Home რუბრიკები პოლიტიკა ბრიტანული მედია “რუსი რემბოს” გმირობამ აღაფრთოვანა

ბრიტანული მედია “რუსი რემბოს” გმირობამ აღაფრთოვანა

741

ბრიტანულმა გამოცემამირორმასირიაში რუსი სპეცრაზმელის დაღუპვაზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ასე დაასათაურა: “ჯიჰადისტებით გარშემორტყმულმა რუსმარემბომცეცხლი საკუთარი თავისკენ მიმართა და პირისაგან მიწისა აღგავაისლამური სახელმწიფოსტერორისტები”.

“მამაცმა რუსმა სპეცრაზმელმა, რომელიც, როგორც რემბო, მარტო იმყოფებოდა ამოცანის შესასრულებლად, ავიადარტყმა საკუთარ თავზე მიიღო და ამით “ისლამურ სახელმწიფოს” გარშემორტყმული მებრძოლები გაანადგურა, თუმცა თვითონაც გმირულად დაიღუპა.

უშიშარ მეომარს სირიაში უძველეს ქალაქ პალმირასთან გამართული ბრძოლებისას ჯიჰადისტებმა ალყა შემოარტყეს, მაგრამ მან შეძლო რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიადარტყმები იქეთკენ მიემართა, სადაც თვითონ იმყოფებოდა, შედეგად მტერთან ერთად აფეთქების ეპიცენტრში მოხვდა და გმირულად დაიღუპა, რადგან არ სურდა ტყვედ ჩავარდნილიყო”, _ წერს ბრიტანული გამოცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here