Home რუბრიკები პოლიტიკა ლონდონის მერი: აშშ-ის პრეზიდენტი აღმაშფოთებელი ფარისეველია!

ლონდონის მერი: აშშ-ის პრეზიდენტი აღმაშფოთებელი ფარისეველია!

691

ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა გამოცემა Daily Telegraphში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკა აშშის პრეზიდენტის _ ბარაკ ობამას პოზიცია ევროკავშირის წევრობაზე ბრიტანეთში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

ლონდონის მერი, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის მოძრაობის იდეური ლიდერი, აშშ-ის პრეზიდენტს ურჩევს, არ ჩაერიოს ევროპელთა დებატებში.

ობამას სურს, ბრიტანეთის პარლამენტში გამოვიდეს და პირადად დაარწმუნოს გაერთიანებული სამეფოს ქვეშევრდომები, რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირონ ევროკავშირიდან გამოსვლას.

ჯონსონმა ამერიკის პრეზიდენტის აქტიურობას “აღმაშფოთებელი ფარისევლობა” უწოდა და მოითხოვა, შეწყვიტოს გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარევა, რადგან თვითონ ამერიკა ისტერიკულად იცავს თავის სუვერენიტეტს და გააფთრებით აღკვეთს ხოლმე მთავრობაზე რაიმე დიქტატს, როგორ მოიქცეს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here