გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა 105 500-ლარიანი “მერსედესი” შეიძინა, ცხადია ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულით. თანაც, აი, ამ სიტყვების ავტორმა: “საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი _ ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ხდება მათი დალოცვა”. ეს ფრაზა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის ანგარიშიდანაა.
სახალხო დამცველის აპარატში ძვირად ღირებული ავტომობილის შესყიდვას გარდაუვალი აუცილებლობით ხსნიან და ამბობენ, რომ 7-ათასლარიანი “ჰიუნდაის” ფირმის ავტომობილი მოძველდა და საჭირო გახდა მისი ახლით ჩანაცვლება 2016 წელს გამოშვებული “მერსედესით”.
საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის ოჯახის საკუთრებაში სამი ბინა, სახლი, ორი მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხია. ეს ნანუაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 9 თებერვალს შეავსო.
უჩა ნანუაშვილის საკუთრებაშია თბილისში, ვაჟა–ფშაველას მე-6 კვარტალში მდებარე 32 კვ.მ ფართობის ბინა და 17 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი. მოგვიანებით, კი, ანუ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველად დაინიშნა, ნანუაშვილის 100%-იან საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი ბორჯომში, რომლის საერთო ფართობიც 760 კვ.მ–ია, აგრეთვე, ამავე მისამართზე მდებარე 130.00 კვ.მ–ის ფართობის საცხოვრებელი სახლი.
რაც შეეხება სახალხო დამცველის შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, შარშან უჩა ნანუაშვილს 101 300 ლარის შემოსავალი ჰქონდა. მისმა მეუღლემ ირმა მამასახლისმა კი, ააიპ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობით _11 589 ლარი, ხოლო “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ვებრედაქტორის პოსტზე მუშაობით 3781 ლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის შევსების მომენტში, უჩა ნანუაშვილის მიმდინარე ანგარიშზე “თი ბი სი” ბანკში 6241.54 ევრო, სახელფასო ანგარიშზე ამავე ბანკში 6077.31 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე _ 946.32 ლარი და 1862.37 დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე _ 553.84 დოლარი იყო.
უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ბორჯომში, ახალდაბაში მიწის ნაკვეთი 35 ათას ამერიკულ დოლარად შეიძინა და სახლის მშენებლობაც წამოიწყო. ეს ნანუაშვილმა 2014 წლის 8 თებერვლის შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა. სახალხო დამცველის ახალი შენაძენი 2013 წელს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მითითებული არ არის.
დეკლარაციის მიხედვით, სახალხო დამცველი ავტომანქანას არ ფლობს. უჩა ნანუაშვილსა და მის მშობლებს დაბადების ადგილად საგარეჯოს რაიონის სოფელი კაკაბეთი აქვთ მითითებული, მაგრამ, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არც ერთი მათგანი სოფელ კაკაბეთში უძრავ ქონებას არ ფლობს.
უჩა ნანუაშვილის 105 500-ლარიანმა მანქანამ, ალბათ, ბევრს გაახსენა სპორტის დეპარტამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელის, კახი ასათიანის, მიერ ზვიად გამსახურდიასთვის ნაჩუქარი 2 “მერსედესი”, რომელთა გამოც იმჟამინდელმა ოპოზიციამ კინაღამ ანათემას გადასცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი. არადა, იმ “მერსედესებზე”, რომლებიც ბიუჯეტის ფულით არ იყო შეძენილი, ბევრი დაიწერა. ერთ–ერთი წერილი ჟურნალისტ კლარა აბრამიას ეკუთვნოდა, რომელიც 2 წლის წინათ მიუსაფართა თავშესაფარში გარდაიცვალა.
რა დამსახურებისთვის შეიძინა ბიუჯეტის ფულით უჩა ნანუაშვილმა 105 500- ლარიანი ავტომანქანა და იცავს თუ არა ნანუაშვილი რიგითი მოქალაქეების უფლებებს? _ ამ თემებზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება.
_ უჩა ნანუაშვილს რომ ვუყურებ, ცხონებული ვახტანგ ბოჭორიშვილის მიერ ერთ-ერთ პიროვნებაზე ნათქვამი მახსენდება: “პა ნიომ ტიურმა პლაჩეტ”. ნანუაშვილს ბანდიტის სახე აქვს, თანაც, უაზრო. გარდა ამისა, ჩვენი სახალხო დამცველი სექტანტია. მისი არც ერთი მოსაზრება არ ემთხვევა ხალხის აზრს, გადახრები აქვს და, ალბათ, სწორედ ამიტომ აირჩიეს სახალხო დამცველად.
მახსოვს, ამ თანამდებობაზე ნანუაშვილზე გაცილებით უკეთესი ადამიანები იყვნენ წარდგენილნი, მაგრამ მხარი ნანუაშვილს დაუჭირეს, სავარაუდოდ, გადახრებისა და საკითხებისადმი მცდარი მიდგომების გამო.
უჩა ნანუაშვილი საქართველოს სირცხვილი და თავის მოჭრაა.
_ მას მთავრობა ემადლიერება. სახალხო დამცველი ყოველთვის იქ არის, სადაც პრობლემა ჩნდება…
_ რას გულისხმობთ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს რომ იცავს? ზუსტად, ეგ არის ჩვენი უბედურება, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ინტერესებს კი არა, პედარასტებს იცავს. არასოდეს გამოდის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ეკლესიას შეურაცხყოფენ. სამაგიეროდ, ხმამაღლა ლაპარაკობს, როდესაც სექტანტებს შეეხება რაიმე. სხვა კლასიკური რელიგიის წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში დაცვა არ სჭირდებათ, რადგან, საუკუნეებია, ძმურად და მეგობრულად ვცხოვრობთ და, თუ ისევ თვითონ, ხელოვნურად არ გაამწვავეს ურთიერთობები, საქართველოში არავინ არავის ერჩის.
საქართველოში ყველაზე მეტად ქართველს სჭირდება დაცვა.
_ სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში საჯარო სკოლებზე ისაუბრა. განაცხადა: “საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი _ ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ხდება მათი დალოცვა”.
_ როგორც ვიცი, თვითონაც და მისი მეუღლეც ბაპტისტები არიან, ამიტომ არ მიკვირს მისგან სექტანტების დაცვა, თორემ ტრადიციული რელიგიის ადამიანებს მისი დაცვა არ სჭირდებათ. საქართველო სექტანტებმა “გადაჭამეს”. ასეთი კადნიერება ნანუაშვილმა ამერიკელების ყურის საამებლად თქვა, ქართველი ხალხისთვის ნანუაშვილს ზურგი აქვს შექცეული. იგი უნდა განიდევნოს საქართველოდან, მას არ აწუხებს ქართველის ჩაგვრა, ჩვენი სიწმინდეების ხელყოფა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როდესაც ჯვრის მონასტერზე შეურაცხმყოფელი წარწერები აღმოაჩინეს. ეს უსახური კაცი, ადამიანის უფლებების დამცველი კი არა, უზნოების დაცველი, დაავადებულების დამცველია.
_ სახალხო დამცველის ოფისმა 105 500 ლარად “მერსედესი” შეიძინა. თქვეს, აუცილებელი იყოო… მისი “მერსედესი” არავის გაჰკვირვებია, მაგრამ გვახსოვს, რა ამბავი ატყდა, როდესაც ზვიად გამსახურდიას ორი “მერსედესი” აჩუქეს…
_ ამ შეკითხვის პასუხს, ცოტა შორიდან დავიწყებ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო და ეს არც ერთმა ტელევიაზიამ და გაზეთმა არ ახსენეს. თანაც, სწორედ 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველოს მოსახლეობის 95%-მა, მათ შორის, ოსებმა, აფხაზებმა, სომხებმა თუ აზერბაიჯანლებმა, 1991 წლის 31 მარტს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. აი, ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი არ აღინიშნა, სამაგიეროდ, ყველა საინფორმაციო საშუალება გაჯერებულია იმით, ვინ ვისი საყვარელია და ვის რა გამოუქვეყნეს. ამ კადრებზეც ვიტყვი ორ სიტყვას. იმაზე კი არ უნდა იმსჯელონ და იფიქრონ, ვინ აქვეყნებს ამას, არამედ იმაზე იფიქრონ, კადრებგამოქვეყნებულები თავს ლაღად რომ გრძნობენ. ვურჩევ უჩა ნანუაშვილს, იმაზე იფიქროს, ქვეყანა ვის ხელშია.
სახალხო დამცველის მიერ 105-ათასლარიანი მანქანის შეძენა კი უზნეობაა. მივმართავ ხელისუფლებას _ უჩა ნანუაშვილი სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან.
_ ამბობენ, ოფისს მანქანა სჭირდებოდაო…
_ ხო, აბა, სულ “მერსედესში” ამოხდა სული ნანუაშვილის ბაბუას. ალბათ, “ტაჭკით” დადიოდა ან ისიც ენატრებოდა. ნანუაშვილისთვის ველოსიპედიც საკმარისია. საინტერესოა: საიდან, რა ფულით შეიძინა, რა დამსახურებისთვის? ვისი ჯიბიდან ამოიღო?
ზვიად გამსახურდიას მართლაც ერთი ამბავი აუტეხეს ძველი “მერსედესებისთვის”, რომლებიც აჩუქეს. მზარავს, როდესაც მახსენდება ეს ამბავი, გადახედეთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა მანქანებით დადიან ან რა ვიზიტები აქვთ.
_ რატომ არ ვაპატიეთ ზვიად გამსახურდიას “მერსედესები” და რატომ მივუტევებთ ამჟამინდელ მოხელეებს ყველაფერს?
_ ცუდი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მე-5 კოლონა და კოლაბორაციონისტები მაშინაც არსებობდნენ. მაშინაც იყო ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა და არა ქვეყანაზე. დღეს უზნეობის ჭაობში ვართ ჩაფლული. მახსოვს, გურამ პეტრიაშვილის შიშით საზღვარგარეთ ვერავინ მიდიოდა. ერთ ამბავს გავიხსენებ: განათლების მინისტრად რომ დამნიშნეს, ამერიკაში მიმიწვიეს ლექციის წასაკითხად. ზვიადს ვაცნობე ეს ამბავი და მითხრა, ცოტა უხერხული ხომ არ არის შენი ამერიკაში წასვლა, ახალი დანიშნული ხარ, ამერიკაში მე არ წავსულვარ, დღევანდელი მთავრობის წევრები კი კაბინეტებში შესვლამდე ამერიკაში მიდიანო.
სამშობლო ისე უნდა გიყვარდეს, რომ გტკიოდეს. მშიერს გულგრილად არ უნდა უყურო. დღევანდელი პარლამენტარები და საჯარო მოხელეები საჯდომებს გაისქელებენ, გაითბობენ, მერე ეშინიათ, არ გაუგრილდეთ და ძვირფას მანქანებში სხდებიან. არც ეს აღარ ჰყოფნით და ფეხებს სად და როგორ წევენ, თვითონაც აღარ იციან, თანაც ამას სირცხვილად არ თვლიან. აი, ამ საქმეს მიხედოს ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის ფუნქცია სულ სხვა რამეა, ნანუაშვილი აცდენილია ყველაფერს. მახსოვს, პირველი სახალხო დამცველი, დავით სალარიძე, მივლინებაში იყო და გერმანიაში მომინახულა, დევნილობაში რომ ვცხოვრობდი. მთხოვა, საქართველოში დაბრუნდი, ხელს არავინ გახლებს, გარანტი მე ვიქნებიო. ის უჩა ნანუაშვილივით მანქანებს არ იცვლიდა. ასიათასიანი მანქანა მოუნდა ბიჭს, მაგის გვარს არ ექნება ნანახი ერთად 100 ათასი ლარი! პროკურორებს რომ უთითებს, დროულად გამოიძიეთ საქმეებიო, დროულად ნანუაშვილის საქმეებია გამოსაძიებელი.
ძალიან გამიხარდება, თუ ნანუაშვილი თავის ძვირად ღირებულ მანქანაზე დაჯდება და უკანმოუხედავად წავა ამ ქვეყნიდან. ქართველი ხალხი გულმოწყალეა და მაგ მანქანასაც აჩუქებს.
მოამზადა
ეკა ნასყიდაშვილმა
ნანუაშვილისნაირებზეა ნათქვამი, უნახავმა რა ნახაო………….