Home რუბრიკები ბლოგი ქალთა სახეები “სექსისტყაოსანში”, ანუ “პირველი ქვის” სინდრომი

ქალთა სახეები “სექსისტყაოსანში”, ანუ “პირველი ქვის” სინდრომი

2292

დიდად ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ბოლო წერილი, რომელსაც ამ თემაზე ვწერ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მართლა სირცხვილია, ლამის მთელი თვე ერი და ქვეყანა იმ ელემენტარულ აქსიომაზე საუბრობდეს, უნდა იყვნენ თუ არა სახელმწიფოს მმართველ წრეებში უზნეო ადამიანები.

სამწუხაროდ, საქართველო აღმოჩნდა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამაზე გაცხოველებული კამათი წამოიწყეს გარკვეულმა ინდივიდებმა თუ ჯგუფებმა და, შეიძლება ითქვას, კახპობის დაცვისა და “გაპრავების” საქმეში ევროპას უკვე კაი შორსაც გავასწარით. ასე რომ, მგონი, აწი, ეგ ბნელი და ჩამორჩენილი ევროპა აქეთ უნდა დაგვეწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა უამრავი მაგალითი მოიყვანა, უცხოეთში მსგავსი უზნეო ფაქტების გამომზეურების შედეგად ძალიან მაღალი თანამდებობის პირთა გადადგომის შესახებ ჩვენი საზოგადოების ე.წ. ნაღები ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი, დღემდე ჯიუტად ცდილობს კახპობის “გაპრავებას” და მინიმალური ზნეობის მხარეს მდგომ უამრავ ადამიანს უტიფრად სდებს ბრალად “პირადი ცხოვრების თვალთვალის” დანაშაულში თანამონაწილეობას.

დიახ, როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რაც შეიძლება მძიმე, არაადეკვატური დანამუსზე ამგდებიბრალდებები წაუყენონ ჩვენი საზოგადოების იმ დიდ ნაწილს, რომელიც, ბუნებრივია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გადამღებგამავრცელებლებთან ერთად, ამ წარმოუდგენელ უზნეობაში მონაწილე პირების სამთავრობო თანამდებობებიდან ჩამოშორებას მოითხოვს.

ყურადღება მიაქციეთ, მე განგებ გავუსვი ხაზი, რომ ამას ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ითხოვს. არადა, ქართულ ტელევიზიებს და იქ კომენტარების გამკეთებელ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მოფემინისტკო დემაგოგებს თუ მოვუსმენთ, ქართველი საზოგადოება ერთხმად დგას მყარ პოზიციაზე, რომ არავის პირადი ცხოვრება არ აინტერესებს!” _ აი, ამის დახატვა სურს რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებიც, ალბათ, გასაგები მიზეზების გამო, ერთგვარ სულიერ ნათესაობას გრძნობენ უზნეო და მრუშ სახელმწიფო მოღვაწეებთან.

ანუ ისინი ცდილობენ, ერთგვარად “ნამუსზე ააგდონ” საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი და რამენაირად ჩააგონონ მათ, რომ “ვინმეს პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა” ძალიან ცუდი საქციელია, ამიტომ ასე უტიფრად ასაღებენ საკუთარ პოზიციას “მთელი ქართველი საზოგადოიების” პოზიციად!

არადა, გინდ სოციალურ ქსელებში, გინდ საქალაქო ტრანსპორტში, გინდ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილას, მართლა უდიდესი ნაწილი უკვე მთელი თვე ხმამაღლა გამოხატავს ერთადერთ ჯანსაღ პოზიციას: როდესაც ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს სადავეებს ვანდობთ გარკვეულ ინდივიდებს, დიახაც გვაინტერსებს მათი პირადი ცხოვრება, მათი ზნეობრივი ღრებულებები და დიახაც, გვაქვს კიდეც ამ ადამიანების პირადი ცხოვბრებისთვის თავლყურის ფხიზლად დევნების უფლება! თუ ვინმეს ძალიან თავისუფალი და უკონტროლო პირადი ცხოვრება სურს, კეთილი ინებოს და ჩამოშორდეს სახელმწიფო დაწესებულებებში უმაღლეს თანამდებობებს!”

აი, ეს არის მართლა ერთიანი და ურყევი პოზიცია ქართველი საზოგადოებისა და, რაც უნდა უტიფრად ეცადოს მავანი, თავისი მახინჯი მსოფლმხედველობა და უზნეო პოზიცია ქართველ ხალხს თავს მოახვიოს, ეს საბოლოოდ მაინც ფუჭი და კრახისთვის განწირული მცდელობაა!

თუმცა გასაკვირი რაღაა, როდესაც ზოგიერთი კახპისგამპრავებელი.. ცნობადი სახე იქამდეც კი მიდის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისმსხვერპლებსდა მათთან ერთად საკუთარ თავსაც, არც მეტი არც ნაკლები, ბიბლიურ პერსონაჟებთან, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მარიამ მაგდალინელთანაც კი აიგივებს.

მაგალითად, ამ ფაქტების შესახებ თავისი აზრების გამოთქმისას ხსენებულ “ცნობად სახეთა” შორის ყველაზე აქტუალური ფრაზაა “პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია!”.

იესო ქრისტეს ამ სიტყვებს ისე უაზროდ იყენებენ, გაოცებისგან შეიძლება პირიც დააღო.

მაგალითისთვის შემოგთავაზებთ ციტატას ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთი ტელესახის _ ნუკი კოშკელიშვილის “ბრძნული” და “გამამხნევებელი” მიმართვიდან, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ჩაგრულ “მსხვერპლთა” მიმართ:

“ქალბატონო იქს! ყველგან ვკითხულობ, ვერ გადაიტანთო, რა საშინელებააო… დაიკიდეთ!!! ქვა ისროლოს იმან, ვისაც უარესები არ უკეთებია. ყველას გვაქვს სექსი და, რაც უფრო მრავალფეროვანი, მით უფრო გვეამაყება!!! უბრალოდ, საჯარო არ უნდა იყოს!!! ვინც ეს გამოაქვეყნა, აი, ის არის ნაძირალა და მას უნდა რცხვენოდეს! იმედი მაქვს, ყველა მეგობარი, ნათესავი და ახლო ადამიანი გვერდში გიდგათ და გამშვიდებთ. თუმცა დასამშვიდებელი არაფერია. ყველაფერი ხდება”.

აი კლასიკური ნიმუში იმისა, რატომ არ უნდა იყოს გაუნათლებელი, უტვინო, უპასუხისმგებლო და, პირდაპირ ვიტყვი, ჩლუნგი ადამიანი არც ერთ სფეროშიცნობადი სახე”.

ხომ იოლი შესაძლებელია, მოზარდი გოგონებიდან, რომლებიც აი, ამ ტუტუცს ყოველდღე ეკრანებზე უყურებენ, არაერთისთვის იგიიდეალიიყოს, მას ბაძავდეს და მის აზრებსაც სერიოზული გავლენა ჰქონდეს მოზარდის ფსიქიკაზე?

უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც მსოფლიოში ცნობილმა “ფეისებმა” უნებურად ჩადენილი არასწორი საქციელისა თუ მიუღებელი გამონათქვამის გამო თაყვანისმცემელ მოზარდებს საჯაროდ მოუხადეს ბოდიში.

შორს რომ არ წავიდეთ, ახლახან, როდესაც კიევში ცნობილი ქართველი მსახიობის _ მიშა მესხის სააფთიაქო ნარკომანიისკენ მიდრეკილების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა, მსახიობმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში მის თაყვანისმცემელ მოზარდ მაყურებელს და მიმართა, რომ მისი საქციელი იყო ძალიან ცუდი.

არადა, მიშა მესხი ზოგერთმა მართლა ლამის ოთხში ამოიღო _ ქვეყანა და სამშობლო შერაცხვინაო! ეს მაშინ, როდესაც მიშა, მისივე თქმისა არ იყოს, არც პრეზიდენტია, არც მინისტრი და არც ელჩი, რომ მისი ცუდი საქციელი ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებდეს!

დიდადჰუმანისტიდაბრძენიკოშკელიშვილი კი რას ქადაგებს?

განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: დაიკიდე!”, “ყველას გვაქვს სექსი”, “მრავალფეროვანი”, “გვეამაყება”, “ყველაფერი ხდება”…

ანუ მეუღლის, ოჯახის, ზნეობის ღალატის გაუბრალოებისმერე რა მოხდასგანზომილებაში გადატანის უტიფარი მცდელობა!

და ამ უტიფრობის პიკი _ თურმე ესყველას მოსდის”, უბრალოდ, “არ საჯაროვდება”!

ხედავთ? ეს თავხედი, ტუტუცი პირდაპირ შეურაცხყოფს ყველას, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს! მისი ამ უტიფარი განცხადებით, თურმე მსგავს უზნეობას ჩადის ყველა! უბრალოდ, მთავარიაარ გასაჯაროვდეს”, ანუ, ცნობილი ჟარგონით რომ ვთქვათ, “გაბაზრებაყოფილა პრობლემა, თორემ ისე, იბოზეთ, გადაუარეთ თავზე თქვენს მეუღლეებს, რა პრობლემაა?!

და, როგორც ზევით აღვნიშნე, ყველაზე “ეფექტიანი არგუმენტი” _ “პირველი ქვა იმან ისროლოს…”

არ ვარ დარწმუნებული, ნუკისნაირმა ტუტუცმა, საერთოდ იცოდეს, რომ ეს იესო ქრისტეს სიტყვებია. უფრო მგონია, სადღაც კახპებისსასტავშიყური აქვს მოკრული და საკუთარი ინტერპრეტაციით იმეორებს _ პირველი ქვა იმან ისროლოს, ვისაც უარესები არ უკეთებიაო!

ქრისტესავით ერთგვარი მოკრძალებით კი არა _ ვინც საერთოდ უცოდველი ხართო, არა! _ ვისაც უარესები არ გიკეთებიათო!

ანუ, თქვენ, ყველა, ვინც სახელმწიფო ჩინოსნებისგან მინიმალური ზნეობის დაცვას ითხოვთ, არათუ უბრალოდ უცოდველი არ ხართ, არამედ ამ კადრებში ასახულ სიტუაციებზეუარესებიცკი გიკეთებიათ, უბრალოდ, “არ გაგბაზრებიათდა ეგ არის, გაიგეთ?

სრულიად სქართველოს, ყველა ქართველი ქალის უშვერი ლანძღვის უკეთეს ნიმუშს ვერც კიინატრებ”!

ნუკისა და ნუკისნაირებისთვის, ალბათ, არც იმის შეხსენებას აქვს აზრი, რომ ქრისტემ იმ მრუშ დედაკაცს, რომელსაც ქვით ჩაქოლვას უპირებდნენ, უთხრა: წადი და აღარ შესცოდო!” და არა ის, რასაც ეს ჩვენი თანამედროვე კახპების მადიდებლები მოუწოდებენ _ მერე რა, თუკი იბოზე, თუკი იმრუშე, თუკი უღალატე! ვის არ მოსვლია, კაცო, ეგ?! წადი და კიდევიგულავე”, რამდენიც გინდა, მაგრამ ეცადე, არგაგიბაზრდეს”!

დიახ! ამ თანამედროვე ქართველ მარიამ მაგდალინელებს ავიწყდებათ: მაგდალინელი იესომ იმიტომ მიიღო და შეიყვარა, იმიტომ დაუდგა შემწედ, იმიტომ აპატია, რომ იგი მწარე სინანულში იყო ჩავარდნილი(!).

თორემ, აბა, წარმოიდგინეთ მარიამ მაგდალინელი, რომელიც გაიძახის: “დიახ! მქონდა მაგარი და მრავალფეროვანი სექსი! დღესაც მაქვს! მომავალშიც მექნება და ვამაყობ ამით!”

შენდობას ვითხოვ ამ გაუგონარი მკრეხელობის გამო, რომელიც ახლა დავწერე, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ეს არის დღევანდელი ქართველი “მაგდალინელების” სახე!

არც მონანიება, არც პატიების თხოვნა, არც ოდნავი სინდისის ქენჯნა! პირიქით _ სრული უტიფრობა, უზნეობისჩვეულებრივ ამბადგასაღების მცდელობა, მომავალში კვლავ უზნეოდ ცხოვრებისმშვიდადგაგრძელების მოწოდება და ამ დროს მაგდალინელობა და მარიტობა სურთ.

არც ის ადარდებთ, რომ მაგდალინელი კაცობრიობის ისტორიაში, კახპობის კი არა, მონანიების სინონიმია, ხოლო მარიტა, ღალატის კი არა, _ დიდი, ლამაზი, მაგრამ მოტყუებული და გაყიდული სიყვარულისა.

ჰოდა, ჩვენც, ასე უადგილოდ და არაადეკვატურად ციციკორეებად მონათლულებმა, თურმე ხმა უნდა ჩავიგდოთ და ვუყუროთ, როგორ ირგებენ ეს კახპები წმინდანებისა და იდეალური ლიტერატურული გმირების როლებს…

აი, ასეთია დღევანდელ საქართველოში “ქალთა სახეები სექსისტყაოსანში”…

იმასაც კი მოვესწარით, რომ ცნობილი ჟურნალისტი ქალის პოლიციელი შვილი, და თანაც გოგო, პარლამენტარ მამაკაცსმუხლზე გადამტვრევითემუქრება, ხოლო ქალი თავდაცვის მინისტრი მას ტაშს უკრავს და აქეზებს!

მგონი, ნორმალური ადამიანისთვის განმარტება არც სჭირდება იმას, რომ ამ შემთხვევაში მიზეზს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ყოველივე ეს წარმოუდგენელი სიმახინჯეა.

მინდა, გამოვეხმაურო იმათაც, ვინც ეს დღეები პრეტენზიას გამოთქვამდა, _ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემა საქილიკოდ და სალაზღანდაროდ აქციესო, და დაბეჯითებით აპროტესტებდა ამას…

ხომ არ იცით, ვინ და რამ განაპირობა ამ თემის ასე სალაზღანდაროდ ქცევა? ისევ თქვენ ხომ არა, პატივცემულო ჟურნალისტებო, პოლიტიკოსებო, ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო?

ნაცვლად იმისა, რომ სერიოზული, დაფიქრებული, გაწონასწორებული განცხადებები გაგეკეთებინათ, პირდაპირ ვიტყვი, მართლა გოიმებივით და ქაჯებივით დაიწყეთ ტელეეთერში თქვენიმაგარი”, “მდიდარი”, “მრავალფეროვანისექსითმარიაჟობა”…

დღემდე ამ ტონში განაგრძობთ ამაზრზენ ქაჯობას და საზოგადოებისგან რას ელით, გარდა ყბისმოქცევისა?!

მინდა აუცილებლად ისიც აღვნიშნო, რომქალთა სახეებისაქართველოსპრადვინუტ ელიტაშიმხოლოდ ასეთი უტიფარი კახპობით არ ხასიათდება. “ნათელ წერტილადშეიძლება განვიხილოთ ლალი მოროშკინას ირონიული განცხადება:

“არა რა, ჩემი საშველი არ იქნება. სამჯერ გათხოვილი რომ ხარ და პაწა კიდევ “ხვოსტიკი” მოგყვება, კი უნდა გაკმინდო ხმა და მიესალმო ახალ დროებას, რომელიც “ნი ტო ჩტო” შენს ცხოვრებისეულ ხარვეზებს, არამედ სრულიად პოლიტელიტას “აპრავებს”! ჩემი სალამი ქმრიან მეძავებს! თანამდებობაზე მსხდომ კახპებს!”

ჩემი აზრით, ეს ირონია სინამდვილეში სწორი, მართალი და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიმუშია!

ლალი მოროშკინა საკუთარი, ალბათ, არავისზე ნაკლებადმდიდრულისექსუალური ცხოვრებით საჯაროდ კი არმარიაჟობს”, არამედ ამასცხოვრებისეულ ხარვეზებსუწოდებს და საკუთარ თავსხმა უნდა გაკმინდო”-თი მიმართავს!

აი, ამიტომ აქვს კიდეც ამის მერე იმ სამართლიანი ირონიის უფლება, რომლითაც “თანამდებობაზე მსხდომ კახპებს” მიმართავს… გამგებმა უნდა გაიგოს …

თუმცა, ვფიქრობ, კახპების “გამპრავებელი” ე.წ. ელიტარების შეგონება უიმედოა. მიუხედავად ამისა, მოდი, მათ მაინც შევახსენებ ერთ ამონარიდს ჩვენი კლასიკოსი მწერლის კლასიკური ნაწარმოებიდან და ამ პუბლიკაციის დასკვნაც ეს იყოს:

რეზიდენტებს აგენტებად ვინ ჰყავთ? რა ხალხია მეთქი? _ ვკითხე.

_ ძირითადად, მოღალატე ცოლები! აქაიქ, მოღალატე ქმრებიც

_ ერთგულებმა დააშავეს რამე?

_ სრულიად არაფერი, მაგრამ ისინი, ძირითადად, შინ სხედან, ბავშვებს უვლიან, მოღალატე ცოლები კი ლაპარაკის ჟინის მოსაკლავად დღეში ოთხხუთ ოჯახს მოივლიან ხოლმე, _ თქვა ზარანდიამ.

_ ქარაფშუტა ხალხია, მათზე დაყრდნობა განა შეიძლება?

_ გრაფ, მოღალატე ცოლების ასეთი საქციელი, ქარაფშუტობით კი არა, იმ პრაქტიკული სურვილით აიხსნება, რომ გამუდმებით იყვნენ კურსში, რამდენად დაცულია მათი საიდუმლოება!

ამაში ზარანდია მართალი იყო _ ღალატის გამხელის შიშით გადმობირებული ცოლები ნებისმიერ აგენტურულ დავალებას ბეჯითად შეასრულებდნენ და ჟანდარმერიასთან კავშირს თვით წმინდა ინკვიზიციის წინაშეც არ აღიარებდნენ.

_ სულ რამდენი ჰყავთ თქვენს რეზიდენტებს ასეთი აგენტი?

_ ას ოცდაცამეტი, თქვენო ბრწყინვალებავ!

_ ას ოცდაცამეტი დედა! მათი, ალბათ, ოთხასიხუთასი შვილი! ღმერთო ჩემო…” (ჭაბუა ამირეჯიბიდათა თუთაშხია”).

ბაკურ სვანიძე

9 COMMENTS

  1. ….და მათ ამრავლებენ , არითმეტიკული პროგრესით, ….ფაქტი სახეზეა…არა უშავს რამეს ვიზამთ,,,რამე მოხდება …სამყარო [ საბედნიეროდ ] ცვალებადია…..და მხოლოდ ქვიშანი რჩებიან.

  2. სწორედ, ამგვარ ფსიქოლოგიაზე იყო დამყარებული ნაცების მიერ სახელმწიფოს მართვა, ამიტომ ახალისებდნენ ბუჩქებში სიყვარულობანას და ცნობად სახეებად კახპებს- აკი, მათი ხელისუფლების ერთგულებაში ბადალი არ ჰყავთ- დღესავით ნათელია, ვინ ჰყავთ დავერბოვკებული და ვისზე აქვთ კომპრომატები…

  3. Kvela ise cxovrobs rogorc syrs,da aricit ra mizezi sheizleba ikos kalis cxovrebashi romelic sxva adamians ihens,tkven Vin gekitxebad vin? Piradi piradi sajaro sajaro,propesionalizmit dainteresdit da ara Vin vistan wevs, ..erti cxovreba akvs adamians da ty sheizleba mieci sashyalebaa tviton gadawkvitos vistan gaataros tavisi piradi dro sivrceshi da intimyri cxovreba ,raghirs ogond raime cydi itkvas adamianze rogor gixariat es ris simxinje ty zan gainteresebs ,D ara is rom adamians tavisi piradi cxovreba kondes tyndac tkventvis miygebeli…ra jandaba erma gadawkvitos Vin vistan ikos fuu

  4. თუ იმდენად დებილი ხარ რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეგიძლია, ნუ აკომენტარებ მაინც, სირცხვილია 🙂 რას მიდე-მოედები შენ თვითონ მაინც თუ გესმის? აი შენნაირები რომ არიან სახლემწიფოს სდატავსეი მოქცეული და მსგავსად რეგვნულად აზროვნებენ, იმიტომ გვაქვს საქმ,ე გადასარევად. მეტი არაა ჩემი მტერტი შენ ეს ტექსტი თავიდან ბოლომდე გქონდეს წაკითხული. ნახევარ აბზაცს ვერ გაქაჩავს შენნაირი ბატიოს ტვინის პატრონი 🙂 დაზეპირებული კლიშეებით \\\”პირადი ცხოვრებას არავინ უნდა ჩაეიროს\\\” რახარუხი იცით მარტოი შენნიარებმა. წადი ქალო იბოზე! და ტლიოკინს თავი დაანებე! ასე ჯობია შემნთვისაცვ და საზოგჰადოიებისთვისაც 🙂

  5. შე ჩლუნგო დებილო. ჯერ კითხვა ისწავლე, აზრის გამოატანა შეძელი და კომენტარტიუ მერე გააკეთე. რა \\\”ერმა უნდა გადაწვიტოს ვიუნ ვისთან იყოს\\\” რას მიედ-მოედები? რა იყო შენ და ნუკიო ერთი ბატიოს ტვინით სარგებლობთ? თუ ნუკი ხარ შენ თვითონ? ასე მძიმე სიჩლუნგე უკვე ტრაგედიაა. ცოდო ხარ.

  6. ჰო, რა იესო ქრეისტეს სამქე იყო ის მეძავი მომავალში შესცოდავდა თუ არა. ვინ ეკითხცებოდა იესოს მაგას? და კიდევ – ჭაბუა ამიორეჯიბსაც ასწავლეთ ჭკუა შენ და ნუკიმ. აბა თქვენ იცით. სად იბადებიან ამ დონის დებილები?

  7. თავში ქვა უხლიათ, მათმა ქმრებმა და ცოლებმა ინერვიულონ, მაგრამ აგენტებს ყოველთვის ბიზებში და პედერასტებში ეძებენ. თავი დაანებონ თანამდებობებს და მერე არავის არ დააინტერესებს რამხელა რქები აქვთ მათ ქმრებს.

  8. batono giorgi gtxovt damexmaret var batumeli vcxovrob qirit sami shvilis ertad var socialurad daucveli.daxmarebbas vgebulob binis qiras vixdi aqit sahhvaleba agar maqvs bavshvebi varchino aq batumshi aravin ar maqcevs yuradgebas tqveni imediga damrcha gtxov damexmare sacxovrebeli fartit rom binis qira ar mqondes gadasaxadi da is fuli bacshvebs movaxmaro gtxovt batono prezidento tqven mainc shegvibrale mme da chemi shvilebi tqveni imedi maqvs da winaswar did madlobas gixdit me da chemi shvilebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here