Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ში შეიარაღებული ტერორის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ეს არავის სურს

აშშ-ში შეიარაღებული ტერორის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ეს არავის სურს

465

 “უკვე დროა, აშშმა შეზღუდოს თავისი მოქალაქეები იარაღის ფლობის საკითხში, მაგრამ ეს არავის სურს _ არც ხელისუფლებას და არც მოქალაქეებს”, _ განაცხადა ვებგვერდზვეზდასთვისმიცემულ ინტერვიუში Amnesty Internationalის ორი ჯილდოს მფლობელმა ჟურნალისტმა იენ ოვერტონმა, რომელიც ცნობილია The Cuardianში, The Independentსა და The Sunday Timesში გამოქვეყნებული სტატიებით.

 “აშშ იარაღს მიაქვს, სახელმწიფოს კი ამ პროცესის შეჩერების ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს. აშშ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც, მასობრივი სროლების არაერთი შემთხვევის მიუხედავად, ასუსტებს იარაღის ფლობის შესახებ კანონებს. ყველა სხვა სახელმწიფო ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს მოქალაქეთათვის იარაღის ფლობის უფლება, აშშ-ში კი, არაერთი ტრაგიკული ინციდენტის მიუხედავად, დარწმუნებულნი არიან: ცუდი ბიჭების დამარცხება მხოლოდ იარაღით შეიძლება. ასე იქმნება ჩაკეტილი წრე. შედეგად აშშ-ში ბევრია შეიარაღებული თავდასხმის ინციდენტი. ამ მაჩვენებლით აშშ ძალიან უსწრებს სხვა ქვეყნებს. როცა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ხდება, როგორც წესი, ობამა გამოდის და გრძელ სიტყვას ამბობს. ბოლო ხანს კი ასეთი გამოსვლა იშვიათი არ არის და, როგორც კი წარმოთქვამს სიტყვებს: “კონტროლი იარაღზე”, მყისვე იმატებს იარაღის გაყიდვა”, სწორედ ამიტომ აშშ-ს სირიის ყველაზე წარმატებულ მოვაჭრეს უწოდებენ მსოფლიოში”, _ განაცხადა იენ ოვერტონმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here