Home რუბრიკები პოლიტიკა თედო ჯაფარიძე: ქართველები ოცნებისკენ მიმავალ გზას ბალტიისპირელების ნაკვალევზე მიუყვებიან

თედო ჯაფარიძე: ქართველები ოცნებისკენ მიმავალ გზას ბალტიისპირელების ნაკვალევზე მიუყვებიან

496

“რუსეთთან მოლაპარაკებების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს”

ბალტიისპირეცის დამოუკიდებელმა ქვეყნებმა პრაქტიკულად დაამტკიცეს, რომ ყველაზე დაუჯერებელი ოცნების განხორციელებაც კი შეიძლება, _ განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ბალტიისპირელები ძალიან მკაცრი დამრიგებლები არიან და ზოგჯერვერ ამჩნევენ პროგრესს, ავიწყდებათ, რომ ქართველები მათ კვალში მიჰყვებიან ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზებზე”, _ წერს ლატვიური გამოცემადელფი”.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბალტიისპირეთის დამოუკიდებელი ქვეყნების არსებობის ფაქტი და მათი მონაწილეობა ნატოსა და ევროკავშირში, ქართველებისთვის მტკიცებულებაა იმისა, რომ “ერთი შეხედვით დაუჯერებელი ოცნებებიც კი ასრულდება ხოლმე… “ქართველთა მომავალი თაობის გამოწვევა არის “გახდეს” ლატვია, ლიტვა და ესტონეთი, ამასთანავე, ბალტიისპირელები დამრიგებლის როლში კრიტიკულები არიან და ვერ ამჩნევენ საქართველოს პროგრესს _ ფაქტობრივად, ივიწყებენ, რომ ქართველები დღეს ადგანან იმავე გზას, რომლითაც ლატვიელები მიდიოდნენ წლების წინათ… რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, ეს ამ ქვეყანასთან ყოველთვის მძიმეა, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია შეხვედრები და საუბარი, რათა გამოინახოს კომპრომისი, რომელიც საქართველოს შეაძლებინებს, დარჩეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ რუსეთთან, როგორც კარგ მეზობელთან, მაგრამ ჩვენ არ გვსურს რუსეთში ცხოვრება”, _ განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ აქვს კი ბალტიისპირეთის ქვეყნებს მართლაც ისეთი დამოუკიდებლობა, რომელზეც ოცნებობდნენ?!

სინამდვილეში როგორი ვითარებაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და რატომ გარბიან იქიდან უცხოეთში, ამ თემაზე მასალებს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here