Home რუბრიკები პოლიტიკა სირიის ჯარმა პალმირა გაათავისუფლა

სირიის ჯარმა პალმირა გაათავისუფლა

538

სირიის სამთავრობო ჯარებმა და სახალხო ლაშქარმა რუსი სამხედროების დახმარებით ისტორიული ქალაქი პალმირა  გაწმინდესისლამური სახელმწიფოსტერორისტებისგან.

სამთავრობო არმია ახლა მთლიანად აკონტროლებს, როგორც ქალაქის ძველ ნაწილს, ისე საცხოვრებელ რაიონებს.

პალმირა (არაბულად _ ტადმირი) უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტია. ქალაქი განლაგებულია ტრასაზე, რომელიც დედაქალაქ დამასკოს სირიის აღმოსავლეთ ნაწილთან აერთებს.

ანტიკური ქალაქი პალმირა, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 2015 წლის მაისში დაიპყრეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here