Home რუბრიკები პოლიტიკა პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ქორწინების საკითხზე

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ქორწინების საკითხზე

494

14 მარტს პარლამენტის ბიუროს წარედგინა 80 დეპუტატის ხელმოწერილი კანონპროექტი ქორწინების საკითხზე. ხელმოწერები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით გადაეცა. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაოსახალხო განხილვის კომისია შეიქმნება

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. პროექტის ავტორები არიან უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება _ მრეწველები”, “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი”. პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია, მათ შორის ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებიც.

იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკელები ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი აწერს ხელს _ ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here