Home რუბრიკები საზოგადოება პრემიერისა და რესპუბლიკელების შეხვედრის კულუარული ამბები

პრემიერისა და რესპუბლიკელების შეხვედრის კულუარული ამბები

573

ხუთშაბათს მთავრობის მეთაურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. თქვა, რომ, თუ კოალიციის წევრები წესიერად არ მოიქცევიან, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ განცხადების გავრცელებიდან ნახევარი საათის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ სასწრაფოდ მოითხოვა შეხვედრა პრემიერთან. ჩვენი წყაროს ცნობით, ეს ნახევარი საათიც იმიტომ დაგვიანდა, რომ თინას პურის ნამცეცი გადასცდენია, როცა ამ განცხადებას კითხულობდა და ნახევარი საათი მოუნდნენ მის მოსულიერებას.

კანცელარიაში შეხვედრის დეტალებზე გვესაუბრება ჩვენი ინფორმატორი, რომელიც ამჯერად არც შემთხვევით მოხვედრილა ტერიტორიაზე და არც საგანგებოდ, ის უწყების დამლაგებელია და პრემიერის კაბინეტს ყოველ დილა-საღამოს ასუფთავებს.

მაშ ასე, რას იხსენებს ქალბატონი ლუდა:

“საღამო იყო, ასე 9 საათი ხდებოდა, და დასალაგებლად მივედი. პრემიერის კაბინეტი დავალაგე და ნელ-ნელა ჩამოვუყევი დაბლა სართულებსაც. უცებ ბრაგუნის ხმა შემომესმა, ცოტა შემეშინდა. გავიხედე, ქალბატონი თინა ხიდაშელი მოდიოდა. ეტყობოდა, რაღაცაზე ძალიან იყო გაბრაზებული. თავზე “კოსა” ჰქონდა შეკრული და კევს ბერავდა, აქამდე ასეთი თინა არ მინახავს, შვილო. უკან ბერძენიშვილები მოჰყვებოდნენ და ეუბნებოდნენ, თინა-ჯან დაწყნარდი, ხო იცი, ყველაფერი კარგად იქნებაო. შევიდნენ კაბინეტში. ცოტა ხანში ვიღაც მსუქანა ქალი მოვიდა, შავი კაბა ეცვა და სათვალე ეკეთა, ქოშინით აირბინა კიბეზე, დანახვა ვერ მოვასწარი ნორმალურად, “ბალეტკები” ეცვა და ხელში პატარა ჩანთა ეჭირა. ჩუმად გავყევი და იქვე, ყვავილების დიდი ქოთნის უკან დავიმალე. კაბინეტიდან ხმაური გამოდიოდა. ეს ქალბატონი კი კართან იდგა და ყური ჰქონდა მიდებული, თან კარის სახელური ეჭირა. მოულოდნელად საშინელი მსხვრევის ხმა შემომესმა, აი ბროლი რომ დაიმსხვრევა დაახლოებით ისეთი. უცებ კაბინეტიდან გაშმაგებული თინა გამოვარდა. ამასობაში ვხედავ, ეს შავკაბიანი ქალი მთელი ძალით უკან მორბის და, სადაც არის, დამეჯახება. გამოიარა ჰოლი და კიბის მოაჯირზე სრიალით დაეშვა დაბლა სართულზე. მას უკან გაოფლილი დავით უსუფაშვილი და დავით ბერძენიშვილი გამოჰყვნენ. ცდილობდნენ, დაემშვიდებინათ, მაგრამ თინა ისეთი ალეწილი ჩანდა, თვით სოროსიც ვერ დაამშვიდებდა.

დრო ვიხელთე და პრემიერთან შევედი,_ რამე ხომ არ გინდათ-მეთქი. ბატონი გიორგი ცოტა გაოცებული სახით იყურებოდა, მაგრამ დაბნეული არ ჩანდა. თამარ კორძაიაც დავინახე, ვალერიანის წვეთებს ასხამდა ჭიქაში და მერე გიგლა აგულაშვილს მიაწოდა. მე გამოვედი და ისევ იქვე მივიყუჟე. თინა და მისი მეუღლე ისევ კაბინეტში შებრუნდნენ. ამჯერად მშვიდად საუბრობდნენ და ჯამ-ჭურჭლის მსხვრევის ხმა აღარ ისმოდა. ვიდექი კანცელარიის ფანჯარაში და ვიყურებოდი, ხედებით ვტკბებოდი. მოულოდნელად შევამჩნიე, რომ რაღაც დიდი შავი მასა მოფრინავს. ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რომ გავგიჟდი, თვალები კარგად დავძაბე და დავინახე, რომ ეს არ იყო მოჩვენება, ეს ის შავკაბიანი ქალი იყო, თავიდან რომ ვამბობდი. როგორც მერე შევიტყვე, ვინმე ელისო ყოფილა. ჰოდა, ეს ელისო სახურავიდან დაშვებულა ამჯერად და კაბინეტში შეღწევას სამაშველო ტროსით ცდილობდა.

გაქანდება-გამოქანდება, ხან ერთ კედელს მიეხეთქა, ხან _ მეორეს, მაგრამ პრემიერის კაბინეტში შეღწევას ვერ ახერხებს. მოულოდნელად ისევ საშინელი მსხვრევის ხმა გავიგონე და სანახაობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ჩანს, ქალბატონმა ელისომ საწადელიგადაჭარბებით შეასრულადა ამ გაქანებაგამოქანებისას, დიდირაზგონითწამოსული, მთელი ძალით შეასკდა პრემიერის სამუშაო ოთახის ფანჯარას. როგორც მერე გავიგე, პირდაპირ თინას კალთაში დაცემულა და გაოცებულ თინას შიშისგან გული წასვლია. ამასობაში ელისომ დრო იხელთა და სწრაფად გამოვარდა კაბინეტიდან. მორბოდა, მაგრამ რას მორბოდა. ატყდა წიოკი. აქეთ თამარ კორძაია დარბოდა ვალერიანის წვეთებით, იქით _ კვირიკაშვილი. დავით ბერძენიშვილი ბოლო ხმაზე ხაოდა, ხოლო დავით უსუფაშვილი გაქცეულ ელისოს მისდევდა და თან იფურთხებოდა. გადავწყვიტე, მეც დავდევნებოდი ელისოს. სასწრაფოდ გავთიშე ორივე ლიფტი და კიბეზე ბანანის ქერქები დავყარე. ბედი აღმოაჩნდა, სულ სრიალსრიალით გააგრძელა კანცელარიიდან ეზომდე გზა და პირდაპირ ეზოში ამოჰყო თავი. მეც გავყევი, მაგრამ გარეთ შავირაფიელოდებოდა, სასწრაფოდ ჩაჯდა და ელვის სისწრაფით დატოვა ტერიტორია.

ელიკოს შემცვლელი

ლუდა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here