Home რუბრიკები სამართალი ვინ არის ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი?!

ვინ არის ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი?!

770

სამართალდამცველებმათავისუფალი დემოკრატებისერთერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლევან მექვაბიშვილი 6 მარტს, დაახლოებით დილის 6 საათზე ბორჯომში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის არქივში იძებნება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2011 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავა, მათ შორის 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი, რომელიც, როგორც ამ ოფიციალური ინფორმაციდან ირკვევა, წარსულში უკვე იყო ნასამართლევი.  ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი მარინა ფილაური თავდასხმის ყოფით მოტივზე ლაპარაკობს. როგორც ფილაურმა განაცხადა, ლევან მექვაბიშვილს ალექსი პეტრიაშვილთან მოკლეხნიანი შეხება ჰქონდა და მათ შორის იყო “პატარა უთანხმოება”. ლევან მექვაბიშვილი, მეზობლების თქმით, მეუღლესთან გაშორებულია და ერთი შვილი ჰყავს. ლევან მექვაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულს პროცესზე განცხადება არ გაუკეთებია. მან დუმილის უფლებით ისარგებლა. ლევან მექვაბიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აპრილს დაინიშნა. დაზარალებული ალექსი პეტრიაშვილი კი 8 მარტს საავადმყოფოდან გაწერეს. “მე არ ვიცნობდი დაკავებულს, მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას  _ ლომბარდები”, _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფოს დატოვებისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here