Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკელი ანალიტიკოსის რჩევა: ემზადეთ ომისთვის!

ამერიკელი ანალიტიკოსის რჩევა: ემზადეთ ომისთვის!

550

ფრიდმანმა იწინასწარმეტყველა დიდი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, აგრეთვე, საზღვაო ომი იაპონიასა და აშშ შორის

ამერიკული ანალიტიკური ცენტრ Stratfor-ის დამფუძნებელი ჯორჯ ფრიდმანი ამბობს, რომ კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა საუკუნე, რომელშიც სისხლისმღვრელი ომი არ გაჩაღებულიყო სახელმწიფოებს შორის და არ არსებობს მიზეზი, XXI საუკუნეში მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს.

“7-წლიანი ომი ევროპაში, ნაპოლეონის ლაშქრობები XIX საუკუნეში, მსოფლიო ომები… _ ყოველ საუკუნეში რაღაც ხდებოდა. გსურთ სანაძლეოს დადება, რომ ამ ასწლეულში მსგავსი არაფერი მოხდება? მე მივიღებ ამ სანაძლეოს”, _ განაცხადა ფრიდმანმა Business insider-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ანალიტიკოსი ასე ხსნის სისტემურ ომებს: “როდესაც სუსტდებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, რუსეთი და ჩინეთი, მათ ადგილს სხვები იკავებენ. ეს სიტუაცია სახიფათოა იმიტომ, რომ ახალ ქვეყნებს ბალანსისთვის არ მიუღწევიათ.

1871 წელს გერმანია გაერთიანდა და შედეგად დაიწყო ჯოჯოხეთი. XX საუკუნის დასაწყისში იაპონია მომძლავრდა და დაიწყო ქაოსიამჟამად ჩვენ ვხედავთ სისტემურ გადახრას, ამიტომ მზად იყავით ომისთვის!” _ ასკვნის ანალიტიკოსი, რომელმაც ჩამოთვალა ტერიტორიები, რომლებზეც, მისი აზრით, შეიძლება კონფლიქტმა იფეთქოს. სავარაუდო ქვეყნებს შორის, რომლებიც გავლენადაკარგული სახელმწიფოების ადგილას მოვლენ, ფრიდმანმა დაასახელა იაპონია, თურქეთი და პოლონეთი. ამრიგად, ფრიდმანმა იწინასწარმეტყველა დიდი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, აგრეთვე, საზღვაო ომი იაპონიასა და აშშ შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here