რომელსაც საფლავში დარდად ჩაჰყვა ის, რომდავით აღმაშენებელს ტოვებდა დიღმის ტრასაზე”. შვიდწლიანი უმოქმედობითა და უყურადღებობით მთელი საზოგადოება გახდა სააკაშვილიუგულავასძეგლებთან ბრძოლისთანამონაწილე და დამკანონებელი.

კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ისტორიულ მოვლენებსა და ქვეყნის გამოჩენილ მოღვაწეთა ღვაწლს მონუმენტებითა და მემორიალებით აღნიშნავს. დრომ, დიდმა ხუროთმოძღვრებმა და მოქანდაკეებმა ჩამოაყალიბეს მონუმენტისა და ურბანულლანდშაფტური გარემოს ჰარმონიის წესები და კანონები. ესაა: ძეგლის გარემოსთან თანამასშტაბურობა, ფონის სისუფთავე, სიმშვიდე.

ადგილისსისუფთავეპირდაპირ კავშირშია დაფასებასთან, ღირსებასთან.

დავით აღმაშენებლის ძეგლის დღევანდელი დისლოკაცია აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ამ წესებისა.

კულტურა არ არის მწვავე სოციალურეკონომიკური პრობლემების სფერო. კულტურა არ აწყობს რევოლუციებსა და გადატრიალებებს, მაგრამ ის აქტიურად და მკაფიოდ აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, საზოგადოებრივ განწყობილებას. ამის ნათელი დადასტურება იყო საპრეზიდენტო არჩევნები.

შერჩეულია ძეგლის ადგილი თავად მერაბ ბერძენიშვილის მიერ. ადგილი შეთანხმებულია ყველა სატრანსპორტო უწყებასთან, შექმნილია ესკიზური პროექტი მისივე მონაწილეობთ. არსებობს მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება. მომავალთბილისობასმაინც შევხვდეთ დავით აღმაშენებელთან ერთად!..

ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეები:

გიგა ბათიაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, დემიკო ლოლაძე, ალი ისაევავარსკი, ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე, ჯემალ ჭკუასელი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, ომარ ნაფეტვარიძე, თენგიზ უთმელიძე, თემურ წიკლაური, გივი თოიძე, ქეთი მატაბელი, როინ მეტრეველი, თამაზ გერსამია, გიორგი კვესიტაძე, გივი შახნაზარი, მურაზ მურვანიძე, ჯანო ბაგრატიონი, თემურ ჩალაბაშვილი, ჯამლეტ ხუხაშვილი, ლადო კახაძე, ვაჟა ორბელაძე, რეზო ამაშუკელი, მაია მანია, ნოდარ ცერცვაძე, დიმიტრი ერისთავი, კახი კავსაძე, გოგი შხვაცაბაია, რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, მაცაცო სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია, გურამ საღარაძე, ვახტანგ ტატიშვილი, მარიკა კვალიაშვილი”.

* * *

ქართველი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები მოთმინებით ელოდებიან დედაქალაქის მესვეურთა პასუხს, თუმცა ქალაქის მერიისთვის რამდენიმე კვირა საკმარისი არ აღმოჩნდა, შენთვის რომ მოეცალა, დიდო მეფეო. ვაი სირცხვილო! “რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ, რით მოვიწონოთ თავი?”

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here