Home რუბრიკები ბლოგი ევროპა დემოგრაფიული ცვლილებების ზღვარზე

ევროპა დემოგრაფიული ცვლილებების ზღვარზე

1313

ღრმად რომ დაუკვირდე  ევროპაში   მიმდინარე პროცესებს,  მიხვდები,  რომ ევროპა გლობალური, რევოლუციური ცვლილებების ზღვარზე დგას რასაც გეოპოლიტიკურიმ რევოლუციაც შეიძლება ეწოდოს. დასაბამიდანვე ევროპის ქვეყნების გაერთიანების ძირითადი მიზანი ნაციონალური სახელმწიფოების  და საზღვრების დემონტაჟი იყო, რათა ტრანსნაციონალური კაპიტალისთვის თავისუფალი გადაადგილების საშუალება მისცემოდა, რომელიც თავის მხრივ კონტინენტის საკვანძო ზონების გაკონტროლებას უზრუნველყოფდა. მაგრამ ამ გეოპოლიტიკურ რევოლუციას მოყვა ასევე რევოლუციური გარდაქმნები დემოგრაფიულ მიმართულებით, რასაც თავისუფლად დემოგრაფიული კატასტროფა  შეიძლება დავარქვათ.   

ბოლო დროს ევროპის მოსახლეობის კლების ტენდენციამ კატასტროფული მაშტაბები მიიღო ეს კი ძირითადად დაბალი შობადობით არის განპირობებული , რომლის საშუალო მაჩვენებელი 1,5-ია ოჯახზე , მაშინ როდესაც დღევანდელი მოსახლეობის რაოდენობის შესანარჩუნებლად მინიმუმ 2,1 მაინც  სჭირდება . ევროსაბჭოს დემოგრაფიული კომისიის მონაცემებით , თუ 1960 წელს ევროპული წარმომავლობის ადამიანების წილი ევროპაში მსოფლიოს მოსახლეობის 25% შეადგენდა, ხოლო 2000 წელს უკვე 17%  იყო,შემდეგ  40 წელიწადში მისი წილი კი  10 % მდე დაეცემა . 2000 წელს ევროპის მოსახლეობა 720 მილიონს შეადგენდა , 2050 წლისთვის სავარაუდოდ  , დღევანდელი შობადობის გათვალისწინებით , (დღეს მიმდინარე მიგრაციული პროცესების  გათვალისწინების გარეშე)  ევროპის მოსახლეობა 600 მილიონამდე დაეცემა . ამ დროისთვის ევროპა დაკარგავს იმდენ მოსახლეს რაც ცხოვრობს გერმანიაში, დანიაში, ფინეთასა და პოლონეთში ერთად არებული (ბოლოს  მოსახლეობის ასეთი,კლება  მხოლოდ 1347-1352 წლის შავი ჭირის ეპიდემოიის დროს შეიმჩნეოდა). იმავე ევროსაბჭოს კომისიის მონაცემებით  2003-2011 წლებში დაჩქარდა  ევროპის  მოსახლეობის  დაბერების  პროცესი  რაც ამავე ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 40 წლის შემდეგ 15 წლამდე ბავშვების რაოდენობა დაიკლლებს 40 % -ით , ხოლო მესამედი მოსახლეობის იქნება 60 წელს გადაცილებული (ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მეცხრე  80წელს გადაცილებული იქნება ). მიმდინარე ცვლილებები უკვე სერიოზულ  გავლენას ახდენს ევრო გაერთიანებაში ჩამოყალიბებულ სოციალურ  ფონზე. იმდენად რამდენად შობადობა კლებულლობს და შესაბამისად ბავშვთა რაოდენობაც, მომავალში მომუშავეთა რაოდენობაც  დაიკლებს, რაც სოციალური უზრუნველყოფის სისტემის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. სანამ ევროპაში მუშაობენ ის მრავალრიცხოვანი თაობა რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე, დემოგრაფიული ბუმის შედეგად დაიბადა, უმაღლესი სოციალური სტანდარტების შენარჩუნება შესაძლებელი  იქნება. მაგრამ საკმარისის ამ თაობამ პენსიაზე გასვლა დაამთავროს (დაწყებთ უკვე დაწყებულია) სიტუაცია მომენტალურად შეიცვლება უარესობისკენ . ამიტომ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ზრდიან საპენსიო ასაკს და იგონებენ სხვადასხვა სქემებს რათა დროებით მაინც შეაჩერონ სოციალური სტანდარტების ვარდნა რომელსაც მომენტალურად მთელი სისტემის კრახი მოყვება. 

ამიტომ  სისტემის   კრახის  მოლოდინის  სიტუაციაში აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ემიგრანტეგის მუდმივი ნაკადის უზრუნველყოფა . როგორც საერთაშორისო საემიგრაციო ორგნიზაციის პრეს -მდივანმა ჟან ფილიპ ჟოზიმ თავის საგაზეთო  ინტერვიუში განაცხადა „ ლეგალური იმიგრაციის გარეშე ევროპელებს მოუწევთ პირველი სამუშაო დღის გაზრდა,  მეორე პენსიაზე უფრო სოლიდური ასაკიდან გასვლა , მესამე ასევე შესაძლებელია დაფინანსებულ სამედიცინო მომსახურეობაზე უარის თქმა  და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სულ უფრო  ნაკლები  მოსამსახურე გადაიხდის გადასახადს და სოციალურ სისტემას ნაკლებად დაეხმარება

საფრანგეთის  მთავრობის საიდუმლო მოხსენება რომელიც  2000 წელს გამოქვეყნდა, ერთ ერთ პუნქტში ნათქვამია „ ევროკავშირს სხვა ალტერნატივა არ აქვს გარდა იმისა რომ 75 მილიონი ემიგრანტი მოიწვიოსო“ მაგრამ იქვე ექსპერტები აღიარებენ ,რომ  ეს თავისთავად წარმოშობს  პრობლემებს რომელიც დაკავშირებული იქნება რასულ და რელიგიურ საკითხებთან.

დღევანდელმა მიგრაციულმა პროცესმა  ევროპაში  მართლაც მიიღო აშკარა რელიგიური (უმეტესად ისლამური) ხასიათი .  მაგრამ ისლამური მიგრაციული პროცესები არ დაწყებულა დღეს, ეს პროცესი ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს , საერთო მსოფლიო პოლიტიკური გარდაქმნების, მსოფლიო ბაზრის დესტაბილიზაციის დროს დაიწყო. როდესაც მუსულმან  მიგრანტთა ერთი ტალღა  ჩრდილოეთ აფრიკიის ქვეყნებიდან გიბრალტარის გავლით დაიძრა და გადანაწილდა  ესპანეთის, საფრანგეთის , იტალიის ტერიტორიებზე . მერე ტალღა კი ავღანეთიდან,  პაკისტანიდან,  თურქეთიდან, მიაწყდა ევროპას და გადანაწილდა ძირითადად გერმანიის ნიდერლანდების, ინგლისის, სკანდინავიის ტერიტორიებზე.   ამ პროცესების შედეგად უკვე 2000 წლისთვის საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 6 მილიონი მუსულმანი ემიგრანტი, გერმანიაში-3-3,5 მილიონამდე,ინგლისში 3,3 მილიონი , ჰოლანდიაში 1 მილიონი.

 ყველაზე დიდი მიგრაციული პროცესები კი 2011 წლის აშშ-ს და ევროპული ქვეყნების მიერ ინსპირირებულ ე.წ. არაბული რევოლუციების დროს დაიწყო  როდესაც მარტო პირველ წელს 160 ათასი  არალეგალური მუსულმანი ემიგრანტის მიერ საზღვრის გადაკვეთა დაფიქსირდა  ხოლო დღევანდელ დღეს , სირიის კონფლიქტის ფონზე  მათი რაოდენობა წელიწადში  400 დან 450 ათასამდე მერყეობს .  მიგრაციის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში და იმაშიც როდესაც მუსულმან მიგრანტთა გამრავლება ორჯერ უსწრებს ევროპელთა გამრავლების ტემპებს 20-25 წლის შემდეგ ევროპაში მწვავედ დადგება ეთნოდემოგრაფიული პრობლემები.

 ნებისმიერი დემოგრაფისთვის აქსიომას წარმოადგენს ის, რომ, თუ მიგრაცია დაიწყება ქვეყანაში სადაც ადგილობრივი, ძირითადი მოსახლეობა არ მრავლდება , ეს ავტომატურად ეთნიკური კულტურის ღრმა ცვლილებას გამოიწვევს, რაც ეროვნული იდენტობის დაკარგვის შედეგით დამთავრდება . უკვე ეხლა ევროპაში მიმდინარეობს ღრმა ეთნოკულტურული გარდაქმნები, რომელმაც ამოატივტივა სოციალური და ნაციონალური პრობლემების მთელი  ბუკეტი.

მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ დღეს მიგრაციულ- რელიგიური სიტუაცია ევროპაში უკიდურესად მძიმეა, მგონია მმართველი წრეები სიტუაციის ცვლილებისკენ არ წავლენ. ისინი გააკეთებენ ძალიან მწვავე განცხადებებს არალეგალური  ემიგრანტების  წინააღმდეგ  , შემოიღებენ რაღაც სანქციების მაგვარ გადაწყვეტილებებს ,მაგრამ ძირითადად მაინც შეინარჩუნებენ არალეგალური და ლეგალური   მიგრაციის კონტროლირებად  ტემპს. რადგან მიგრანტებზე  გინდაც არალეგალურზე დაყრდნობა ეს ტრანსნაციონალური კლასის სტრატეგიული ხაზია,   რომლის მიხედვითაც  ემიგრანტები მიდიან იქ სადაც  უნდა შეავსონ იაფი მუახელის „ნიშა“ რომელიც წარმოიქმნეაბა ევროპის ამა თუ იმ ქვეყნების ეკონომიურ სფეროში რომელიც  ადგილობრივ მუშახელთა შორის პოპულარობით არ სარგებლობს . ეს ძირითადად მძიმე და ნაკლებადანაზღაურებადი სამუშაოებია .

ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტი ტრანსნაციონალური ეკონომიკის ევროპაში სადაც დასაქმებული არიან არალეგალი ემიგრანტები (ძირითადად მუსულმანი) ეს არის ნარკოვაჭრობა.  არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის რომ მთავარი პირველადი ბაზა ნარკოტიკების შემოდინების ევროპაში მდებარეობს კოსოვოში. სადაც შემოდის პაკისტანში  და ავღანეთში წარმოებული ჰეროინი .  რომელსაც კურირებენ ამერიკული და გერმანული სპეცსამსახურები, ხოლო მის გავრცელებაზე პასუხისმგებელი ასევე მათთან მოთანამშრომლე ე.წ. ალბანური მაფია, რომელიც არალეგალური და ლეგალური ემიგრანტების საშუალებით ახდენს ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ევროპის ქვეყნებში.

ასე რომ ემიგრანტები დღევანდელ, სულისმღაფავ ევროპისთვის  ახალი სისხლის ფუნქციას ასრულებენ  და ამიტომ მგონია  დღევანდელი მიგრაციული პროცესები არ შეჩერდება, მაგრამ  უფრო ორგანიზებული და გადარჩევითი გახდება

 რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიგრანტების რაოდენობის ზრდას არ უნდა ველოდოთ. მაგრამ არსებობს სამი  საშიშროება:  ერთი ის 40 ათასი  მუსულმანია(თურქი, ბანგლადეშელი, პაკისტანელი ) რომელსაც  მიხეილ სააკაშვილმა თავის ქვეყნისთვის მტრული  პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, მეორე, სირიის კონფლიქტი რომელიც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და კაცმა არ იცის კონფლიქტის ხელახალი ესკალაციის შემთხვევაში, თურქეთის მიერ  გერმანიასთან შეთანხმების შედეგად  ევროპის საზღვრის ნაწილობრივად დაკეტვის გამო, სირიელ ემიგრანტთა ტალღა ჩვენკენ არ გამოეშუროს. ხოლო მესამე და ყველაზე დიდი საშიშროება ვიზალიბერალიზაციის შედეგად ქვეყნიდან ახალგაზრდობის გადინების დიდი ალბათობაა, რითაც ჩვენ უფრო გამოვიფიტებით. ეს კი   პატარა, დემოგრაფიული პრობლემების მქონე  და აშშ-ს მარიონეტი   ლიბერალების  სათავეში მყოფი ქვეყნისთვის კატასტრობის ტოლფასია.

ვიქტორ ცაავა

1 COMMENT

  1. როგორც ყოველთვის მართალი ხარ, მაგრამ ჩემებურადაც გეტყვი. ამ პარლამენტისა და მთავრობის ხელში თუ გვინდა მშვიდობა უნდა ვემზადოთ ომისთვის!

  2. მართალი ბრძანდებით ბატონო ვიქტორ დღევანდელი მთავრობის კაპიტულანტური პოლიტიკის წყალობით ახალგაზრდები გარბიან აქედან . სააკაშვილზე არაფერსა ვამბობ რადგან გინების ხასიათზე ვდგები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here