Home რუბრიკები ბლოგი ისტერიული ისტორია და პროპაგანდის SICO*ები

ისტერიული ისტორია და პროპაგანდის SICO*ები

1072

დიდი ისტორიული მოვლენები ხდებოდა 100-150 წლის წინათ სრულიად საქართველოში და, განსაკუთრებით _ მის უძველეს მხარე აჭარაში, თუმცა ტერმინიისტორიულიხომ უკვე პირობით ცნებად აქციესპატრიოტებმა”, ისევე, როგორც ისტორია იქცაგუნებაგანწყობილებისგამოხატვის საშუალებად და არა წყალგაუვალი ფაქტების კრებულად.

როგორ? _ როგორ და, მაგალითად, ასე:

საქართველოს ისტორიული ნაწილები ახალციხე, ბათუმი და ამ ორი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის გარშემო ტერიტორიები ქართველებმა დაიბრუნეს ოსმალებთან ბრძოლის შემდეგ. რუსები? _ არა! რა რუსები, რუსეთი ამ ამბებში საერთოდ არ მონაწილეობდა. პირიქით _ რუსეთის იმპერიამ საქართველოს დააკარგვინა ტერიტორიები და ის ოსმალებს აჩუქა. თურქები? თურქები, საერთოდ, რა შუაში არიან? ისინი იყვნენ ოსმალები, თანამდეროვე თურქები კი, საერთოდ, სხვა ხალხია

რაო, ფიქრობთ, რომ გავგიჟდი? _ მაშინ თქვენ ნორმალური, დალაგებული, დინჯი და აზრიანი მკითხველი ბრძანდებით. სამწუხაროდ, თქვენნაირებისგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ბოდვას, რომელიც ზედა აბზაცში შემოგთავაზეთ, სრულ ჭეშმარიტებად ასაღებენ.

ამის მიზეზი, მათ რომ ჰკითხოთ, არის მათივე “პატრიოტიზმი”, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულმა მავანმა ინდივიდებმა “პატრიოტის” ცნებაც პირობითი გახადეს. მათთვისპატრიოტიზმირუსეთის უპირობო სიძულვილში, პუტინის გინებაში, ისტორიული ფაქტების დამახინჯებასა და ამ ფაქტების მკვეთრად გამოხატული ანტირუსულისოუსითმიწოდებაში გამოიხატება.

“მოიცა, აბა, როგორ, მკვეთრად გამოხატული პრორუსული სოუსით მიწოდებაში უნდა გამოიხატებოდეს?” _ მკითხა ერთმა ნაცნობმა, როდესაც ჩემგან ზემოთ ნათქვამი ფრაზა მოისმინა. აი, სწორედ ეს კითხვა ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, როგორ არის დამახინჯებული დღეს საზოგადოების ნაწილის აზროვნება და გონება.

საზოგადოების ეს ნაწილი უშვებს საქართველოს ორი ისტორიის არსებობას _ “საქართველოს ანტირუსული ისტორიისადასაქართველოს პრორუსული ისტორიისა”, ანუ, თუ ჩვენ ისტორიულ ფაქტებს არ მივცემთანტირუსულ შეფერილობას”, ზემოაღნიშნული ნაწილის აზრით, გამოდის, რომ მათპრორუსულ შეფერილობასვაძლევთ.

არადა, ისტორია სწორედ იმას ჰქვია, რომ მას არანაირი შეფერილობა არ უნდა მისცე და მშრალი ფაქტები უნდა გამოამზეურო.

მაგალითად ასეთი:

* 1828 წლის რუსეთოსმალეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებში შევიდა და საქართველოს შეუერთდა ძველი მესხეთის ნაწილები _ ქობლიანი, ოძრხე (აბასთუმანი), ახალციხე, აწყური, ასპინძა, ხერთვისი, ახალქალაქი, ჭაჭარაქი, ფოცხოვი და აბოცი (ჩილდირი), ანუ ძველი სამცხეჯავახეთი და ერუშეთი. შემდეგ _ 1877-78 წლების რუსეთოსმალეთის ომის შედეგად, პარიზის ზავით შემოერთებული იქნა მესხეთის მეორე ნაწილი: აჭარაქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლაარტაანი და ტაოს ჩრდილოეთ ნაწილი _ ოლთისი.

ეს ისტორიაა, მაგრამ ამ უტყუარი ფაქტების “ანტირუსული სოუსით” მომწოდებლებიც მოიძებნებიან…

შორს რომ არ წავიდეთ, თვითონ “ვიკიპედიაში” არსებულ ამ ძალიან მშრალ და ძუნწ ცნობაშიც სიტყვები “საქართველოს შემოუერთდა” სწორედ ასე ბრჭყალებშია მოცემული!

როგორც ჩანს, “ვიკიპედიაშიამ ცნობის განმათავსებელმა, ყოველი შემთხვევისთვის, თავი დაიზღვია _ ემანდმოღალატისიარლიყი არ მომაკერონო.

დიახ. საქმეც ეგაა, რომ, თუკი წამოგცდება, საქართველომ რუსეთის დახმარებით დაიბრუნა თავისი ისტორიული მიწები, იმწამსვე გამოჩნდებიან გონებამოწამლული ტიპები, რომლებიცპუტინის მონასდაგიძახებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიული ფაქტი და რეალობა არ დაამახინჯე.

საპირისპირო არგუმენტს მოსთხოვ და, მე შენ გეტყვი, გაუჭირდებათ. ისეთი გამაოგნებელი “არგუმენტები” აქვთ, დიდი ხნით დაგრჩება პირი ღია:

რუსეთთურქეთის ომის შედეგად ახალციხე, საქართველოს კი არა, თბილისის გუბერნიას შეუერთდა!” _ ისეთი ჰონორითა და სიბრძნით მოგწერს ზოგი ტვინამსუბუქებული ამ უკვე ფართოდ გავრცელებულ კლიშეს, შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ “თბილისის გუბერნია” სადმე აღმოსავლეთ ციმბირის მხარესაა და არა საქართველოს ტეროტორიაზე.

გასაგებია, რომ ამით მავანი ხაზს უსვამს რუსეთის იმპერიისა და იმპერატორის განზრახულობას, ანუ იმას, რომ რუსეთის საზრუნავი საკუთარი იმპერიის გაფართოება იყო და არა საქართველოს დახმარება. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ განა ზრდასრულ, ნორმალურ და გონიერ ადამიანს შეიძლება იმის ახსნა სჭირდებოდეს, რომ იმ კონკრეტულ დროსა და ვითარებაში რუსული იმპერიალიზმის მიზნების გამოყენება საჩვენოდ იყო ერთადერთი შანსი იმისა, რომ საქართველოს თავისი ისტორიული მხარე დაებრუნებინა?

განა შეიძლება გონიერი და ჩამოყალიბებული ადამიანი ფიქრობდეს, რომ რომელიმე უცხო ქვეყანა მხოლოდ შენი მიზნებისთვის დაღვრის სისხლს და საკუთარ ხალხსა და ჯარისკაცებს შეწირავს იმას, რომ შენი ინტერესები გაატაროს, დაგეხმაროს, მიწები დაგიბრუნოს და თვითონ სანაცვლოდ არაფერი მიიღოს?

დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიას თავისი ზრახვები და მიზნები ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ვერც ვერასოდეს დაუშვებდა მაშინ ვინმე, რომ მალე რუსეთში იმპერია დაემხობოდა ისევე, როგორც მოგვიანებით ვერ დაუშვებდა ვერავინ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა… და საბოლოოდ სად წავიდა შემოერთებული მიწები? აიღო რუსეთმა და ვლადივოსტოკისკენ გადაიტანა? თუნდაც საბჭოთა ანექსიის დროს, ვითომ არ ჯობდა, უაზრო აჯანყებებისა და ცალკეული გამოხდომების გარეშე ჩავყოლოდით იმას, რაშიც იმხანად დაუძლეველი ძალა გვითრევდა? იქნებ აღარც ის ტერიტორიები დაგვეკარგა, რომლებიც მაგ პერიოდში დავკარგეთ? თუნდაც სულ ახლახან, 90-იანებში “ესენგე”-ში არშესვლის “პატრიოტული” გაჯიუტების ფასად “ავაფეთქეთ” სოხუმსა და ცხინვალში ჩადებული ნაღმები და ახლა ამ რეგიონების დაბრუნებაზე ვფიქრობთ და ვიხეთქავთ გულსა და ტვინს. “ესენგე” (დსთ) კი შარშანდელი თოვლივით გადნა და, იქ შევიდოდით თუ არა, უკვე ნათლად ჩანს, რომ ბევრს არაფერს გვიწყვეტდა ემოციური “პატრიოტობანას” თამაშის გარდა… დღეს? _ ევარზიულ კავშირშიარშესვლის ყიჟინა და გულზე მჯიღის ბრახუნია დღეს მოდური! სანაცვლოდმცოცავ ოკუპაციასდა მავთულხლართებს ვიღებთ

არიქა, პრორუსულ პროპაგანდას აღვივებსო, _ შესძახებს ახლა ვინმე “ძაანპატრიოტი”!

არადა, მე, პირადად, პატრიოტიზმი ჭკუა და გონება უფრო მგონია, ვიდრე მყვირალა ლოზუნგები. პატრიოტის მოღვაწეობა კი შედეგში უნდა აისახებოდეს და არა იმაში, ვინ უფრო ხმამაღლა ყვირის პატრიოტულ ლოზუნგებს…

სიტყვამ მოიტანა და, ამის საუკეთესო ილუსტრაცია იყო ამას წინათ არსახსენებელი ტელევიზიის არსახსენებელ “თოქ-შოუში” მომხდარი ამბავი. დარბაზში დამსწრე აჭარელმა სტუმრებმა განაცხადეს, რომ ისინი, დიდი ხანია, ითხოვენ ბათუმში აჭარის დედასამშობლოსათვის დაბრუნების ფაქტისადმი მიძღვნილი მონუმენტის დადგმას…

და როგორი იყო ასევე დარბაზში მყოფი “დიდი პატრიოტის” _ თამარ ჩერგოლეიშვილის რეაქცია? ეს ქალი უტიფრად წამოუხტა აჭარელ სტუმრებს და სულრუსული პროპაგანდის გამტარებლები”, “პუტინის აზრების გამავრცელებლებიდა სხვა მსგავსი სისულელეები უძახა.

ხედავთ? თურმე უკვე აჭარის ნაწილის თურქთაგან საბოლოოდ ანექსირების, ხოლო დანარჩენი ნაწილის 1921 წელს მიტაცების მცდელობის შესახებ საუბარირუსული პროპაგანდაყოფილა!

მთავარი, რამაც შთამაგონა ამ თემაზე საგაზეთო პუბლიკაციის დაწერა, სწორედ აჭარა და მის გარშემო 1921 წელს განვითარებული მოვლენებია, უფრო ზუსტად, დღევანდელ საქართველოში დამკვიდრებული “ორმაგი ისტორიის” სტანდარტი. თებერვლის ბოლოს ქართული პოლიტიკური ელიტა, აგრეთვე, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თავს “ძაანპატრიოტად” ასაღებს, ფრიად დამწუხრებული სახეებით ეწვევიან ხოლმე ტაბახმელა-კოჯორს, მიიტანენ გვირგვინებს და წარმოთქვამენ გულისამაჩუყებელ ფრაზებს ქართველ იუნკერთა გმირობაზე… ყველა ქართული ტელეარხი 24 საათი იუნკერთა ხსენებაშია და “ბოლშევიკური რუსეთის” ლანძღვით იჟღინთება ეთერი…

სამაგიეროდ, მარტის განმავლობაში არავის ახსენდება, ჯეროვანი პატივი მიაგოს აჭარის დამცველ ასევე გმირ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც სიცოცხლის ფასად დაიცვეს ბათუმი ქალაქში შემოჭრილი თურქი ასკერებისგან!

ბათუმის ბრძოლები მარტის ბოლომდე გრძელდებოდა და იქ გაცილებით მეტი ქართველი დახოცეს თურქებმა, მაგრამ ამის თქმაც რუსულ პროპაგანდად შეიძლება ჩაგვითვალოს მავანმა. თუმცა ვინ იცის, დღეს ამ თემაზე ისეთი წარმოუდგენლად აბსურდული აზრებია მოდური, რომ…

მაგალითად, არაერთიპატრიოტისრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ 1921 წელს ქართული მიწები თურქებმა კი არ მიიტაცეს, არამედ მათ ეს მიწები ლენინმა და სტალინმა აჩუქეს. გამოდის, თურქებს სასტიკად არ სურდათმოძმექართველებისთვის მიწების წართმევა და ლენინსა და სტალინს სულ ძალითშეუტენიათმათთვის ეს მიწები. სავარაუდოდ, მალე აღმოაჩენენ “ისტორიულ წყაროებს”, რომელთა მიხედვითაც, ჩვენი მოძმე და მოჭირისუფლე თურქები დაჟინებით იმეორებდნენ _ არა, ბატონო, ჩვენ ქართველებს მიწებს ვერ წავართმევთ, მაგას როგორ ვიკადრებთ, მაგრამ ლენინმა და განსაკუთრებით სტალინმა სულ მუქარითა და დაშინებით აიძულეს თურქები, ეს მიწები წაეღოთო…

სასაცილოა? რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ აზრს სრული სერიოზულობით წააწყდებით ინტერნეტსივრცეში მსგავს თემებზე კამათისას. სხვათა შორის, ერთ-ერთ საიტზე კიდევ უფრო საინტერესო ფრაზასაც წავაწყდი: მოთხრობილი იყო 1929 წლის მაღალმთიანი აჭარის ერთერთ ხეობის მცხოვრებთა აჯანყება რუსიბოლშევიკებისწინააღმდეგ. ავტორი დიდი მონდომებით ცდილობდა, დაეხატა, რომ ეს აჯანყება თურქი იმპერიალისტების ინსპირირებული კი არ იყო, არამედ მას ჰქონდა სრულიად ლეგიტიმური საფუძვლები ქართველთა მოძულე და მჩაგვრელიბოლშევიკებისწინააღმდეგ. ნამეტანი მონდომებისგან ავტორს იქ, სადაც “ბოლშევიკების” საშინელ და სასტიკ საქციელზე ლაპარაკობს, ჩამოთვლილი აქვს ასეთი პუნქტი _ “ბოლშევიკებმა აიძულეს აჭარელი გოგონები, მოეხსნათ ჩადრები და ევლოთ ქართულ სკოლებში!”

დიახ! დიახ! არ გეჩვენებათ! “ანტიქართველმა” ბოლშევიკებმა აჭარის მაღალმთიანი რაიონების გოგონები თურმე ასე “ანტიქართულად” აიძულეს… ქართულ სკოლებში ევლოთ…

ასეა _ ჩვენი ქვეყნისთვის თავშეწირული გმირებიც კი ასეთპატრიოტებსორ ნაწილად _ “ხელსაყრელ გმირებადდამიუღებელ მსხვერპლადჰყავთ დაყოფილი, ერთ მტერთან მებრძოლებს პატივს მიაგებენ, მეორე მტერთან მებრძოლებს არც კი ახსენებენ, ტაბახმელაპატრიოტიზმის სიმბოლოა”, ბათუმისარფი კი, უბრალოდ, _ ჩვენიმოძმეთურქეთის მოსაზღვრე რაიონი

მაშ, რაღა გინდა გააწყო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვითომდაპრორუსულ პროპაგანდას”, აი, ასეთიძალიან პატრიოტიადამიანები, აი, ასეთირკინის ლოგიკითუპირისპირდებიან?!

რა გინდა გააწყო, როდესაც ამ ადამიანებმა ისტორია უკვე ისტერიად გადააქციეს, ხოლო ისტორიული ფაქტებისგან ისეთ პროპაგანდისტულ ქაოსს ქმნიან, ბოლოს ამ ქაოსში თვითონვე იხლართებიან და უმწეოდ ფართხალებენ…

ბაკურ სვანიძე

* SICO _ პრეზერვატივის მარკა

1 COMMENT

  1. ავტორს სრულიად ვეთანხმები. დიახ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას

  2. ავტორს არგუმენტებითა და ისტორიული ფაქტებით სურს როგორმე გააგებინოს ურქმუნო თომებს ჭეშმარიტება!,მაგრამ ვისაც ტვინი აქვს გამორეცხილი, მასთან ვერავინ ვერაფერს გახდება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here