Home რუბრიკები პოლიტიკა დატოვებს თუ არა “ეროვნული ფორუმი” კოალიცია “ქართულ ოცნებას”

დატოვებს თუ არა “ეროვნული ფორუმი” კოალიცია “ქართულ ოცნებას”

523

ქართულ ოცნებაშიაზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება უკვე აშკარაა. დაიშლება თუ არა კოალიცია უახლოეს მომავალში და დატოვებს თუ არა მასეროვნული ფორუმი”? _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსსაპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, “ეროვნული ფორუმისწევრი ანი მიროტაძე ესაუბრა.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომეროვნული ფორუმიმალექართული ოცნებისკოალიციას დატოვებს

_ “ეროვნული ფორუმის” ყრილობამდე ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, ვინაიდან არ ვიცი, რა გადაწყდება პარტიის ყრილობაზე. ამჟამად თბილისშიც და რეგიონებშიც მიმდინარეობს მზადება ყრილობისთვის, სავარაუდოდ მარტის ბოლოს თბილისში პარტიის ყრილობაზე ფარული კენჭისყრით პარტიის პოლიტიკური საბჭო მის რიგით წევრებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, _ რას აპირებს ეროვნული ფორუმი 2016 წლის არჩევნებზე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი კოალიციის შიგნით რაიმე განხეთქილებას არ უკავშირდება.

_ რამ გამოიწვია ამ ხმების გავრცელება, პარტიის წევრებს შორის უკვე მიმდინარეობს მსჯელობა კოალიციის დატოვების თაობაზე?

_ საკითხს ასე არ ვსვამთ _უნდა დავტოვოთ თუ არა კოლიცია. უბრალოდ, ვეკითხებით პარტიის წევრებს, როგორ უნდა მოვიქცეთ 2016 წლის არჩევნებზე. ათი ათასზე ბევრად მეტი წევრი გვყავს. ეს ადამიანები ათი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ქმნიდნენ “ეროვნული ფორუმის” ისტორიას, ამიტომ მათ უფლება აქვთ, მიიღონ მონაწილეობა პარტიის მმართველი პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებებში. შესაბამისად, ყრილობა უახლოეს მომავალში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს _ რა გზას აირჩევს ეროვნულიფორუმი” 2016 წლის არჩევნებში. პარტიის კენჭისყრა ფარული იქნება და არჩევანში ყველა თავისუფალია.

2012 წელსაც ვკითხეთ ამომრჩევლებს, რა გვექნა _ ხალხთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად გვებრძოლა მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ თუ დამოუკიდებლად და გადაწყვეტილებაც ასე მივიღეთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here