Home რუბრიკები საზოგადოება შვედი მწერალი: რწმენა დავკარგე დასავლეთ ევროპის მიმართ

შვედი მწერალი: რწმენა დავკარგე დასავლეთ ევროპის მიმართ

შვედურ გამოცემა expressen.seში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ცნობილი შვედი მწერალი და ჟურნალისტი თომას ენგსტრემი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, წერს იმაზე, რატომ არის იმედგაცრუებული ევროპით (ევროკავშირის პოლიტიკით) და რატომ ცხოვრობს საქართველოში: იგი დარწმუნდა, რომ ევროკავშირმა, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა ერთად ცხოვრებით ბევრი ეროვნული ფასეულობა დაკარგეს. „მე კარგად მესმის ბრიტანელი კონსერვატორებისა, რომლებთაც ევროკავშირის დატოვება სურთ“, _ აღნიშნავს ავტორი.

ვრცელ მასალაში გადმოცემულია საქართველოს პოლიტიკური რეალობა: „აქაური „კონსერვატიზმი“ ბევრისთვის ანტიდასავლურობას ნიშნავს, ანუ „პრორუსულობას“, საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიას. ასეთები ცოტანი არიან. არიან ხელისუფლებაში მყოფი ევროპასა და აშშ-ზე ორიენტირებული პარტიები: პირველი ჯგუფის კურსი ევროკავშირისკენაა მიმართული, მეორისა კი _ ნატოში გაწევრებაზე. ორივე საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებს. როცა ჩემს თარჯიმან დავითთან ვამბობ, რომ საქართველო ევროკავშირისკენ ლტოლვით თვითმყოფადობას დაკარგავს-მეთქი, იგი მეუბნება, რომ ხმამაღლა არ თქვა, თორემ რუსეთუმის იარლიყს მოგაწებებენო“, _ ნათქვამია სტატიაში.

ავტორის დაკვირვებით, საქართველოშ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან ღარიბია: „ექიმი თვეში 400 ლარს იღებს, რაც თითქმის 1500 შვედური კრონის ტოლფასია. ავტომობილის ხელით რეცხვა მხოლოდ 25 კრონი ღირს. იგივეა ტაქსით მგზავრობისას. მე, რომელსაც დასავლური დონის შემოსავლები მაქვს, შემიძლია მათ ზედმეტი გადავუხადო, მაგრამ ამით სიტუაციას მაინც ვერ შევცვლი. ქართველები ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობენ. ბოლო 20 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ხელფასების მატებას არაფერი ეშველა. მაღალია ინფლაცია და უმუშევრობის დონე. ქართველებმა ევროპისკენ ლტოლვით შეიძლება სოციალური კეთილდღეობა გაიუმჯობესონ, მაგრამ მეშინია, ვაითუ მნიშვნელოვანი _ თავისუფლება დაკარგონ. მჯერა, ისინი თავიანთი შეცდომებიდან დასკვნებს გამოიტანენ“, _ წერს თომას ენგსტრემი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here