Home რუბრიკები ბლოგი ობამას ფიასკო კუბაში- კუბის პრეზიდენტმა ობამა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო (ვიდეო)

ობამას ფიასკო კუბაში- კუბის პრეზიდენტმა ობამა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო (ვიდეო)

621

აშშის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისტორიული ვიზიტით კუბაში იმყოფება. კუბელები მას არც თუ ისე თბილად შეხვდნენ. რუსეთის პატრიარქისგან განსხვავებით, აშშ პრეზიდენტს  კუბის ლიდერი აეროპორტში პირადად არ დახვედრია

რაულ კასტროსთან შეხვედრის შემდეგ გამართული შემაჯამებელი პრესკონფერენცია კი კონფუზით დამთავრდა.

პროტოკოლური დამშვიდობების შემდეგ, ობამამ გადაწყვიტა გადახვეოდა კუბის ლიდერს, რომელმაც ხელითვე აღკვეთა ობამას ეს მცდელობა და არ მისცა საშუალება გადახვეოდა მას. ობამა, რამდენიმე წამის განმავლობაში  ხელაწეულ მდგომარეობაში იდგა ფოტო და ვიდეოკამერების ობიექტივების წინ.

კასტრომ აშშ-ის პრეზიდენტს, ხელი ჰაერში ისე დაუჭირა, რომ სახეში არც კი შეუხედავს. ობამა დაბნეული იდგა, კასტრო- კი დაძაბული.

დარბაზის დატოვების დროს ობამამ გადაწყვიტა განემუხტა სიტუაცია და შეეცადა კასტროს ზურგზე ხელი დაედო, პასუხად  კუბელმა დემონსტრატიულად დაიჭირა მასთან დისტანცია. ამერიკელები ამ შემთხვევას ობამას მორიგ მარცხს უწოდებენ.

ვიდეო იხილეთ აქ:    http://www.ntv.ru/novosti/1615666/?fb#ixzz43hfqBMJ0

კონსტანტინე ჩიკვილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here