Home რუბრიკები საზოგადოება “ვინც ახალი რეგულაციის შესახებ ვერ გაიგებს, ქონებას დაკარგავს“

“ვინც ახალი რეგულაციის შესახებ ვერ გაიგებს, ქონებას დაკარგავს“

ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას ითვალისწინებს, უამრავი ადამიანის კერძო საკუთრების დაკარგვას გამოიწვევს. პროექტის მიხედვით, თუკი მიწის ფაქტობრივი მფლობელი ამ მიწის საკუთრებაზე ვერ წარადგენს დოკუმენტაციას, მთავრობა ამ მიწას ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე გადაიტანს

 “ეს ინიციატივა კერძო საკუთრების უფლების უხეში დარღვევაა. უამრავ ადამიანს წარმოეშვება მრავალი ტრანზაქციული ხარჯი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ გაიგებს ამ კანონის შესახებ და დაკარგავს კერძო საკუთრებას. თანაც სახელმწიფოსთან მოუწევს დავა, რასაც აუცილებლად წააგებს. უამრავი ადამიანი, ვინც გაიგებს, რომ მათ წარმოეშვებათ ფულადი და არაფულადი დანახარჯები დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ასევე, არის მიწები, რომლებიც საერთო საკუთრებაში აქვს სხვადასხვა ადამიანს. მათ მოუწევთ დამატებით რისკზე წასვლა ან იურიდიული ექსპერტების დაქირავება, რათა ისე დაარეგისტრირონ მიწა, რომ მათ ინტერესებთან თანხვედრაში იყოს”, _ განაცხადა ხორგუაშვილმა გამოცემა “ტაბულასთან” საუბარში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here