Home რუბრიკები საზოგადოება თათა მურაჩაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც მიცვალებულების ეშინიათ, ხომ ხედავთ, სტალინის ძეგლის...

თათა მურაჩაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც მიცვალებულების ეშინიათ, ხომ ხედავთ, სტალინის ძეგლის დადგმაზე დღესაც რა ამბავში არიან?

2085

უკვე რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელში უფროსი თაობის ყურადღება ერთმა გოგონამ მიიპყრო _ თათა მურაჩაშვილმა, რომელიც სტალინის თაყვანისმცემელთა მეგობარი გახდაჩვენ დავინტერესდით, რატომ დაიწყო ბელადის ფენომენის შესწავლა თათა მურაჩაშვილმა. მასთან საუბარი საინტერესო აღმოჩნდა.

_ თათა, რამდენი წლის ხარ და სად სწავლობ?

_ 20 წლის ვარ. თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ.

_ სოციალურ ქსელში სახელი სტალინზე წერილით გაითქვი, რატომ გაგიჩნდა სურვილი, მასზე დაგეწერა?

_ ჩემი თაობა არ არის საკმარისად ინფორმირებული, თუ რა გავლენა ჰქონდა სტალინს მსოფლიოზე. ხშირად შევსწრებივარ პოლემიკისა, როცა კამათის მოგების მიზნით, საწინააღმდეგო არგუმენტად სტალინის მიერ მიხეილ ჯავახიშვილისა და პაოლო იაშვილის დახვრეტა დაუსახელებიათ, არადა, მათი არც ერთი ნაწარმოები არ ჰქონიათ წაკითხული. არ შეიძლება ადამიანზე მხოლოდ ცუდი ინფორმაცია ვრცელდებოდეს, ამიტომ შევქმენი გვერდი’”იოსებ სტალინი” და ისტორიულ ფაქტებს ვაქვეყნებ.

_ როდის და რატომ გადაწყვიტე, სტალინის ცხოვრების დეტალები შეგესწავლა?

_ რამდენიმე წლის წინათ შევესწარი სტალინის შესახებ უბრალო კამათს, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში. იმ დღიდან დამაინტერესა სტალინის პიროვნებამ და მასზე ინფორმაციის შეგროვება, საბოლოოდ, ინტერნეტგვერდის შექმნით დავასრულე.

_ ბევრს კითხულობ სტალინზე?

_ კი, ბევრს ვკითხულობ, ოღონდ ვერიდები გამოცემებს, რომლებშიც სტალინზე უარყოფითი არაფერი წერია, ან სადაც მხოლოდ ცუდს წერენ. ვკითხულობ მიხეილ თევდორაძის, აკაკი მგელაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ირემაშვილისა და სტალინთან დაახლოებული სხვა პირების ჩანაწერებს. ეს გაცილებით სანდო და საინტერესო ინფორმაციაა.

_ რას ფიქრობენ შენი თანატოლები იმაზე, რომ სტალინის ფენომენს ასე გულდასმით სწავლობ?

_ თავდაპირველად უკვირდათ, ახლა, თუ რამის გადამოწმება სურთ, პირველ რიგში, მე მიკავშირდებიან ხოლმე. სოციალურ ქსელში ბევრი ისეთი შეტყობინება მომდის, რომელიც ძალას მმატებს. მეუბნებიან, გამბედავი ხარ და არავითარ შემთხვევაში გვერდი არ გააუქმოო.

_ რას ეტყვი იმ ახალგაზრდებს და ზრდასრულებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ სტალინს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია?

 _ მცირე მონოლოგი მათთვის, ვისაც სტალინის ხსენებაზე, 1937 წლისა და ტაო-კლარჯეთის გარდა, არაფერი ახსენდებათ.

* 1917 წელს აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943-მდე. 1943 წელს კი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინეს.

* საფრანგეთში მენშევიკების მიერ გატანილი ქართული საგანძური მანამდე არ დაუბრუნეს საქარტველოს, სანამ ხმა სტალინამდე არ მივიდა. ქართული განძი (რაც მისგან დარჩა) სამშობლოს 1945 წლის 11 აპრილს სტალინის ძალისხმევით დაუბრუნდა.

* 1933-1934 წლებში სრულიად საბჭოთა კავშირში აბორტი და ჰომოსექსუალიზმი კანონით აიკრძალა. დღევანდელი გადმოსახედიდან იმედია, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს.

* სტალინის ბრძანებით გადაიღეს ეროვნული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრი “გიორგი სააკაძე”, გადაღების დამთავრებისთანავე (1943 წ.) ფილმის ასლები სტალინმა თეირანის კონფერენციაზე პირადად დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს. ფილმზე 7 მილიონი მანეთი დაიხარჯა, 2 წელიწადში 40 მილიონმა ადამიანმა ნახა.

* სტალინის ბრძანებით ააშენეს რუსთავი, რომელიც 1948 წლიდან უკვე ქალაქად იხსენიება

* სტალინის მმართველობის პერიოდში ჭიათურაში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი (სტალინის ბარელიეფები საბაგიროებზე დღესაცაა შემორჩენილი)

* სტალინის ბრძანებით აიგო და გაკეთდა _ თბილისის ზღვა (1947წ), რიონჰესი (1927), ზაჰესი (1927), აწჰესი, რომელიც აჭარაში მდებარეობს (1941 წელი), სამგორის სარწყავი სისტემა (1947-51 წწ).

* მუშტაიდის ბაღში საბავშვო რკინიგზა 1935 წელს სტალინის ბრძანებით აიგო.

* სტალინის ბრძანებით ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე “ვეფხისტყაოსანი”, როდესაც ბელადს შალვა ნუცუბიძის მიერ რუსულად ნათარგმნი პოემა არ მოეწონა, თვითონ შეიტანა კორექტივები, კერძოდ, 1402-ე სტროფი სტალინმა გადათარგმნა.

* როდესაც ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღიარა და დაადასტურა გამოძიების ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ, დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას _ ჯავახიშვილის ამბავი იოსებ სტალინს აცნობეს და ბელადმა კრემლიდან თითი დაიქნია _ ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაღუპვას.

* როდესაც პენტაგონმა, ამერიკის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის დავალებით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცივი ომის პირობებში შეიმუშავა საბჭოეთის 20 ქალაქზე ატომური თავდასხმის სტრატეგიული გეგმა, სამიზნეში ამოღებული ქალაქებიდან ერთ-ერთი თბილისი იყო. გეგმის შესახებ სტალინს აცნობეს. მან საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი დაიბარა და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანათ ქალაქში მეტროპოლიტენიო. “მეტრო არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, იგი ომის შემთხვევაში თავდაცვის შეუცვლელი საშუალებაა”, _ ბრძანა სტალინმა. 1951 წელს თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა დაიწყო.

* ყველას შეუძლია წაიკითხოს აკაკი მგელაძის მემუარები, როგორ არ დააცადა სტალინმა ჰიტლერს ოპერაცია “ედელვაისის” განხორციელება, რომელიც კავკასიონის დაპყრობას გულისხმობდა. დიდი სამამულო ომის პერიოდში ჰიტლერის უშუალო ბრძანებით, იალბუზის დაპყრობა და კავკასიონის გადალახვა 49-ე მსროლელ კორპუსს დაევალა გენერალ რუდოლფ კონრადის მეთაურობით.

პირველი დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამხედრო გზით თბილისზე, მეორე _ ქუთაისზე, ხოლო მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთი უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას.

კრემლში მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა. ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი _ სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.

“მდგომარეობა კავკასიაში სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. ეს შორს მიმავალი პოლიტიკა და იდიოლოგიაა, მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, მათ სურთ ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. შევინარჩუნებთ თუ არა კავკასიონს, ამას ომის მიმდინარეობა დაგვანახვებს. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი. კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია. შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა.” _ წარმოთქვა სტალინმა.

_ მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა, _ უპასუხა ბერიამ.

_ უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ”, _ ღიმილით შეუსწორა სტალინმა.

კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო.

ძალიან მძიმე დღეების შემდეგ, ქართულმა დანაყოფებმა შეძლეს ამ ბრძოლაში გამარჯვება, ეს სტალინური გენიის ნაყოფია, რომელიც მსოფლიო ომების ისტორიაშია შესული, როგორც ომის კლასიკური ნიმუში, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას.

რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის საკითხს, მოკლედ გეტყვით, რომ ტაოკლარჯეთის დაკარგვა ლენინის მეთაურობით ბოლშევიკური რუსეთის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის ქართული ტერიტორიების გადანაწილების შედეგია, რომელიც გაფორმდა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით.

ვინმე იმის მტკიცებას თუ დაიწყებს, რომ სტალინს შეეძლო წინ აღდგომოდა ლენინის ხელისუფლებას აღნიშნული ტერიტორიების შესანარჩუნებლად, ეს დიდი უმეცრება იქნება. თვითონ ლენინი ერიდებოდა თურქეთთან მდგომარეობის დაძაბვას, რადგან თურქეთის უკან ინგლისი იდგა და, დიდი ვარაუდით, ბათუმის შემოერთებაც წითელი არმიის მიერ უკვე დამარცხებულ ქართულ ჯარს და მის მეთაურს გენერალ მაზნიაშვილს იმიტომ დაავალეს, რომ ინგლისელთა პროტესტის შემთხვევაში ეს მოვლენა ძველი ქართული მთავრობისა და მისი ჯარის “თვითნებობისთვის” დაებრალებინათ.

სტალინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების წინა პერიოდში ჩაიფიქრა საქართველოსა და სომხეთისთვის თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება. ამის გამო თურქეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სტალინმა ფრონტის ზურგში თურქი მოსახლეობის არსებობა მიზანშეუწონლად ჩათვალა და ასპინძისა და ახალციხის რაიონების სოფლებიდან შუა აზიაში გადაასახლა. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები დოკუმენტურად დადასტურებულია, შეგიძლიათ, არქივსა და მუზეუმში შეამოწმოთ. სტალინის დონის პოლიტიკოსი ქართველებს არ გვყოლია. ეს იყო ადამიანი, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო თავის ნება-სურვილზე ატარა. მას თვალებში შესციცინებდნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც იყვნენ ჩერჩილი, რუზველტი და მაოძედუნი. ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც მიცვალებულების ეშინიათ. ხომ ხედავთ, სტალინის ძეგლის დადგმაზე დღესაც რა ამბავში არიან?

_ საინტერესო იყო შენთან საუბარი. სტალინის პიროვნების გარდა, კიდევ რით ხარ დაინტერესებული?

_ ჟურნალისტი ვარ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, დაინტერესებული ვარ სამხედრო ავიაციითა და ისტორიული პიროვნებების ფობიებით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

20 COMMENTS

  1. სტალინმა მასონთა რამდენიმე საძმოს წევრი კედელთან მიაყენა . მსოფლიოს მედია სივრცე კიდე მათ ხელშია და ყველა ღონეს ხმარობენ რომ შური იძიონ და შეაძულონ სტალინი. მან ნაომარი ქვეყანა 8 წელში ააშენა. ერთი ხიდი კი არა და რამდენიმე კორპუსი, მთელი ქალაქები თავისი ინფრასტუქტურით. სპორტი, მეცნიერება დაა.შ. ქრიტე ღმერთი კი არ იყო ცათა სასუფეველი დაემყარებინა. რომელი მმართველობის დროს არ სჯიდნენ ადამიანებს, ვიგაცეები რომ მარტო თავისას ეძებენ. გლობალურად შევხედოთ. ყოველ თვე გაიაფება მიდიოდა ყველაფერზე და იცით რო უფასო უნდა გაეხადა პირველი მოხმარების საგნები თუ პროდუქტი. ხალხი უფასოდ ღებულობდა ბინებს, რის გამოც ახლა მონებად არიან საზღვარგარეთ და კიდე სტალინს ლანძღავენ ეს ტვინგაყინულები .

  2. თათა, შესანიშნავი ერუდიციის მქონე პიროვნება ხარ, ნიჭიერება და ცოდნისმოყვარეობა უხვად მოუმადლებია ღმერთს შენთვის. წარმატებებს გისურვებ, გფარავდეს უფალი.
    P.S. განსაკუთრებულ პატივისცემას იმისათვის იმსახურებ, რომ შენი თაობის ახალგაზრდობაში არსებულ მცდარ შეხედულებეს მსოფლიო ისტორიის ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში ცვლი ჭეშმარიტი ცნობიერი მიდგომებით.

  3. თათა საყვარელო! გვეამაყები და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.წარმატებები.

  4. ყოჩაღ თათა, ძალიან კარგი გოგო ხარ. დღეს, როდესაც ახალგაზრდებს არც კი აინტერესებთ სტალინის ვინაობა, არც კი წაუკითხავთ არაფერი, და უბრალოდ აქა-იქ ძლივს შემორჩენილ, სტალინის თანამედროვე ადამიანებთან არც კი სურთ გაისაუბრონ სტალინის ნამოღვაწარზე და ისე მოიხსენიებენ ამ ადამიანს აუგად, ცოტა მარტივად რომ ვთქვა გული მტკივა. ბოლოსდაბოლოს ქართველი კაცი იყო, რომელსაც მსოფლიო ლიდერები აღმერთებდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც უძლიერეს პიროვნებას და ჩვენ, ქართველებმა, რატომ არ უნდა დავაფასოთ იგი სათანადოდ. ისე თუ რუსული იცი გირჩევ წაიკითხო \\\”Воспоминания Жукова\\\”, ამ წიგნში ბევრ საინტერესოს გაიგებ სტალინზე.

  5. მცირედი შესწორება თქვენს ნათქვამში უნდა მოკვდნენ გერმანელები დიდი ბელადი ასე ამბობდა უნდა მოკვდნენ გერმანელი ფაშისტები

  6. ძალიან სასიამოვნოა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის ასეთი დაინტერესება სტალინის ფენომენით. სულმოუთქმენლად წავიკითხე ეს ინტერვიუ.
    წარმატებებს გისურვებ თათა…

  7. თათა,სრულიად საქართველოსთვის საამაყო გოგონა ხარ.
    მწვანე გზას,წარმატებებს გისურვებ ნებისმიერ საქმიანობაში.

  8. ცოდოა ხალხი,რომელიც დაიბადება და მოკვდება ისე რომ სიმართლეს ვერ ან არ გაიგებს …..

  9. ბიზანიის იმპერატორი, ხატმებრძოლი დიოკლეტიანეს შთამომავლები არიან დღევანდელი
    სტალინ მებრძოლები. ისტორიაში სტალინი დარჩება, ეგ უდღეურები არა.

  10. პატივცემულო თათა, რადგან კარგი ჟურნალისტ-ისტორიკოსის ნიჭი აღმოგაჩნდათ, გთხოვთ დაინტერესდეთ შეკითხვით:
    1985 წელს საქართველოში გაცხადებული და მერაბ კოსტავას მიერ \\\”ქვეყნის მხსნელად\\\” მიჩნეული \\\”პროგრამა\\\” – \\\”მიწის კანონი\\\” სტალინისთვის მისი სიცოცხლის პერიოდში რომ გამხდარიყო ცნობილი, დადუმდებოდა \\\”საქართველოს ბოლო პერიოდის ვაი-მთავრობებივთ\\\”.. თუ.. პროექტ-პროგრამის ავტორს თავისთან – \\\”პოლიტბიუროზე\\\” მოუხმობდა, მოუსმენდა და დაავალებდა: აი შენ \\\”საჭირო თანხები და ადამიანთა და მასალათა რესურსები\\\” და ჯერ ლოკალურ სივრცეში დაგვიმტკიცე შენი დაპირებანიო\\\” არ ეტყოდა, და, თან, არ გააფრთხილებდა, თუ რამეში \\\”ცრუობ\\\” სიცოცხლით და გვარ-ჯილაგით გაზღვევინებთო?!…
    მე პირადად მჯერა რომ სტალინი იმდენად დიდი ფიგურა ბრძანდებოდა – ასეთი გადაწყვეტილების მიღებას კი არ შეუშინდებოდა, არამედ \\\”ინტერესშიც კი ჩავარდებოდა\\\”…

  11. Ixaros shenma gamzrdelma aseti shvilis gazrdisatvis, netav bevri kavdes sakartvelos shenistana da hemis azrit eshveleba sakartvelos, sagad moazrovneta naklebobaa da amo rom.erti stalini nadvilad salirla exla,

  12. შენმა გამზრდდლმა იხარა!ღმერთმა დალოცოს შენი მარჯვენა და უმრავლოს სამშობლოს შენნაირი შვილები! ცოცხალი, რომ იყოს სტალინი! ნამდვილად იამაყებდა შენით! ოღონდ არა მისდამი დამოკიდებულების გამო, არამედ შენი სწრაფვის გამო! იცოდე სიმართლე და სხვასაც დაუმტკიცო ის სიმართლე! იცოდე და გწამდეს! შენ ჩვენი მაცხოვარი იესო დაგიცავს ყოველთვის, რადგან მას უყვარს სიმართლისათვის დევნილნი! მიყვარხარ ძალაინ! მეამაყები!

  13. თამუნა წარმატებას გისურვებ შენ დიდ და მართალ საქმეს აკეთებ

  14. აი, ასეთ ახალგაზრდებს უნდა მოუსმინო და არა მიხუილოსგან გამოთაყვანებულებს!

  15. მადლობა, მიხარია, რომ ამ საკითხით ახალგაზრდა დასაქმდა. რა–თქმა–უნდა ამ და სხვა საქმეებით. მიყვარს ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანები…

  16. ra kargi iqneboda bevr axalgazrdas miebadzos tqventvis,gaigon cheshmaritad tu vin iyo stalini da misi mogvaweoba,da ar daujeron im shetitxnil cru informaciebs,romlistvisac xrushovis mtavrobam dzalian didi mushaoba gaswia,shen ki gisurveb warmatebebs.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here